თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2013, 15:08
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2010,
კომენტარები: 9
კითხვა, რომელიც გულშემატკივართა უმეტესობას აწუხებს
#MoyesIn თუ #MoyesOut
კითხვა, რომელიც გულშემატკივართა უმეტესობას აწუხებს
ალბათ, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაში ნაყურები, იცის, რომ მთავარ მწვრთნელად გუნდს წლების მანძილზე სერ ალექს ფერგიუსონი ჰყავდა. თავის ლეგენდარული კარიერის მანძილზე შოტლანდიელმა სულ 48 ტიტული მოიგო:10 „აბერდინთან“ და 38 „მანჩესტერ იუნაიტედთან“. შეგახსენებთ, რომ „წითლებს“ იგი 27 წელიწადი წვრთნიდა.

კითხვა, რომელიც გულშემატკივართა უმეტესობას აწუხებს


მაგრამ, 2013 წლის 8 მაისს მოხდა ის, რისიც არა მარტო „მანჩესტერის“ გულშემატკივარს ეშინოდა. ფერგიუსონმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შედეგ იგი დაასრულებდა სამწვრთნელო კარიერას. ორი კვირით ადრე, სანამ ეს შოკისმომღვრელი ინფორმაცია ნამდვილად დადასტურდებოდა, ინგლისის პრესა ავრცელებდა, რომ ფერგიუსონი კარიერას ასრულებდა, მაგრამ ამას არავინ იჯერებდა და მხოლოდ ჭორი ეგონათ. ასე თუ ისე, ხალხი შეეგუა იმ ფაქტს, რომ ფერგიუსონის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა და გულშემატკივრება ფიქრი დაიწყეს იმაზე, თუ ვინ შეცვლიდა ლეგენდარულ შოტლანდიელს. არა ერთი გვარი იყო ნახსენები:ჟოზე მაურინიო, რომელიც ყოველთვის კარგად საუბრობდა „მანჩესტერზე“, იურგენ კლოპი, რომელმაც ბორუსიის „დორტმუნდი“ მაღალ დონეზე გაიყვანა, დევიდ მოიესი, რომელმაც შეძლო „ევერტონისგან“ არაჩვეულებრივი გუნდი ჩამოეყალიბებინა. საბოლოოდ, „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობამ დევიდ მოიესი არჩია. ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, თუ რატომ მოიესი იყო ის, რომ იგი თვით ფერგიუსონმა ურჩია გუნდს. პლუს, დევიდ მოიესს კონტრაკტი ეწურებოდა „ევერტონთან“ ეს კი, იმას ნიშნავდა, რომ გუნდისთვის ცალკე არ იქნებოდა გადასახდელი თანხა იმისთვის, რომ კონტრაკტი გაწყვიტა მწვრთნელთან.

კითხვა, რომელიც გულშემატკივართა უმეტესობას აწუხებს


ემოციები გულშემატკივრებს სხვადასხვა ჰქონდათ. ნაწილი დადებითად შეხვდა მის მოსვლას, ნაწილი კი აკრიტიკებდა ხელმძღვანელობას:“რატომ არა მაურინიო? რატომ არა გვარდიოლა?“ თუმცა, გუნდმა ახალ მწვრთნელთან 6 წლიან კონტრაკტს მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ხელმძღვანელობა მას ენდობა.

ბევრს ეშინოდა, რომ ამ კაცს არ ჰქონდა გამოცდილება თუ როგორ ემუშავა მაღალ გუნდთან. ბევრს ეგონა, რომ იგი „მოკლავდა“ გუნდს. თუმდა, პირველივე შეხვედრა დევიდ მოიესმა ინგლისის სუპერთასზე მოიგო „უიგანთან“ ანგარიშით 2:0. დიახ, ეს ის გუნდი არ არის, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ უგებდა და დიახ, ეს გუნდი პრემიერლიგაში აღარ თამაშობს, მაგრამ სამაგიეროდ მოიესმა პირველი ტიტული აქვს.

