თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2013, 13:31
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2238,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" ბრწყინვალე დაბრუნებას გვაჩუქებს
მოიესი ყველა პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.
დავიდ მოიესმა აღიარა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დანაშაული „პრემიერ ლიგის“ ბოლო თამაშებში. საბოლოო ჯამში, მოიესს ახლა უწევს პირისპირ წარდგეს გუნდის კრიზისის წინ და შეიტანოს მნიშვნელოვანი ცვლილებები კლუბში. დავიდი მზადაა მოაბრუნოს „იუნაიტედი“.

"იუნაიტედი" ბრწყინვალე დაბრუნებას გვაჩუქებს
მოიესი მის მოთამაშეებს ინსტრუქციას აძლევს დილას ვარჯიშის დროს.


თუმცა მოიესს დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ უწევს მუშაობა. მარტივი არ არის შეცვალო ფერგიუსონი, შემდეგ კი მთელი შენი კარიერის მანძილზე მას გადარებდნენ, მისი ჩრდილის ქვეშ იდგე. ამიტომაც მოიესი აპირებს ყველაფერს იმაზე კრიტიკული თვალით შეხედოს, ვიდრე ფანები და გარშემომყოფი უყურებენ მას და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. მაგრამ ეს ყველაფერი იმის დამსახურებაცაა, რომ „იუნაიტედი“ ორჯერ დამარცხდა „ოლდ ტრაფორდზე“ „ევერტონისა“ და „ნიუკასლის“ წინააღმდეგ. ამ საშინელმა მარცხებმა თითქოს უნდა გამოაფხიზლოს მოქმედი ჩემპიონები, მოაბრუნოს უკან და ღირსეულად აბრძოლოს „პრემიერ ლიგის“ 21-ე ტიტულისთვის.

"იუნაიტედი" ბრწყინვალე დაბრუნებას გვაჩუქებს
სურათი გადაღებული იქნა მაშინ, როცა მოიესი უყვიროდა ჯონი ევანსს ვარჯიშის დროს. მოიესს საკმარისი მიზეზები ჰქონდა ხმის აწევისთვის "ნიუკასლთან" წაგებული მატჩის შემდეგ.


"იუნაიტედი" ბრწყინვალე დაბრუნებას გვაჩუქებს
მოიესს ხშირად უწევდა ყვირილი ვარჯიშის დროს, მაგრამ მისი ფეხბურთელები თითქმის ხმას არ იღებდნენ.


როგორც “Daily Mail” იტყობინება, მოიესი საკმაოდ კარგადაა მომზადებული „დონეცკის შახტართან“ გასამართი მატჩისთვის, რომელიც იქნება ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური. მაგრამ წითელი არმიის თავკაცის არანაირი მცდელობა არ ჩანს იმისა, რომ დამალოს მისი და კლუბის შეცდომები, რომლებმაც ახლო მომავლისთვის „პრემიერ ლიგის“ გვირგვინისთვის მებრძოლ გუნდებს ძალიან დააშორა.

„რაღაც–რაღაცები არსებობს რისი გაკეთებაც უკეთაა საჭირო. ჩვენ გვინდა, რომ უკეთესი პასები გავაკეთოთ, უკეთესი მომენტები შევქმნათ და თავდაცვაშიც გავძლიერდეთ. ერთი სიტყვით, ჩვენ გაუმჯობესება გვჭირდება“

„ბოლო თამაშებში ჩვენ ის შედეგები არ მივიღეთ, რაც ჩვენ ყველას გვინდოდა, ჩვენ არ გვწამდა საკუთარი თავის და არ ვითამაშეთ ისე როგორც საჭირო იყო და მოწინააღმდეგე გუნდებმა ბოლო წუთებზე განაჩენი გამოგვიტანეს. დიახ, სწორედ ბოლო წუთებზე მივიღეთ ჩვენ გოლი, და ვერც იმის შანსი ვიპოვეთ, რომ ამ სიტუაციიდან თავი დაგვეღწია და ქამბექი გაგვეკეთებინა.“–განაცხადა მოიესმა.

ხალხი საუბრობს მრავალ ცვლილებებზე, რომელიც გარდაუვალი იყო, მაგრამ ყველაზე დიდი გარდაუვალი რამ, იყო ყველასათვის საყვარელი დიდი ლეგენდის სერ ალექს ფერგიუსონის წასვლა (რომელიც 26 წელი ღირსეულად ედგა კლუბს თავში და აუხდინა „მანჩესტერულ“ სამყაროს აუხდენელი ოცნებები) და მის ადგილას ახალი მენეჯერის მოსვლა. ეს ყველაზე რთული პერიოდია „იუნაიტედისთვის“. მაგრამ ყველას სჯერა, რომ ჩვენი წითელი არმია სხვა დაბრკოლებების მსგავსად ამ დაბრკოლებასაც ოფლისა და სისხლის ხარჯზე გადალახავს.

მოიესმა ყველა შეცდომა, ყველა წარუმატებლობა თავის თავზე აიღო და ფეხბურთელები დაიცვა ბრალდებებისგან: „მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე მოცემული შედეგების გამო, რომლების კარგი იყო „ჩემპიონთა ლიგაში“, მაგრამ არა ინგლისში. ფეხბურთელებსაც სტკივათ გული, მაგრამ ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ, ყველაფერი ჩემი ბრალია. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა.“

„ძალიან მიხარია, რომ ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ჯგუფიდან გასვლის და შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსი „ჩემპიონთა ლიგაში“, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჯგუფის მოგება და ამ ყველაფრის უფრო გალამაზება.“–დაასრულა ბოსმა.

