თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2013, 18:32
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2032,
კომენტარები: 8
აყენებს თუ არა მოიესის სიტყვები ფერგიუსონს შეურაცხყოფას
არის თუ არა მოიესი ღირსეული მისი თანამდებობისთვის და მისი სიტყვების კავშირი ფერგისთან.
აყენებს თუ არა მოიესის სიტყვები ფერგიუსონს შეურაცხყოფას
დაახლოებით, ერთი კვირის წინ, დავიდ მოიესმა გააკეთა ასეთი განცხადება: „ის თუ ვინ უნდა იყოს ცხრილის თავში თავისით დალაგდება“

მაგრამ „იუნაიტედის“ ფანების მოთმინების ფიალა ნელ–ნელა უკვე იწურება. შეიძლება „მანჩესტერი“ ყოველწლიურად ვერ ამთავრებდა ჩემპიონატებს პირველ ადგილზე ყოფნით, მაგრამ ასეა თუ ისეა, ისინი ამისთვის ძალიან ბევრს მუშაობდნენ. და დღევანდელ დღეს, სანამ მოიესი დაკავებულია რეკორდების მოხსნით, მის ფონზე უფრო და უფრო გვენატრება სერ ალექსი, რომელიც 26 წლის განმავლობაში ედგა წითელ არმიას სათავეში და „მანჩესტერულ“ სამყაროს შეუძლებელ ოცნებებს რეალობად უხდიდა. თუ მოვახდენთ შედარებას, კიდევ ერთხელ დავინახავთ როგორმა საოცრებამ დატოვა საფეხბურთო სამყარო.

ფერგიმ ეს ბიჭები ჩემპიონებად აქცია. მოიესისგან კი ჯერ კიდევ არ სჩანს ასეთი საოცრებები და ასეთი მუშაობა. ნუთუ ზემოთხსენებული სიტყვებით მას იმის თქმა უნდა, რომ ფერგიმ არაფრის კეთებით მიაღწია ამ ყველაფერს და წინა სეზონებშიც ჩემპიონები უბრალოდ გახდნენ? თუ ეს მართლაც ასეა, მოიესისგან დიდ შეურაცხყოფად შეიძლება ჩაითვალოს ეს ფრაზა, რადგან ფერგი ამბობდა: „ჩვენ ოფლად და სისხლად გვდის წარმატება“.

აყენებს თუ არა მოიესის სიტყვები ფერგიუსონს შეურაწყოფას


„მანჩესტერმა“ ფელაინისთვის £28 მილიონი გადაიხადა გასულ ზაფხულს. მაგრამ რა? მაშინაც კი როცა ქერიკს ტრამვა ჰქონდა ვერ მოახერხა მარუანმა ადგილის მოპოვება სკამზეც კი. მოიესს ხომ ასე ძალიან სჭირდებოდა ჩემპიონობისთვის ის, ხომ ასე ძალიან უნდოდა მისი შეძენა, მაშინ რატომ ვერ მოუტანა მან გუნდს სარგებელი და რატომ არ არის ისეთი კარგი როგორსაც ჩვენ ყველა მოველოდით? მაგრამ ჯერ კიდევ დრო წინაა და რამდენიმე ხანში გავიგებთ რა ვუწოდოთ ფელაინის ტრანსფერს, კრახი, თუ წარმატება.

აყენებს თუ არა მოიესის სიტყვები ფერგიუსონს შეურაწყოფას


მოიესით არამარტო მრავალი ფანი, არამედ თავად მოთამაშეებიც უკმაყოფილონი არიან. რიო ფერდინანდი საკმაოდ თამამად და ღიად აკრიტიკებს მოიესის პოლიტიკას, რადგან ის ვერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. ფერდინანდის კრიტიკა შეიძლება ძალიან გულწრფელია და გარკვეულწილად შეგვიძლია სამართლიანიც ვუწოდოთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ის რაც მოიესს ამ ეტაპზე სჭირდება.

აყენებს თუ არა მოიესის სიტყვები ფერგიუსონს შეურაწყოფას


მოიესს აწყობილი გუნდი, ჩემპიონები ჩააბარეს. კიდევ რა სჭირდება მას? მას სჭირდება მთავარი–გვერდში დგომა. გაიხსენეთ ფერგის, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწრთვნელის ბოლო სიტყვები მოედანზე: „თქვენი საქმე ახლა არის ახალი მენეჯერის გვერდში დგომა, მხარდაჭერა და ეს მნიშვნელოვანია“.

ბევრის აზრით, თუ გუნდის ხელმძღვანელობა უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებას მიიღებდა და აირჩევდა მენეჯერად არა ფერგის მეგობარს, არამედ ვინმეს უფრო ღირსეულს, „მანჩესტერი“ დღეს ამ დღეში არ იქნებოდა. მაგრამ მეორე ნაწილი სხვაგვარად ფიქრობს. მათი აზრით, სხვა რომ ყველაფერს თავი დავანებოთ მოიესს იმიტომ უნდა დავუდგეთ გვერდში, რომ ის ფერგის არჩეულია.

აყენებს თუ არა მოიესის სიტყვები ფერგიუსონს შეურაწყოფას


რატომ ფიქრობენ რომ მოიესი არაა ის ვინც ჩვენ დღეს გვჭირდება? მოიესმა, როგორც „ევერტონის“ მწრთვნელმა მეოთხედ–ფინალი წააგო „უიგანთან“, ასევე ძალიან ცუდი ფეხბურთი ითამაშა ლონდონის „არსენალთან“, რომელსაც „ანტი–ფეხბურთიც“ კი უწოდეს და ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნა კრიტიკოსებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ „მანჩესტერის“ მწრთვნელი გამარჯვებისთვის დაბადებული ადამიანი უნდა იყოს, მოიესი კი, ნამდვილად არ არის ასეთი.


