თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2013, 12:51
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1342,
კომენტარები: 6
ჰოჯსონი მუნდიალს ელის
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მის ფეხბურთელებზე გულღიად ისაუბრა.
ჰოჯსონი მუნდიალს ელის
ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცი, როი ჰოჯსონი ამბობს, რომ ის მოუთმენლად ელის მსოფლიო ჩემპიონატზე რუნის ასპარეზობის ხილვას. რუნიმ შესანიშნავი სეზონს ატარებს და ეს "ტოტენჰემთან" მატჩშიც დაამტკიცა დუბლის შესრულებით. მოგეხსენებათ, რომ ამ მატჩს ტრიბუნებიდან თვალს ადევნებდა თავად როი ჰოჯსონი.

ინგლისის ნაკრების ბოსი რუნის თამაშით მოხიბლულია და იმედოვნებს რომ 28 წლის ფორვარდი თავის კონდიციებს შეინარჩუნებს და ზაფხულის მუნდიალზე ანალოგიურ ფორმაში იქნება. ჰოჯსონი SkySport-თან ინტერვიუში აცხადებს: "ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ნეტავ შემეძლოს დროის მომავალში გადახვევა, იმის შეგროვება, რასაც რუნი მოედანზე აკეთებს და ამ ყველაფრის ერთად გამოყენება მსოფლიო ჩემპიონატზე. იმედი მაქვს, რომ რუნი ასეთ დონეზე ასპარეზს განაგრძობს მთელი სეზონის განმავლობაში და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ მუნდიალზე მისი სახით ინგლისს დიდი უპირატესობა ექნება."

როი ჰოჯსონმა ასევე ისაუბრა ჯო ჰარტზე, რომელმაც უპატიო შეცდომების გამო დაკარგა "მანჩესტერ სიტის" ძირითადი შემადგნლობის ადგილი და მის ნაცვლად ბოლო ხანებში ქალაქელების კარს კოსტელ პანტილიმონი იცავს.

"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვიცი რომ ჯო ჰარტს ნამდვილად სურს ძირითად შემაგნელობაში დაბრუნება. მე მისი მჯერა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და მოცდა არ იქნება ურიგო, მანამ სანამ ბრაზილიაში წასაყვანი ფეხბურთელების დასახელების დრო მოახლოვდება. ჰარტის მიმართ ნდობა გამაჩნია და ვიცი რომ მას შესწევს ძალა დაიბრუნოს "მანჩესტერ სიტის" ღირსეული მეკარის სტატუსი."

ინგლისემა სპეციალისტმა ასევე ორიოდე კომენტარი გააკეთა ჯონ ტერის შესახებ, რომელმაც უკვე დაასრულა სანაკრებო კარიერა და განაცხადა რომ იგი მის ხელახლა გამოძახებს არ გეგმავს.

"ამ მომენტისთვის, ეს ის თემა არ არის, რაზეც მე შემიძლიათ გესაუბროთ" - აცხადებს ჰოჯსონი. "როდესაც მან გადაწყვიტა კარიერის დასრულება მე მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცი. მჯერა, რომ ჯონის ამ გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი ფიქრი დასჭირდა და ვფიქრობ რომ ნაკრებში მის ხელახლა გამოძახებას შედეგი არ მოჰყვება. ამ მომენტისთვის ჯონი ჩემთვის არ არსებობს, რადგნა მან უკვე დაასრულა სანაკრებო კარიერა."

წყარო: SkySPORTS
---
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
3 დეკემბერი 2013 13:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ინგლისის ნაკრების ერთადერთი იმედი რუნი იქნება. ძალიან კარგ ფორმაშია და იმედი მაქვს იტყვის თავის სიტყვას მუნდიალზე. ჰარტი ერთ–ერთი უძლიერესი მეკარეა, ინგლისის ნაკრებს ეშველა მაგაში უკვე კაი ხანია wink
0
№2
ავტორი: Macklemore
3 დეკემბერი 2013 13:21
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
გიორგი,
Harttan mimartebit ver dagetanxmebi. Am bolo dros dzaan auria. Celticis mekare forsteri
Am momentshi uketes formashia da zafxulamde iqneb dziritadidanac amoagdos harti.
0
№3
ავტორი: Rooney.
3 დეკემბერი 2013 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
ასეთი სამარცხვინო ინგლისის ნაკრები არ მახსოვს მე.. რუნი არა დვალიშვილი კიდე. ჩილესთან გამოჩნდა რა სლიშვილი გუნდიცაა ინგლისი ჯერარდის გარეშე. ცენტრი ვაბშე პრახადნოი დვორია :)))

სანჩესი რომ უემბლიზე დუბლს შეგისრულებს მანდ უნდა მიხვდე რომ მაგარი დოდო ნაკრებია ინგლისი..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is Red!
№4
ავტორი: Rosso Diavolo
3 დეკემბერი 2013 17:32
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ოხ მოუნდიალს ელოდები არა არდააქციოთ ქვეყანა !!://
0
№5
ავტორი: Macklemore
3 დეკემბერი 2013 17:51
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Rooney.,
რა ჯერარდი? ლამპარდის გარეშე ვერ იკავებს ცენტრს ვერცერთი საყრდენი ინგლისში. ჯერარდიც იყო წინა მატჩზე მაგრამ ვერაფერი ქნა. ჰენდერსონმა უკეთესად ითამაშა! ლამპარდი თუ იზავს რამეს.
0
№6
ავტორი: BERDI
3 დეკემბერი 2013 23:36
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ვნახოთ ვნახოთ... ბოლოს გამოჩნდება შავი და თეთრი ტრ***
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top