"იუნაიტედი" ბრწყინვალე დაბრუნებას გვაჩუქებს
წითლები ემზადებიან დღევანდელი მატჩისთვის. ანტონიო ვალენსია, ანდერსონი, უეინ რუნი და ტომ ქლევერლი.


"იუნაიტედი" ბრწყინვალე დაბრუნებას გვაჩუქებს
ხურდებიან: ტომ ქლევერლი, დარენ ფლეტჩერი, ადნან იანუზაი და ფაბიო. (ფლეტჩერი უკვე რეგულარულად ვარჯიშობს)


მოიესის აზრს ემხრობა რობინ ვან პერსიც. მას სჯერა, რომ მისი და უეინ რუნის დუეტი უფრო და უფრო გაუმჯობესდება და მეტ წარმატებას მოუტანს მათ პარტნიორობას და ასევე გუნდსაც. შეგახსენებთ, რომ დუეტმა „პრემიერ ლიგაში“ მოახერხა 15 ბურთის გატანა.

„ყველაზე მომხიბლავს ჩვენ დუეტს ის ხდის, რომ ჩვენ ორივეს გვინდა ერთად თამაში“–განაცხადა პერსიმ MUTV–თან საუბრისას. „ჩვენ ვაანალიზებთ, რომ ჩვენ დუეტში უკეთ გამოგვდის თამაში, ვიდრე ცალ–ცალკე, ჩვენი პარტნიორობა უფრო ძლიერია.“–დაასრულა ჰოლანდიელმა.

"იუნაიტედი" ბრწყინვალე დაბრუნებას გვაჩუქებს
რობინ ვან პერსი და უეინ რუნი "შახტარის" დასახვედრად ემზადებიან.


საბოლოო ჯამში, კლუბსაც და მენეჯერსაც იმედი აქვთ „იუნაიტედის“ დაბრუნების და სჯერათ, რომ ეს დაბრუნება ძალიან მალე მოხდება და იქნება ბრწყინვალე.

"იუნაიტედი" ბრწყინვალე დაბრუნებას გვაჩუქებს
მოიესი საკმაოდ მოწყენილი იყო ვარჯიშზე, ორი საშინაო მატჩის წაგების შემდეგ.


dailymail.co.uk
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
10 დეკემბერი 2013 13:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ძალიან კარგი სტატია, მომწონს მოიესის დამოკიდებულება.. დღეს კარგი თამაშის იმედი მაქვს..
0
№2
ავტორი: Vodafone
10 დეკემბერი 2013 14:09
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ყოჩაღ მარი good2

ძალიან კარგია ესეთი განცხადება რომ გააკეთა და აბსოლიტურად ვეთანხმები. წელს როგორც ჩანს ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესად გამოგვდის თამაში და ალბათ არ გაგვიჭირდება შახტარის დამარცხება, მაგრამ პრემიერ ლიგასაც უნდა მიხედვააა
0
№3
ავტორი: Goginashvili777
10 დეკემბერი 2013 16:21
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ვაიმე ფლეტჩერი უკვე რამდენი ხანია ვარჯიშობს და მიეცით შანსი ..
ამ უსუსურ ქლევერლის კი აჯობებს და ფელაინს .
ფლეტჩერი ჯონსი შეაწყვილოს სანამ კერიკი მოვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: buka oboladze
10 დეკემბერი 2013 18:24
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მაგარი სტატიაა.. იმედია მალე დაბრუნდება იუნაიტედი
0
№5
ავტორი: gilmour
10 დეკემბერი 2013 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მშვენიერი სტატიაა, მართლა მაგრად მომეწონა.
თან იმედის მომცემია და კარგია.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
10 დეკემბერი 2013 19:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყოჩაღ მარი, ძალიან კარგი სტატიაა winked

რაც შეეხება გუნდს, არ გვყავს ძირითადი ბირთვი, მოსაწესრიგებელია დაცვა და ნახევარდაცვა. ყველაფერი არეულია მგონი ამ პოზიციებზე. ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესად გამოვიყურებით ვიდრე პრემიერ ლიგაში და იმედია ასეც გავაგრძელებთ. მეტი მონდომებაა ალბათ უფრო საჭირო, დროა უფრო მეტი გაატრაკოს და მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს ალბათ

მე კიდევ მაქვს იმედი და ვნახოთ რა იქნება
0
№7
ავტორი: BERDI
10 დეკემბერი 2013 20:54
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ყოჩაღ მარი ძალიანკარგი სტატიაა.

ანდერსონს ''დაკაპიწბული'' აქ. დღეს იმედია დაბრდღვნიან შახტარს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: red devil
10 დეკემბერი 2013 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Me mgoni droa moiesma xmas auwios da agrdznobinos vin aris ufrosi. Sagol avtor kaia
0
№9
ავტორი: Dato de gea quantana
10 დეკემბერი 2013 23:21
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 89
fletcher dzmaa dabrundi male raa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ M-A-N-C-H-E-S-T-E-R
U-N-T-E-D

Rel.ge
№10
ავტორი: zatara
12 დეკემბერი 2013 04:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ბოლო სურათს რომ შევხედე შემეცოდა მოიესი derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top