თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2013, 23:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2098,
კომენტარები: 5
კინი ძველ წყენას ვერ ივიწყებს.
კინის განცხადებით, სერ ალექსი ზედმეტად ერევა "იუნაიტედის" საქმეში
კინი ძველ წყენას ვერ ივიწყებს.
„იუნაიტედის“ დიდი ლეგენდა, სერ ალექს ფერგიუსონი 26 წელი იყო წითელი არმიის თავკაცი, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და დიდი ლეგენდის ერასაც დასრულება მოუწია მაისში. მისი შეცვლა საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთული საქმე იყო, რაც „ევერტონის“ ყოფილ მწრთვნელს დევიდ მოიესს დაევალა.

რთული იქნებოდა კლუბის განთავისუფლება ფერგის გავლენიდან და ეს ყველამ იცოდა. სერ ალექსმა განაცხადა, რომ ის მოიესის საქმეში არ ჩაერეოდა, თუმცა როი კინს განცხადებით ის კიდევ ცდილობს „იუნაიტედზე“ ზეგავლენის მოხდენას და მასში საკუთარი შტრიხების შეტანას.

„ყველაფერი „მანჩესტერთან“ რაც არის კავშირში, კავშირშია ფერიუსონთანაც და ეს ყველაფერი ხდება მისი კონტროლით და ძალით. ის კიდევ იბრძვის ამისთვის, დღესაც კი, როცა ის აღარ არის მენეჯერი, „იუნაიტედში“ ჩანს, რომ მისი დიდი მხარეა ჩართული.“–განაცხადა წითლების ლეგენდამ.

მოქმედ ჩემპიონებს, საკმაოდ ცუდი და რთული სეზონის ატანა უწევთ მოიესის ზეგავლენის ქვეშ. სამწუხაროდ იკავებენ მეცხრე ადგილს „პრემიერ ლიგაში“ და უკვე წააგეს ხუთი თამაში საკუთარ კედლებში.

კინმა, რომელიც ამჟამად ირლანდიის მწრთვნელის მთავარი ასისტენტია, დატოვა „იუნაიტედი“ 2005 წელს, რომელსაც წინ უძღვოდა ინტერვიუ MUTV–თან სადაც მან ღიად გააკრიტიკა მისი თანაგუნდელები და განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა მის ყოფილ მწრთვნელთან ახლა უკვე აღარ არსებობდა.

ირლანდიელმა, რომელმაც მოიგო შვიდი „პრემიერ ლიგის“ ტიტული, ოთხი „ინგლისის თასი“ და „ჩემპიონთა ლიგა“ ფერგიუსონის გუნდში ყოფნის დროს 1993 და 2005 წლებს შორის, ახლა გრძნობს, რომ მისმა ყოფილმა მწრთვნელმა ვერ დააფასა ის სათანადოდ და არ გამოხატა საკმარისი პატივისცემა კინის მიერ მიღწეული წარმატებების მიერ მინდორზე.

„ასეთი რაღაცბი თითქმის შეურაცხყოფას მაყენებს მე. მე ძალიან მწყინდა, როცა ხალხი ასეთ ციტატებს ისვრიდა ჩემს შესახებ.“–განაცხადა კინმა.

BBC.com
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
9 დეკემბერი 2013 23:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეეჭვება ფერგი ერეოდეს მოიესის საქმიანობაში, ცხრილს მაინც შეხედე როი winked ფერგი განზე გადგა და მთლიანად ჩააბარა გუნდი მოიესს, მოიყვანეს მისი მთლიანი სამწვრთნელო შტაბი და მეტი რა უნდა ქნან არ ვიცი. რა არ დაუფასეს ვერ მივხვდი, მაგრამ ამას სჩვევია რაღაც მსგავსი კომენტარები იუნაიტედისადმი, ბოლო ხანებსი მივეჩვიე უკვე
0
№2
ავტორი: LizarD
9 დეკემბერი 2013 23:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ყველაზე მაგარი კაპიტანი <3
0
№3
ავტორი: Best 7
9 დეკემბერი 2013 23:38
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
„ასეთი რაღაცბი თითქმის შეურაცხყოფას მაყენებს მე. მე ძალიან მწყინდა, როცა ხალხი ასეთ ციტატებს ისვრიდა ჩემს შესახებ.“–განაცხადა კინმა.

მე მაგალითად გაფასებ და დიდი წვრილი შეიტანე ემიუს ისტორიაში
0
№4
ავტორი: - LaNa Ts.....
10 დეკემბერი 2013 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
ფერგი რომ აკონტროლებდეს, მეცხრე ადგილზე არ ვიქნებოდით derpneutral

მოიესს კი დრო სჭირდება... მანჩეს ბიჭებთან მუშაობის მეტი გამოცდილება love love

მაგრამ ყველაფერს შეძლებს..!!! დღეს მოიესი და მანჩესტერელები ბევრ რამეს დაგვიმტკიცებენ... !!! იდეალური თამაში უნდა გვაჩვენონ!! bully manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: red devil
10 დეკემბერი 2013 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Eseti kapitani nagdad chirdeba axla gunds
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top