შემდეგ იწყებოდა ყველაფერი საინტერესო მოიესისთვის:საჭირო იყო ტრანსფერები. სპეციალისტები ორ ნაწილად გაიყვნენ, ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ ფერგიუსონმა „ოქროს შემადგენლობა“ დატოვა, რომელსაც განახლება არ სჭირდება. მეორე ნაწილი კი ფიქრობდა, რომ „მანჩესტერის“ შემადგენლობა საჩემპიონო რბოლისთვის სუსტი იყო და მოიესს ძალიან გაუჭრდებოდა. პრესაში ძალიან ბევრი სახელი ტრიალებდა:ფაბრეგასი, გარეტ ბეილი, კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ ნაკლებად თუ ვინმეს სჯეროდა, რომ რომელიმე მათგანი „მანჩესტერში“ წამოვიდოდა. მაგრამ გულშემატკივართა უმრავლესობა მაინც ელოდა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი გუნდს დაუბრუნდებოდა, ამ ფაქტს კი ის ამწვავებდა, რომ ანტონიო ვალენსიამ 7 ნომერი თავის ძველ 25 ნომერზე გადაცვალა. თუმცა, გულშემატკივართა სამწუხაროდ ეს ტრანსფერი არ მოხდა.

აქცენტი ესპანელ ნახევარმცველზე ფრანცესკ ფაბრეგასზე იყო გაკეთებული. გუნდმა 4 შეთავაზება გაუკეთა „ბარსელონას“, მაგრამ ოთხივე უარყოფილი იქნა კატალონიელების მიერ. იყო საუბარი, რომ მისი თანამემამულე რობინ ვან პერსიც ცდილობდა მის გადმობირებას „მანჩესტერში“, მაგრამ ამაოდ. შემდეგ, გუნდი „ევერტონის“ ნახევარმცველზე, ფელაინზე შეჩერდა. გულშემატკივართა უმრავლესობა დღესაც ვერ ხვდება რა მიღწევების გამო აღმოჩნდა ბელგიელი „იუნაიტედის“ რიგებში. ამის მიუხედავად, ჩატარებული იქნა პატარა ანალიზი: მარუან ფელაინი:31 მატჩი, 11 გოლი, 6 საგოლე გადაცემა, 91 % ზუსტი გადაცემები. იაია ტურე:32 მატჩი, 6 გოლი, 6 საგოლე გადაცემა, 89 % ზუსტი გადაცემები. ჯერ უილშერი:25 მატჩი, 0 გოლი, 6 საგოლე გადაცემა, 86% ზუსტი გადაცემები. დამეთანხმეთ, სტატისტიკა მართლაც რომ აღსანიშნიშნავია. ამას დავუმატოთ ის ფაქტიც, რომ ფელაინი საშუალო დონის გუნდში „ევერტონში“ თამაშობდა, ხოლოდ იაია ტურე და ჯეკ უილშერი პრემიერლიგის ერთ-ერთ ფავორიტებში.

კითხვა, რომელიც გულშემატკივართა უმეტესობას აწუხებს


სეზონი გუნდებისთვის საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. გასვლაზე დამარცხდა „სუონსი“ 1-4; შემდეგ ფრე ლონდონის „ჩელსთან“ საკუთარ მოედანზე. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ისე ცუდი დასაწყისი იყო. შემდეგ მოიესი „ენფილდზე“ ჩავიდა, სადაც დამარცხდა „ლივერპულთან“ მინიმალური ანგარიშით 1:0. აქ კი დაიწყო კრიტიკის ცვენა, მაგრამ ყველას მოულოდნელად დაავიწყდა, რომ ამ მოედანზე თვით ფერგიუსონსაც კი უჭირდა თამაში. გავიდა დრო და შოტლანდიელმა თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე „იუნაიტედის“ მწვრთნელის რანგში. მოწინააღმდეგე „ბაიერი“ აღმოჩნდა, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ყველა გაიძახდა, რომ მოიესი მაქსიმუმ ფრეს თუ ითამაშებდა, მაგრამ მანჩესტერმა 4:2 მოიგო რითაც ცოტახნით დაადუმა კრიტიკოსები. „უესტ ბრომვიჩთან“ მარცხის შემდეგ, მოიესმა 12 მატჩიანი წაუგებელი სერია დადო, მაგრამ ბოლო ორი შეხვედრა კი მისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. პირველად, 2002 წლის მერე გუნდმა ორჯერ ზედიზედ განიცადა მარცხი საკუთარ მოედანზე.

კითხვა, რომელიც გულშემატკივართა უმეტესობას აწუხებს


აი აქ კი დაიწყო ჯოჯოხეთი მოიესისთვის. ყველაზე საშინელი, ალბათ, ის შეიძება იყოს, რომ გულშემატკივრებმა 70-ე წუთზე მოედნის დატოვება დაიწყეს. ასეთი რამ დიდიხანია არ მომხდარა ოლდ ტრაფორდზე. უეჭველად, ეს დიდი სირცხვილია. ამ სიტუაციაში კი, გულშემატკივრები უფრო შერცხვნენ ვიდრე მოიესი. ინტერნეტშ გავრცელდა „მესიჯი“ „მოეს-წადი“. იქამდეც მივიდა საქმე, რომ ჰაკერებმა გუნდის „ოფიციალუური“ თვითერი გატეხეს.