ყველაფერი მთლად რიგზე ვერ არის „იუნაიტედში“. მრავალი ფანი მზადაა ყოველგვარი ცვილებებისთვის გუნდში და მათ ესმით კიდევაც მოიესის, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს დავიდს, რომ ამ ცვლილებებმა „მანჩესტერს“ ჩემპიონობისკენ მიმავალი გზიდან არ უნდა გადაახვევინოს.


და ბოლოს, “Daily Mail”–ის გზავნილი მოიესს: „ცხრილი თავისით არ დალაგდება და „მანჩესტერი“ თავისით ვერ გახდება ჩემპიონი. შენ ეს უნდა მოახდინო, როგორც ეს გააკეთა ფერგიმ“.

DailyMail.co.uk
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: - LaNa Ts.....
11 დეკემბერი 2013 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
„ცხრილი თავისით არ დალაგდება და „მანჩესტერი“ თავისით ვერ გახდება ჩემპიონი. შენ ეს უნდა მოახდინო, როგორც ეს გააკეთა ფერგიმ“. მოიესი ყველაფერს შეძლებს!!!!! love manutd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: chudikone
11 დეკემბერი 2013 19:02
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ფერგისთან ვერცერთი მწვრთნელი ახლოსაც ვერ მივა ! ერთი სეზონი უნდა დავაცადოთ და ვნახოთ რა შედეგს მოგვცემს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: GeorgeBest
11 დეკემბერი 2013 20:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ მომწონს როცა ამ კაცს ფერგიუსონს ადარებენ. მის ჩრდილქვეშ ყოფნა კარგს არ მოუტანს. მოიესი მოიესია და ფერგი ფერგი, იმედია მორჩება ასეთი საუბრები. გასაგებია ფერგის ცვლის მაგრამ ახლა მის ეპოქას უნდა ველოდოთ და არა ფერგის აჩრდილის (ეპოქას ვერ დაველოდები თუ ასე გააგრძლეებს მუშაობას)

სიახლე საინტერესოა, ყოჩაღ მარი
0
№4
ავტორი: RedGirl
11 დეკემბერი 2013 20:41
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
გიორგი,
100%it getanxmebi ^_^ prosta rac ewera is gadmovtargmne me :D madloba <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: love united
11 დეკემბერი 2013 20:51
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მოკლედ რა,ამ კაცზე რა თქვან აღარ იციან :დ
0
№6
ავტორი: Count Alucard
11 დეკემბერი 2013 21:54
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მე მეცოდება მოისი, ამხელა ლეგენდის ფერგის შემდეგ მოვიდა და ახლა ყველა მას ლანძღავს რატო არ ხარ ფერგისავით გენიალურიო, ცუდი საქციელია ფანების მხრიდან, ჩვენ შარშან არ გვყავდა უძლიერესი გუნდი ეს ფერგის დამსახურება იყო რომ ჩემპიონები გავხდით, ამ კაცს სჭირდება თანადგომა და სულ იმას რომ წამოაძახებენ ფერგი ასეთი მაგარი იყოო და ამდენი მოიგოო, ცუდად მოქმედებს მასზე სტრესი კი მუშაობაში უშლის ხელს თან რაც მოედანზე ნათლად ჩანს ფეხბურთელებს არ აქვთ მოტივაცია, მოისს ტაქტიკურად ბევრი არაფერი ეშლება ურალოდ ფეხბურთელები ვერ ან არ ასრულებენ ამ ყველაფერს, მე ვთვლი რომ დევიდი კი არა არადმედ ფეხბურთელები არიან გასაკრიტიკებელნი, საკმარისად არ ინდომებენ და ყველა იმის იმედეა, რომ კლასის ხარჯძე მოიგებენ და ეს კლასი კიდე გუნდში 3-4 ფეხბურტელის გარდა არავის აქვს, საბოლოო ჯამში გამოდის რო ისეთ სამარცხვინო მატჩებს მართავენ როგორც ევერტონთან და ნიუკასლთან იყო.
0
№7
ავტორი: LizarD
12 დეკემბერი 2013 09:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ჯერ ერთი ფერდინანდი ცუდ ფორმაშია და სწორია რომ სკამზე ზის, მეორე მოიესს აწყობილი გუნდი ჩააბარეს? ძალიან გამეცინა,, აწყობილ გუნდს რას ეძახიან მარტო კარგ შეტევას? ნახევარდაცვა არ გვყავს, დაცვის ცენტრში პრობლემებია, ფლანგებზე ხო საერთოდ არაფერს ვამბობ...
0
№8
ავტორი: DimaSanaia
13 დეკემბერი 2013 04:29
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
LizarD,
მერე ივლისში რომ მოვიდა უნდა აეწყო თუ არ აკმაყოფილებდა მის მოთხოვნებს. იოზილი თვალწინ აგვახიეს, ალკანტარა აგვახიეს, ერერა ვერ ვიყიდეთ და ა.შ .. და ამ გუნდით ფერგი ჩემპიონი ხდებოდა... თავის თავს დააბრალოს მოიესმა, რომ შედეგს ვერ დებს. ჰქონდა ფული და მხარდაჭერა რომ გუნდი გაეძლიერებინა. ფელაინის ყიდვით არ მოგვარდებოდა ნახევარდაცვის პრობლემები. ამას მე ვხვდები და მოიესი ვერ ხვდებოდა დავიჯერო? თავისი ხელით დადო სასწორზე გუნდისა და თავისი სახელი. იოზილი, რომ იყიდება და ამას ვერ გაიგებ მანჩესტერის დონის კლუბი ტეხავს მაგრად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top