ვან პერსიმ გაიტანა 9 გოლი 12 თამაშში და ასევე ჩაიწერა 3 ასისტი. ამ შედეგით ის პირველია "იუნაიტედში", 9 გოლიდან მან 7 პრემიერ ლიგაშ გაიტანა და "ნიუკასლელ" ბას მხოლოდ იმით ჩამორჩება, რომ 1 გოლი პენლით აქვს გატანილი. წინა ტურში მან "ჩელსისთან" გაიტანა გოლი და როგორც ჩანს ის არც ყოფილი კლუბის დანდობას აპირებს. მან განაცხადა, რომ ის უკვე "იუნაიტედშია" მოსწონს ეს კლუბი და სტადიონზე გასულს ყველაფერი დაავიწყდება, რაც "არსენალს" უკავშირდება. "მეთოფეები მისთვის მეტოქეები იქნებიან." გიგზი თავიდავე დარწმუნებული იყო იმაშ, რომ რობინი ძალიან კარგად შეეწყობოდა "იუნაიტედს" და ოპტიმისტურად იყო განწყობილი. რობინში "იუნაიტედმა" 24 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადა და გიგზის აზრით, სულაც არ ყოფილა ეს თანხა დიდი, რადგან რობინი "მანჩესტერში" მარტო გოლებს კი არ იტანს, არამედ "იუნაიტედს" თამაშებსაც აგებინებს. "მე ყველანაირად ვეცდები ხელი შევუწყო მას და მოვამარაგო პასებით, იგივეს იზავს ის ვინც ჩემს ადგილზე ან ჩემს გვერდზე იდგება, რადგან რობინს აქვს ალღო გაიტანოს გოლი და არ შეჩერდეს, მთელი სეზონის განმავლობაში, ის საუკეთესოა" განაცხადა გიგზმა. თავად რობინისთვის ეს ნამდვილად დიდი პატივია, როდესაც ლეგენდა საუკეთესოს სტატუს განიჭებს.