კითხვა, რომელიც გულშემატკივართა უმეტესობას აწუხებს


მაგრამ, ნაკლებად თუ ვინმე ხვდება, რომ შემადგენლობა არ შეეფერება იმ ამბიციებს, რომლებიც გულშემატკივრებიდან მოდის. როდესაც უყურებ „მანჩესტერ სიტის“ ან „ჩელსის“ სათადარიგო სკამს და ადარებ „იუნაიტედთან“ ხვდები, რომ ისინი საერთოდ განსხვავებული ფეხბურთელები არიან. ყავს თუ არა „იუნაიტედს“ ისეთი სათადარიგო, როგორიც მატა ან იოვეტიჩია? სათადარიგო კიარა ძირითადშიც კი თითებზე ჩამოსათვლელი არიან ასეთები, მაგრამ ეს გულშემატკივრებს არ ანაღვლებთ. ისინი გადადგომას ითხოვენ.

პირველი 15 ტურიდან გამომდინარე, „არსენალი“ 13 ქულით უსწრებს „იუნაიტედს“. ჩემპიონთა ლიგის ზონამდე კი გუნდს 7 ქულა აკლია. გულშემატკივრები უნდა მიხვდნენ, რომ მიმდინარე სეზონი არარის-ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისათვის. მიმდინარე სეზონი მოიესის წამოწყებული პროცესია, რომელიც მას ჯერ კიდევ ზაფხულში არ დაუსრულებია. კიდევაც რო გადავაყენოთ მოიესი, ვერც გვარდიოლა, ვერც კლოპი და ვერც მოურინიო ვერ შეძლებს ამ შემადგენლობით ჩემპიონატის მოგებას. ეს ფერგიუსონის ფეხბურთელებია, რომელსაც შეეძლო მაქსიმუმი გამოეღო მათგან. ამის გარდა, არც ერთი ზემოთ ხსენებული მწვრთნელი არ იქნება დაინტერესებული გუნდში ხანგრძლივად დარჩეს მოიესის გარდა. ხელმძღვანელობას, რომ ნდომოდა მომენტალური რეზულტატი, მაშინ გუნდში მოურინიოს დონის მწვრთნელი მოვიდოდა, მაგრამ მოიესი პრესპეკტივის გამო აიღვანეს. მას დრო სჭირდება. იგი უნდა შეეჩვიოს ზეწოლას პრესისაგან, რომელიც ფერგიუსონის დროს არ იყო, რადგან მისი ყველას ეშინოდა. სხვათაშორის, არც ჟოზე მაურინიო თამაშობს წარმატებულად გუნდში. მასაც აქვს ჩავარდნები, თუმცა სხვაობა ჩელსსა და იუნაიტედს შორის 8 ქულაა. მაგრამ არ დავივიწყოთ ზემოთხსენებული პრობლემები:განსხვავება შემადგენლობებში. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ „იუნაიტედის“ გარდა ნებისმიერი გუნდის ჩამოწერა შეიძლება საჩემპიონო რბოლიდან. „იუნაიტედი“ უკეთეს შემთხვევაში „ტიტულისთვის“ იბრძოლებს, ცუდ შემთხვევაში კი ოთხეულში შესვლისთვის.

გადამწყვეტი ზამტრის ტრანსფერები იქნება. გუნდში უამრავი პრობლემაა:ვერავინ ვერ ცვლის ქერიქს, ქლევერლი იშვიათად თამაშობს მაღალი დონის ფეხბურთს, ანდერსონი უკომენტაროდ, დენი უელბექს კი ფანტაზია აკლია, დაცვაში გვიბერდება ვიდიჩი და ფერდინანდი და იანგი, ნანი, და ზაჰა-რომელთა იმედი ნაკლებია.

კითხვა, რომელიც გულშემატკივართა უმეტესობას აწუხებს


ვენგერისდაგვარი ფილოსოფოსი, თუ სპეციალისტი, რომელიც მომენტალურად დადებს შედეგს, რომელსაც უამრავი თანხა დასჭირდება ტრანსფერებისთვის.

