თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2013, 19:04
ავტორი: Esi,
ნანახია: 1516,
კომენტარები: 8
მოიესი გუშინდელ მატჩზე
მოიესი ბედნიერია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით...
მოიესი გუშინდელ მატჩზე
დავიდ მოიესი გახარებულია იმ ფაქტით,რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.გუშინ „წითელმა ეშმაკებმა“ ოლდ ტრაფორდზე დონეცკის შახტარი მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და ზედიზედ ორჯერ წაგების შემდეგ სახლში,გამარჯვება მოიპოვეს.ერთადერთი გოლის ავტორი კი ინგლისელი ახალგაზრდა მცველი,რომელიც გუშინ ნახევარდაცვაში თამაშობდა,ფილ ჯონსი გახდა.ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ იუნაიტედმა ჯგუფური ეტაპი წაუგებლად იასპარეზა.

„არ აქვს მნიშვნელობა როგორი შედეგი გვქონდა,მთავარია გავიმარჯვეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ“-განაცხადა დევიდ მოიესმა Sky Sports-თან ინტერვიუში.

„როდესაც შენ ტოპ კლუბი გქვია,მაშინ შენი მიზანია ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავო.ჩვენ გვქონდა სოსიედადთან მატჩი,სადაც უნდა მოგვეგო,მაგრამ ფრე ვითამაშე.ასეთებიც ხდება“

„მეორეს მხრივ დასანანია,რომ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა ისეთი კლუბი,როგორიც დონეცკის შახტარია,როგორც ვხედავთ მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ,მათ შორის ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ბრაზილიელი ფეხბურთელი“

„ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის თამაში,როგორსაც მაყურებელი ელოდებოდა.თავიდანვე ვერ ჩავიგდეთ მატჩის სადავეები ხელთ,მაგრამ საბედნიეროდ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა და გოლის შემდეგ უფრო დავეუფლეთ ბურთს და ვაკონტროლებდით.“

„არ ვიცი ეს რისი ბრალია,მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვითამაშოთ უკეთესად.საჭიროა უფრო მეტი ბურთის კონტროლი და ზუსტი გადაცემების შესრულება“
-დაასრულა შოტლანდიელმა

წყარო:Sky Sports
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SIMSIKO
11 დეკემბერი 2013 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
სულ ერთი და იგივეს იმეორებს მაგრამ ვნახოთ ..
ლიგაზე ბევრს მგონია ro izavs MU
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 დეკემბერი 2013 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აუცილებელი იყო გამარჯვება და გავიმარჯვეთ კიდეც... fellow
0
№3
ავტორი: GeorgeBest
11 დეკემბერი 2013 19:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან კარგი შედეგია დებიუტისთვის. არც ერტი წაგება ლიგაზე და იმ სამ გუნდსი ვართ წელს ვინც ეს მოახერხა, მიხარია.

ეხლა ფლეიოფში გალა მინდა ან მილანი და ეგაა
0
№4
ავტორი: Z A C K™
11 დეკემბერი 2013 20:31
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
რა არ იცი შე კაი კაცო ცალფეხა ქლევერლის და 80 წლის გიგზს რო ატასავებ ნახევარდაცვაში აბა რას ელოდები?! cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№5
ავტორი: RedGirl
11 დეკემბერი 2013 20:43
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჯიგარი ხარ <3 მე მჯერა შენი და გელოდები :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: Count Alucard
11 დეკემბერი 2013 22:02
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ლიგაზე ისე მონდომებით თამაშობენ, იმედი მაქ თუ ზამთარში მდგომარეობა დალაგდა ნახევარფინალამდე მინიმუმ მივალთ.
0
№7
ავტორი: Jubo
11 დეკემბერი 2013 22:44
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
„არ ვიცი ეს რისი ბრალია,მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვითამაშოთ უკეთესად.საჭიროა უფრო მეტი ბურთის კონტროლი და ზუსტი გადაცემების შესრულება“

მერამდენე თამაშია პირველ ტაიმს საკუთარ სტადიონზე მეორე ნომრად ვთამაშობთ. ბურთის ფლობა უნდა გამოასწორონ და წინ პასები ისწავლონ areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: LizarD
12 დეკემბერი 2013 09:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
გიორგი,
გალა და მილანი გინდა? ორი ყველაზე მახინჯი გუნდია რომლებიდანაც არაფერ კარგს არ უნდა ელოდო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top