თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 21:29
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2438,
კომენტარები: 10
ექსკლუზიური ინტერვიუ ბრაიან გრინჰოფთან
ინტერვიუ ბრაიან გრინჰოფთან
ექსკლუზიური ინტერვიუ ბრაიან გრინჰოფთან
მოგესალმებით ბრაიან, რას ფიქრობთ მიმდინარე სეზონზე? ჩემპიონთა ლიგისთვის ვიბრძოლებთ თუ პრემიერლიგისთვის?

- არ შეიძლება მათი განსხვავება, თქვენ უნდა იბრძოლოთ ორივე ტიტულისათვის. უფლება არ გაქვთ დაიწყოთ სეზონი იმაზე ფიქრით, რომ უნდა მოიგოთ მხოლოდ ევროპა ან პრემიერლიგა. თუმცა მთავარ ტურნირად შიგა ჩემპიონატი რჩება. ევროპაში ბევრი კარგი გუნდია, მაგალითად მადრიდის რეალი ან კიდევ ბარსელონა, ამიტომ შენ ვერ შეძლებ ვერანაირი პროგნოზის გაკეთებას ამ ტურნირში.

დე ხეა თუ ლინდეგაარდი?

- ვფიქრობ, რომ დე ხეა უკეთესია ბევრ ასპეკტში. იგი უკეთ იგერიებს ბურთს, ახალგაზრდაა და შეუძლია პროგრესირება, ამიტომ იგი უნდა იყოს გუნდის პირველი მეკარე.

1974 წლის 27 აპრილს თქვენ მოედანზე იყავით, როდესაც დენის ლოუმ მეორე დივიზიონში გააგდო მანჩესტერ იუნაიტედი, როგორი გრძნობა დაგეუფლათ იმ მომენტში?

- საშინელი გრძნობა იყო, იმიტომ არა რომ გოლი დენისმა გაიტანა. სიმართლე გითხრათ, ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არ იყო. პარალელურ მატჩში ბლექბერნი 1-0 იგებდა, ასე რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გვიწევდა მეორე დივიზიონში გავარდნა. ეს გუნდის ერთ-ერთი საშინელი მომენტია.

როგორ შეიცვალა ატმოსფერო ოლდ ტრაფორდზე 40 წლის შემდეგ?

- ჩვენ არაჩვეულებრივი მხარდაჭერა გვქონდა გულშემატკივრებისაგან, იმ დროსთან შედარებით, დღეს სიწყნარეა ტრიბუნებზე. ეხლა მოედანი უფრო მეტ გულშემატკივრებს იტევს, მაგრამ მათი მხარდაჭერა მაინც ვერ შეედრება იმას, რაც ჩვენ დროს იყო. რაც შეეხება გულშემატკივრებს გასვლით შეხვედრებზე, ისინი არაჩვეულებრივები არიან, ყოველთვის ფეხზე დგანან და შეუწყვეტლად გულშემატკივრობენ საკუთარ გუნდს.

ექსკლუზიური ინტერვიუ ბრაიან გრინჰოფთან


რას ფიქრობთ გლეიზერებზე?

- დღეს გუნდში არც თუ ისე კარგი პერიოდია, მაგრამ თუ ფერგისონს რამე დასჭირდა იგი მას მიიღებს. რა თქმა უნდა, გუნდს არც თუ ისე კარგი მფლობელები ყავს, მაგრამ უკვე სტაბილურობა იგრძნობა.

რამდენად ხშირად დადიხართ ოლდ ტრაფორდზე?

- მე რამოდენიმეჯერ ვიყავი სტადიონზე გასულ სეზონს. მე როჩდეილში ვცხოვრობ და ყოველ თამაშზე მისვლას ვერ ვახერხებ. ამის მიუხედავად, მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად დავდივარ გუნდის თამაშებზე და წელსაც შევეცდები ამის გაკეთებას.

თქვენი აზრით, რით განსხვავდებიან ან რით გვანან სერ ალექს ფერგიუსონი და სერ მატ ბასბიერთმანეთს?

- ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე არც ერთთან არ მქონია საშუალება მეთამაშა. სერ მატ ბასბის დროს მე ჭაბუკთა გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ როდესაც პირველ გუნდში გადავედი მან სამწვრთნელო პოსტი დატოვა. ჩემი აზრით, მათი საერთო თვისება ის არის, რომ ორივეს უყვარდა და უყვარს ადგილობრივი ფეხბურთელების შეძენა და მათი აღზრდა. ორივე ცდილობდნენ გამოეყენებიათ შიგა რესურსები. რა თქმა უნდა, თუ ახალგაზრდა ფეხბურთელი არ შეესაბამება გუნდის დონეს, იგი მიდის და მწვრთნელი სხვა ნიჭიერ ფეხბურთელს ეძებს.