კითხვა, რომელიც გულშემატკივართა უმეტესობას აწუხებს

„იუნაიტედის“ გულშემატკივრებს ვურჩევდი, რომ ნერვები მოეთოკათ. ვიცი რთულია. ვიცი, ალბათ „ლივერპულის“ გზაც შეიძლება გავიაროთ, მაგრამ საბოლოოდ სწორედ, რომ მოიესი მოგვიტანს წარმატებას. ფერგიუსონმა გვთხოვა, რომ ახალი მწვრთნელის გვერდით ვყოფილიყავით, როგორც მის დროს. გვიახლოვდება ყველაზე საინტერესო პერიოდი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში. როგორია „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „არსენალის“ მომავალი კი დრო გვიჩვენებს.
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
9 დეკემბერი 2013 15:26
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
არა რა მართლა ვაცადოთ ამ კაცს ერთი სეზონი გლეიზერები ჯერ მაინც არ გაუშვებენ
0
№2
ავტორი: ThiagoAlcantara
9 დეკემბერი 2013 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
magari statiaa dzaan yochag Vida )) mec mjera moiesis da vinc namdvili fania yvelas unda jerodes imito ro ფერგიუსონმა გვთხოვა, რომ ახალი მწვრთნელის გვერდით ვყოფილიყავით
0
№3
ავტორი: I L C
9 დეკემბერი 2013 15:54
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
mufc123,
გაუმარჯოს

დრო სჭირდება აბა რაა..აბა გადახედეთ იმ პერიოდს როცა ფერგი მოვიდა..

ზაჰა იმ სიიდან ამოიღეთ ვისი იმედიც არ უნდა გვქონდეს ცოტა ვაცადოთ ამ კაცსაც და დაამტკიცებს რაც შეუძლია..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: Best 7
9 დეკემბერი 2013 15:54
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ერტი 4 მაინც უნდა გავყიდოტ და 5 ვიყიდოტ
0
№5
ავტორი: GeorgeBest
9 დეკემბერი 2013 17:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბევრი არ დაეთანხმება ალბათ ამ სტატიას, უბრალოდ ფიქრობენ რომ მოიესი არაა იუნაიტედის დონის და მხოლოდ დაბალი დონის გუნდისთვისაა შესაფერისი. ყველას თავის აქზრი აქვს, მაგრამ პირადად მე იმედიანად ვარ და ვითვალისწინებ ყველა იმ გარემოებას რომელიც მოიეს უშლის ჩემი აზრით ხელს. ვიცდი და იმედიანად ვარ ჯერ კიდევ რომ ყველაფერი მოწესრიგდება
0
№6
ავტორი: NoExcess
9 დეკემბერი 2013 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
არა ამ სტატიაზე რო არ მეპასუხა არ შეიძლებოდა... ნუ პირველ რიგში მოგესალმებით... 1999 წლიდან წითელი ეშმაკების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ესეთი ამბები არ მახსოვს... ნამდვილად სწორედ აღნიშნავთ როცა ამბობთ "მოიესი" სხვა დონის არის, ნამდვილად ასეა და ნამდვილად სწორი არჩევანი იქნებოდა ან ჯოზე ან გვარდი. რატო მოგწონთ კერიკი ან ფლეტჩერი ვერც მაგას ვხვდები, ან თუნდაც ანდერსონი, ან ბრაუნი, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ ძალიან ბევრი შეხვედრა რაც იუნაიტედმა წააგო, სულ მათი დამსახურებაა და ისეთი კლუბი როგორიც იუნაიტედია ესეთ შეცდომებს არ უშვებდა, აქამდე. არც ერთ წამყვან სერიოზულ კლუბს არ ყავს ამდენი მილიონერი რომელიც ყოველ მესამე თამაშზე საბედისწერო შეცდომას უშვებს... სერ ალექსი ყოველთვის უფრთხილდებოდა კაპიტალს და ყველაზე მდიდრებიც ამიტომ ვიყავით, ყოველთვის ყველა გრანდთან დაპირისპირებაში მოწინააღმდეგეები ითვლებოდნენ ფავორიტებად, იმიტო რო ყველა ობიექტურად აფასებდა მოვლენებს და იცოდნენ, რომ მანჩესტერის დაცვა და ნახევარ დაცვა ძალიან სუსტი იყო... როცა თამაშობდნენ გიგზი, შენინგემი, ბექემი, კოული, იორკი, სქოუზი, კინი, ნევილი, ყოველთვის ყველა კრაი საშიშად ითვლებოდა, იმიტო რო პასების მარაგი იყო ძალიან დიდი და საკმაოდ ზუსტი, ამით იგებდა მანჩესტერი. ეხლა ნორმალური "ფლეიმეიქერი" არ გვყავს, დრიბლინგიორი ხო საერთოდ. არც დაცვა არის ისეთი ძლიერი რო ვიტრაბახოთ. პრობლემა თითქმის ყველა პოზიციაზეა, ამას ვინც მოაგვარებდა მხოლოდ მაგ ორიდან რომელიმე და არა მოიესი.
0
№7
ავტორი: VaRdo
9 დეკემბერი 2013 19:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: NoExcess
არა ამ სტატიაზე რო არ მეპასუხა არ შეიძლებოდა... ნუ პირველ რიგში მოგესალმებით... 1999 წლიდან წითელი ეშმაკების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ესეთი ამბები არ მახსოვს... ნამდვილად სწორედ აღნიშნავთ როცა ამბობთ "მოიესი" სხვა დონის არის, ნამდვილად ასეა და ნამდვილად სწორი არჩევანი იქნებოდა ან ჯოზე ან გვარდი. რატო მოგწონთ კერიკი ან ფლეტჩერი ვერც მაგას ვხვდები, ან თუნდაც ანდერსონი, ან ბრაუნი, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ ძალიან ბევრი შეხვედრა რაც იუნაიტედმა წააგო, სულ მათი დამსახურებაა და ისეთი კლუბი როგორიც იუნაიტედია ესეთ შეცდომებს არ უშვებდა, აქამდე. არც ერთ წამყვან სერიოზულ კლუბს არ ყავს ამდენი მილიონერი რომელიც ყოველ მესამე თამაშზე საბედისწერო შეცდომას უშვებს... სერ ალექსი ყოველთვის უფრთხილდებოდა კაპიტალს და ყველაზე მდიდრებიც ამიტომ ვიყავით, ყოველთვის ყველა გრანდთან დაპირისპირებაში მოწინააღმდეგეები ითვლებოდნენ ფავორიტებად, იმიტო რო ყველა ობიექტურად აფასებდა მოვლენებს და იცოდნენ, რომ მანჩესტერის დაცვა და ნახევარ დაცვა ძალიან სუსტი იყო... როცა თამაშობდნენ გიგზი, შენინგემი, ბექემი, კოული, იორკი, სქოუზი, კინი, ნევილი, ყოველთვის ყველა კრაი საშიშად ითვლებოდა, იმიტო რო პასების მარაგი იყო ძალიან დიდი და საკმაოდ ზუსტი, ამით იგებდა მანჩესტერი. ეხლა ნორმალური "ფლეიმეიქერი" არ გვყავს, დრიბლინგიორი ხო საერთოდ. არც დაცვა არის ისეთი ძლიერი რო ვიტრაბახოთ. პრობლემა თითქმის ყველა პოზიციაზეა, ამას ვინც მოაგვარებდა მხოლოდ მაგ ორიდან რომელიმე და არა მოიესი.



