თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2013, 21:37
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2256,
კომენტარები: 9
"ნიუკასლთან" მატჩს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოტოვებს
რუნი, რობინ ვან პერსი, ქერიქი და კაგავა "იუნაიტედს" დააკლდებიან.
შაბათს გასამართ მატჩს, სადაც "იუნაიტედი" ოლდ ტრაფორდზე "კაჭკაჭებს" უმასპინძლებს, მასპინძელი გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდება. "წითლების" თავკაცმა, დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ იგი არ არის დარწმუნებული შეძლებს თუ არა შინჯი კაგავა მოედანზე გამოსვლას. იაპონელი ფლეიმექერი იმ ფეხბურთელის სიას შეემატა, რომელთაც ვერ ვიხილავთ "ნიუკასლთან" მატჩში. შეგახსენებთ რომ ამ სიაში იმყოფებიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც თამაშის საკუთარ თავზე აღება და მატჩის მოტრიალება სძალუძთ. რუნი, ვან პერსი და ქერიქი, სწორედ ეს ფეხბურთელები დააკლდებათ "წითელ ეშმაკუნებს" შაბათს გასამართ მატჩში. კაგავას მსგავსად, ვან პერსისაც და ქერიქსაც ტრავმა აწუხებთ და დევიდ მოიესი ფიქრობს რომ გარისკვა არაფრის ფასად არ ღირს. უეინ რუნიმ კი, "ევერტონთან" მატჩში რიგით მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება გუნდს.

დევიდ მოიესმა ორიოდე სიტყვით კომენტარი გააკეთა არსებულ სიტუაციაზე და ახსნა თუ რატომ ვერ დაეხმარება იაპონელი გუნდს. "შინჯის ტრავმა აწუხებს და ცუდ კონდიციებში იმყოფება. ჩვენ დავაკვირდებით მას თუ როგორ იქნება შაბათამდე, მაგრამ "ევერტონთან" მატჩის შემდეგ იგი თავს ცუდად გრძნობდა."

მთავარმა მწვრთნელმა ასევე ისაუბრა ცხრილში არსებულ მდგომარაებაზე და იმედოვნებს რომ მისი გუნდი მალე დაიბრუნდება მოგებების სერიას. "ეს იყო პირველი დამარცხება 13 წაუგებელი მატჩის შემდეგ. ვფიქრობ, წაუგებელი მატჩების გამართვა ჩვენ კვლავ შეგვიძლია და იმედი მაქვს ეს მალე განმეორდება. თუ თქვენ თვალს ადევნებდით "ტკბილეულების" წინააღმდეგ გამართულ მატჩს, მაშინ თქვენ არ უნდა შეგეპაროთ იმაში ეჭვი, რომ "იუნაიტედი" კვლავ წაუგებლად იასპარეზებს. ჩვენ მთელი მატჩის განმვალობაში უამრავი მომენტი გვქონდა, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, მატჩის სხვაგვარად წარმათვა რთული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს ეს ყველაფერი გაუძნელდათ." შოტლანდიელი სპეციელისტმა თემა განავცრო და მომავალ მეტოქეზე, "ნიუკალს იუნაიტედზეც" გააკეთა კომენტარი. "წინა ტურში ისინიც ჩვენსავით დამარცხდნენ, მაგრამ მათ მანამდე ზედიზედ ოთხი მოგებული მატჩი ჰქონდათ, რაც ნამდვილად დასაფასებელია. ვიცი რომ ამის გაკეთება პრემიერ ლიგაში ძალიან რთულია და სწორედ ამიტომ მინდა ავღნიშნო მათი წარმატება. შაბათს ისინი "ოლდ ტრაფორდს" ესტუმრებიან და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით მათ საქმე გავურთულოთ და დაკარგული ქულები აუცილებლად ავინაზღაუროთ."

შეგახსენებთ რომ "იუნაიტედი" "კაჭკაჭებს" შაბათს, თბილისის დროით 16:45 წუთზე უმასპინძლებს.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
6 დეკემბერი 2013 21:57
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მაინც მაქვს იმედი რო მოვიგებთ!!!
0
№2
ავტორი: love united
6 დეკემბერი 2013 22:01
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მდაა..ცუდათ გვაქ საქმე..
0
№3
ავტორი: LizarD
6 დეკემბერი 2013 22:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ცუდია, ერთის მხრივ კარგი იმითაა რომ სხვა ფეხბურთელებს ისეთი როგორიც ზაჰაა შეიძლება თამაშის საშუალება მიეცეს მაგრამ ახლა სამწუხაროდ იუნაიტედი მაგ დონეზე არაა რომ პრობლემად არ ჩაითვალოს ერთი მატჩი..
0
№4
ავტორი: chudikone
6 დეკემბერი 2013 22:14
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
LizarD,
ნეტა ზაჰა ათამაშოს და კაგავას გამოტოვებულ ერთ მატჩს ვინ დაეძებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: RedGirl
6 დეკემბერი 2013 22:18
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ახლა მაინც დაგვანახოს ზაჰა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: gio(kosheichi)
6 დეკემბერი 2013 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
zaahaaaaaaaaaaaaaaaaa facepalm
0
№7
ავტორი: Turkiashvili
6 დეკემბერი 2013 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
Wavagebt am tamashsac, ase mgonia... :-(
0
№8
ავტორი: Best 7
7 დეკემბერი 2013 09:44
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ჩემი აზრით 4-4-2 თუ დააყენებს და ორი შემტევი მაშინ მოვიგებთ
0
№9
ავტორი: Rosso Diavolo
7 დეკემბერი 2013 11:25
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
"ეს იყო პირველი დამარცხება 13 წაუგებელი მატჩის შემდეგ. ვფიქრობ, წაუგებელი მატჩების გამართვა ჩვენ კვლავ შეგვიძლია და იმედი მაქვს ეს მალე განმეორდება.


13 waugebeli TamaSHi Gaachnia sul mogebaa tu fre :DD.../



ra ambavi gvaklia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top