"ჩელსიმ" დაიწყო გამოძიება კვლავ რასისტული საქმისა, რომლის მსხვერპლიც ამჯერად ახალგაზრდა ფორვარდი დენი უელბექი აღმოჩნდა.
ერთ-ერთი გულშემატკივარი იყო შემჩნეული ზუსტად იმ დროს, როცა ის რასისტულად საუბრობდა დენის მიმართ.
მოცემული ფოტო უკვე ბევრ ინგლისურ გამოცემაში დაიბეჭდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ეს საქმე განიხილება სასამართლოში და ის პირი, რომელმაც მიაყენა ფეხბურთელს შეურაწყოფა აუცილებლად დაისჯება.
"ჩელსის" წარმომადგენლებმა შემდეგ ნაირად შეაფასეს მოცემული სიტუაცია.
"ჩვენ ვადასტურებთ, რომ დაიწყო გამოძიება ინციდენტისა, რომელიც "ჩელსი" - "იუნაიტედის" დაპირისპირების დროს მოხდა.
კლუბი დაკითხავს ყველა პირს, ვისაც მცირეოდენი ინფორმაცია მაინც აქვს ამ ადამიანის შესახებ. ჩვენ ვთხოვთ, რომ დაგვიკავშირდეთ ინფორმაციის მოპოვებისთანავე.
"ჩელსი" ცდილობს ასეთი საქციელების არ დაშვებას. თუ ჩვენს ხელთ იქნება საკმარისი მტკიცებულება, ჩვენ აუცილებლად დავსჯით ამ ადამიანს, ისე როგორც შეეფერება" - განაცხადა "ჩელსის" წარმომადგენელმა.