თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2013, 19:46
ავტორი: MATA - JM8,
ნანახია: 1808,
კომენტარები: 8
განათხოვრებული ახალგაზრდა "იუნაიტედელები"!
განათხოვრებული ახალგაზრდა "იუნაიტედელები"!
განათხოვრებული ახალგაზრდა
ნიკ პოუელი – კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, "იუნაიტედის" ახალგაზრდა ტალანტმა "უიგანის" შემადგენლობაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ამჯერად ნიკმა თავი "დერბისთან" შეხვედრაში გამოიჩინა და ამ სეზონში უკვე მე–6 გოლი გაიტანა. მაგრამ პოუელის გოლის მოუხედავად "უიგანმა" მეტოქესთან ანგარიშით 3–1 წააგო.

უილ კინი – ინგლისელი ნახევარმცველი მოედანზე პირველივე წუთებიდანვე გამოჩნდა, რომლის ძმა მაიკლი მატჩს "დერბი ქაუნთის" სათადარიგო სკამიდან ადევნებდა თვალს. ეს წაგება უკანასკნელი იყო "უიგანის" მწვრთნელის ოუენ კოილისთვის, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან ორშაბათ დილას დაითხოვეს.

მარნიკ ვერმილი – ახალგაზრდა მოთამაშემ ჰოლანდიური "ნეკ"–ის შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა, რომელმაც "ალკმაარი" 3–2 დაამარცხა. ვერმილმა თავი მე–15 წუთზე გამოიჩინა და ამით ამ უხვგოლიან მატჩში ანგარიში გახსნა.

რაიან ტანკლიფი, ტაილერ ბლეკეტი და ჯესი ლინგარდი – ამ მოთამაშეებმა თავიანთ დროებით კლუბებში სრული მატჩი ჩაატარეს. ტანკლიფი "იპსვიჩს" დაეხმარა "ჩარლტონთან"(1:0) მინიმალური გამარჯვების მოპოვებაში. ჯესი ლინგარდის "ბირმინგემმა" უფრო დამაჯერებლად, ანგარიშით 3–1 დაამარცხა "ბარნსლი". ბლეკეტი დაეხმარა "ბლექპულს" "სეფის უენსდეისთან" გამარჯვებაში, რის შედეგადაც ტაილერის გუნდმა ჩემპიონშიპში მე–4 ადგილზე აიწია.

ფერედიკო მაკედა – "დონკასტერმა" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" შეხვედრაში. ფედერიკო მაკედამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო მისმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 2–1 დაამარცხა.

ბებე, დავიდე პეტრუჩი და ანხელო ენრიკესი – პორტუგალიის ჩემპიონატში ბებემ 13 წუთი ითამაშა "პასუშ დე პერეირას" გასვლით შეხვედრაში ლისაბონის "სპორტინგის" წინააღმდეგ. ლისაბონელებმა მეტოქე ანგარიშით 4–0 გაანადგურეს. დავიდე პეტრუჩი "ანტვერპენის" ასევე სათადარიგო სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში "ენდრახ ალსტის" წინააღმდეგ შეხვედრაში, მაგრამ "იუნაიტედის" ახალგაზრდა მოთამაშის ამჟამინდელმა გუნდმა მატჩი 1–0 წააგო. ანხელო ენრიკესმა "სარაგოსას" შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა, მაგრამ ვერ იხსნა თავისი გუნდი წაგებისგან, "სარაგოსამ" "ლას–პალმასთან" შეხვედრა ანგარიშით 1–0 წააგო.

ბენ ეიმოსი – ახალგაზრდა მეკარემ მიიღო მონაწილეობა "კარლაილ იუნაიტედის" ბოლო ორ შეხვედრაში. პირველი გამარჯვების შემდეგ "ქრიუ ალექსანდრიის" წინააღმდეგ, "კარლაილ იუნაიტედმა" "სუონდონთან" საშინაო კედლებში გამართული მატჩი ანგარიშით 1–3 წააგო.

სიახლის წყარო: Manreds.com
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
3 დეკემბერი 2013 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ლინგარდის და პაუელის მეიმედება არც ენრიკესია ცუდი.
ბებეს პერიერაში არ ენდობიან და მანჩესტერში რა უნდა მაგას
0
№2
ავტორი: LizarD
3 დეკემბერი 2013 22:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
პოველი და ლინგარდი გამორჩეულები არიან,,, იმედია ასე გააგრძელებენ..
0
№3
ავტორი: BERDI
3 დეკემბერი 2013 23:28
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
აქედან ამოსი ლინგარდი პოუელი და ენრიკესი მინდა დარჩეს ძალიან ნიჭიერები არიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: GeorgeBest
3 დეკემბერი 2013 23:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლინგარდი, პაუელი და ენრიკესი მომავალ წელს იტყვიან თავის სიტყვას. ისე პაულს ხშირად მოუწევს მგონია მომავალი წლიდან თამაში
0
№5
ავტორი: Macklemore
3 დეკემბერი 2013 23:48
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ყველას ვაკვირდები: პაუელს, ლინგარდს, კინს, მაკედასაც და ენრიკესსაც. ლინგარდი, პაუელი და ენრიკესი მშვენივრად გამოიყურებიან. მაკდედასაც გააქვს გოლები, მაგრამ პაუელი ძაან მაგრად თამაშობს ყველა თამაშში!
0
№6
ავტორი: Best 7
4 დეკემბერი 2013 10:18
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რა მაგარი ახალგაზრდები ყავს მანჩესტერს ესეთი არავის არ ყავს ჩემი აზრით პაუელი მაგარი ლინგარდი მასზე უკეთესი ესთი თქმით რა ყველა მაგარია
0
№7
ავტორი: VaRdo
4 დეკემბერი 2013 13:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დაბრუნდეს ეს კაცი იუნაიტედში. კლევერლს მაინც აჯობებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: zatara
4 დეკემბერი 2013 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
პაუელზე როდის მე ვლაპარაკობდი ^_^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top