თქვენი აზრით, ვინ შეცვლის ფერგიუსონს?

- ჟოზე მაურინიო. ვფიქრობ, რომ იგი იდეალურად მოუხდება გუნდს, იგი გამოცდილია და იცის თუ როგორ უნდა მოებყროს ფეხბურთელს. ჟოზე დაეხმარება გუნდს შეუნარჩუნოს ადგილი სატურნირო ცხრილის სათავეში. მეორე კანდიდატი-გვარდიოლა, იგი ახალგაზრდაა და ძალიან ბევრს მიაღწია ბარსელონასთან, მაგრამ მე ჩემს არჩევანს მაინც ჟოზეზე ვტოვებ.

რას ფიქრობთ სულშერის კანდიდატურაზე?

- იგი ჯერ ახალგაზრდაა და გამოუცდელი, მას ყველაფერი წინ აქვს. ოლემ უკვე მიაღწია თავის წარმატებას მიოლდესთან და აგრძელებს პროგრესირებას. სამწუხაროდ გუნდმა ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, რაც ძალიან საწყენია. მას უფრო მეტი დრო სჭირდება.


რას გრძნობდით, როდესაც თამაშობდით ერთ გუნდში საკუთარ ძმასთან ერთად და კონკრეტულად მაშინ, როდესაც მან გადამწყვეტი გოლი გაუტანა ლივერპულს ინგლისის თასის ფინალში?

ექსკლუზიური ინტერვიუ ბრაიან გრინჰოფთან


- მე ვამაყობდი მით, მთელი ოჯახი ამაყობდა, განსაკუთრებულად დედა. იგი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო და ის, რომ მან გოლი გაიტანა გადამწყვეტ მომენტში ძალზედ გაახარა ჩვენი ოჯახი.

რთული იყო იუნაიტედის პირველ გუნდში მოხვედრა?

- მე მოვხვდი გუნდში სკოლის დამთავრების შემდეგ. მაგრამ გზა პირველ გუნდამდე საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა, იმის გამო რომ მე პრობლემები მქონდა ჯამრთელობასთან. გამიკეთეს არა ერთი ოპერაცია, მაგრამ საბედნიეროდ მე მაინც მოვხვდი პირველ გუნდში.

დაასახელეთ თქვენი ოცნების შემადგენლობა?

- უხ, რთული კითხვაა.
შმეიხელი-ირვინი-რიო-სტამი-ალბისტონი-რონალდო-ბესტი-რობსონი-კინი-კანტონა-ლოუ
მაგრამ ამის გარდა კიდევ რამოდენიმე გუნდის შეკრება შეიძლება.


გმადლობთ ინტერვიუსთვის, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.

- გმადლობთ
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
11 ოქტომბერი 2012 21:31
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
- ვფიქრობ, რომ დე ხეა უკეთესია ბევრ ასპეკტში. იგი უკეთ იგერიებს ბურთს, ახალგაზრდაა და შეუძლია პროგრესირება, ამიტომ იგი უნდა იყოს გუნდის პირველი მეკარე.
love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: UTD-Rule
11 ოქტომბერი 2012 21:39
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოოლ ვიდა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: rooney-nika
11 ოქტომბერი 2012 21:50
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
აუ რა მაგარი ხალხი ყავდა მანჩესტერს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№4
ავტორი: VaRdo
11 ოქტომბერი 2012 21:54
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
derpthumb საღოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: love united
11 ოქტომბერი 2012 22:05
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კაია,საღოლ ავტორ... smile
0
№6
ავტორი: GeorgeBest
11 ოქტომბერი 2012 22:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ ლაშა derphappycry
0
№7
ავტორი: Beckham 7
12 ოქტომბერი 2012 13:07
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ლინდერა მირჩევნია მე დათოს, ნუ ამჯერად ეგრეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№8
ავტორი: Rooney
12 ოქტომბერი 2012 16:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
საღოოოლ derpthumb
0
№9
ავტორი: Ví Ví
14 ოქტომბერი 2012 21:43
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
მაგარი კაცი
0
№10
ავტორი: Degea1
26 თებერვალი 2013 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top