მაურინოს ამწუთას მანჩესტერზე 2_ჯერ ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს, მაგრამ გუნდი ჯერ ვერაფერს აკეთებს. შეგახსენებ, რომ ეგ ის გუნდია, რომელსაც მაურინიო საკმაოდ კარგად იცნობს. ეხლა შენ რა გგონია იუნაიტედში მოსვლით უფრო სუსტი ნახევარდაცვით შეძლებდა მაგარი შედეგის დადებას? + დიდი ზეწოლა. ჩელსში არც ეს პრობლემა არაა ყველას უყვარს და ყველა აფასებს. ასე, რომ ნუ გგონიათ ესეთი ადვილი ფერგიუსონის შეცვლა. ფერგი ერთი იყო და მორჩა. მხოლოდ მას შეეძლო ამ შემადგენლობით გუნდს მაქსიმალური გაეკეთებინა. ეხლა კი მოიესი ჩაუდგა სათავეში და ამ ნახევარდაცვით შორს ვერ მივდივართ, ამიტომ დროულად 2 კაი ნახევარმცველი გვინდა და 1 კაი მცველიც არ გვაწყენდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: tupaca
9 დეკემბერი 2013 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
NoExcess, kargi iyo getanxmebi sruliad, brauni ram gagaxsena dzlivs daviviwye :))) magaze dzalian aravin mdzulda manchestershi avtogolebshi dgesac bombardiria premierligashi :D
0
№9
ავტორი: LizarD
9 დეკემბერი 2013 22:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ავტორს ვეთანხმები!! სწორად საუბრობს..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top