თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2013, 20:57
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1160,
კომენტარები: 3
კაგავა: "რთული მატჩი გველის"
კაგავამ დღევანდელ მატჩზე ისაუბრა
კაგავა:
შინჯი კაგავა ელის რთულ თამაშს "ოლდ ტრაფორდზე" დღეს ღამეს, იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც წარუდგინა ის ინგლისურ ფეხბურთს.

იაპონელი ნახევარმცველი პირველად გამოჩნდა "იუნაიტედის" შემადგენლობაში "ევერტონის" წინააღმდეგ, აგვისტოს 2012 წელს. მაგრამ დღეს უკვე მისი მოწინააღმდეგების მენეჯერი მისი ბოსია. შინჯი მეხუთე ადგილის მფლობელი "ევერტონის" თამაშის შემყურე აცხადებს, რომ დღევადელი მატჩი იქნება ძალიან რთული .

"მე ვუყურე მათ დერბის "ლივერპულის" წინააღმდეგ (3:3) და მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს იყო ძალიან კარგი გუნდი ტექნიკურად და ძალიან ძლიერი, განსაკუთრებით თავდასხმაში"-განაცხადა კაგავამ.

""ევერტონს" აქვს დიდი გამოცდილება და რთული იქნება დღევანდელი თამაში, მაგრამ ჩვენ ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ და დღეს ვინც არ უნდა იყოს შემადგენლობაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდად და მთელი ძალები დავახარჯოთ ჩვენს თამაშს. როგორც უკვე აღვნიშნე, ველი დიდ ბრძოლას და კარგ თამაშს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ მშვიდები და კონცენტრირებულები, მიუხედავად იმისა, თუ ვის ვეთამაშებით."

"სიმშვიდე"-თითქოს მთავარი იარაღი და საკვანძო სიტყვაა კაგავასთვის; ის მაშინვე იჩენს თავს, როცა კაგავა აღწერს თავის გრძნობებს "ევერტონთან" თამაშის წინ. "თამაშის მიმდინარეობისას, მახსოვს, რომ თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი"-განაცხადა მან "ევერტონთან" ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ.

"მე არ ვრთგუნავ ჩემს თავს ნერვიულობით და იმაზე ფიქრით, რომ ეს არის "პრემიერ ლიგა" და იქნება ძალიან რთული. მაგრამ თვითონ თამაში არ იქნება ესეთი მშვიდი ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს რთული მატჩი გველის."-დაასრულა კაგავამ.

Manutd.com
სიახლეები
3 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
4 დეკემბერი 2013 20:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Kagawa ს იმედი მაქვს,,, კაი შეტევებს იწყებს ხოლმე და ტექნიკურ პასებს იძლევა, მაგრამ ვერ უბავენ = ((
0
№2
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2013 21:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არამგონია ადვილი გასეირნება გამოდგეს, მაგრამ უნდა მოვიგოთ აუცილებლად. კარგი იქნება კაგავა ტუ იქნება, მაგრამ ალბატ ფლანგზე მოუწევს თამასი რადგან პერსი ბრუნდება, თუმცა მაინც ჯობია დააყენოს დღეს
0
№3
ავტორი: shinji kagawa
4 დეკემბერი 2013 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ამაზე მე ბევრ იმედებს ვამყარებ,მაგრა ათამაშდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top