გთავაზობთ ფეხბურთელთა ათეულს, რომელთაც საკუთარი თავის სურათის გადაღებით გაჰყავთ დრო.
რამდენიმე წლის წინათ სიტყვა "სელფის" გაგონებაზე თქვენ ალბათ შეჭმუხნული წარბები და დაკაწრული თავები დაგიდგებოდათ თვალწინ. მაგრამ ახლა, მადლობა კარდაშიანებს და კიდევ სხვა ცნობილ სახეებს, რათა მათ ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობა შესძინეს. მეტიც, ოქსფორდის სწავლულებმა, კვლევის შედეგად დაადგინეს რომ ხალხის მიერ ამ სიტყვის გამოყენების სიხშირე 17.000% -ით გაიზარდა ერთი წლის მანძილზე. მოდით, ერთად ვნახოთ თუ როგორ შეითავსეს ეს ახლად აღმოჩენილი "პროფესია" ჩვენთვის ნაცნობმა ფეხბურთელებმა.
10. მიკაელ ესიენი

მეათე ადგილზე იმყოფება ჩელსის ნახევარმცველი - მიკაელ ესიენი. თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, მას სწორედაც რომ აქვს დრო საკუთარი თავისთვის ფოტოების გადასაღებად, გამომდინარე იქიდან რომ ბოლო ხანებში იგი სათადარიგოთა შემადგნლობაში გვევლინება. ერთი შეხედვით, წარმოდგება გვექმნება, რომ განელმა ახლახანს შექმნა პროფილი
match.com-ზე და აპირებს სათაურად დააწეროს "სათამაშო დროის მოლოდინში".
9. კარიმ ბენზემა

ჩვენს ათეულში მეცხე ადგილს კარიმ ბენზემა იკავებს. თავად გადაღებულ ფოტოში მას მუქი სათვალე უკეთია და iPod-ს უსმენს, რაც შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ სულაც არ არის ბედნიერი იმ ამბით რომ გუნდს გარეთ ბეილი შეურთდა, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა მისი მოედნანზე გამოსვლის შანსები და კარიმსაც ძირითადად სათადარიგო სკამიდან უწევს თამაშში ჩართვა.
8. რიო ფერდინანდი

არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი ათეულის მერვე პოზიცია დაიკავა "twitter-ის ჭია" - რიო ფერდინანდმა. "მანჩესტერ იუნატედის" ცენტრალურმა მცველმა ეს ფოტო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს გადაიღო, მანამდე სანამ "სელფები" აქტუალური იქნებოდა. ჩვენ ვაღიარებთ რიოს პატრიოტიზმს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია თუ როგორ დაიხატავს იგი ინგლისის დროშებს, მას შემდეგ რაც ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის გამოძახებას ფერდინანდმა ყურადღება არ მიაქცია. "ჩაქუჩების" ყოფილ ფეხბურთელს სანაკრებო კარიერა ჯერ რომ არ დაესრულებინა, რიო რიოში მაინც ვერ მოხვდებოდა მსგავსი დამოკიდებულების გამო.
7. ხერარდ პიკე

მეშვიდე ადგილს "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მცველი - ხერარდ პიკე იკავებს. ეს უკანასკნელი ალბათ უზომოდაა შეყვარებული ცხოვრებაზე, რადგან გარდა იმისა, რომ მსოფლიო დონის კლუბის ღირსებას იცავს, ჰყავს აგრეთვე მსოფლიო დონის მომღერალი შეყვარებული - შაკირა. ამ ფოტოში კარგად ჩანს თუ როგორ ეჯიბრება წყვილი ველოსიპედით ტარებაში ერთმანეთს და იმედი ვიქონიოთ რომ ამ შეჯიბრისას "ვაკა, ვაკა" არცერთს დაემართება.
6. ჟოზე მოურინიო

თითქმის გავიარეთ ჩვენი ათეულის ნახევარი. მომდევნო, მეექვსე ადგილს "განსაკუთრებული" ჟოზე მოურინიო იკავებს. რა თქმა უნდა, ეს ფოტო მისი წინა მორბედიბისგან განსხვავდება, რადგან იგი არ არის ჩართული ფოტოს გადაღების პროცესში. მიუხედავად ამისა, ეს ფოტო ნამდვილად იმსახურებს ამ ათეულშო ყოფნას. ჩელსის ფანმა, შონ ბაქსტონმა არ გაუშვა შანსი ფოტო გადაეღო მოურინიოსთან. ეს უკანასკნელი სეზონის დასაწყისში გაძავებულ იქნა მოედნიდან, შონს კი ბედმა გაუღიმა, როდესაც ჟოზეც მის გვერდით დაიკავა ადგილი, შონმა კი, შანსი ხელიდან არ გაუშვა და მივიღეთ ფოტო, რომელზედაც იღბლიანი ბიჭი და განსაკუთრებული მწვრთნელი იმყოფებიან. იმედი ვიქონიოთ, რომ მოურინიო ამ ფაქტს ღიმილით შეხედავს და არ გამართავს ცნობილ "Mind games" საბრალო ბიჭის წინააღმდეგ.
5. მარიო ბალოტელი

რაღა თქმა უნდა, ასეთ ათეულში მარიო ბალოტელის არ ყოფნა დანაშაულად და ჩაითვლებოდა. მოკლედ, მარიო მეხუთე ადგილს იკავაებს. მოგეხსენებათ, რომ მარიო ამ საქმის დიდი მოყვარულია და უამრავ ფოტოს დებს თავის twitter-ზე. ჩვენ კი არჩევანი შევაჩერეთ ისეთ ფოტოზე სადაც იგი ფულს არ უხდის სტუდენტებს ბიბლიოთეკის დავალიანებისა და არ არის მის ძვირიანი მანქანებით გარშემორტყმული. ეს ფოტო, რომელიც ამ სიაში იმყოფება, ერთ-ერთი უიშვიათესი სანახაობაა, სადაც ბალოტელი თავის ახალ ძაღლთან ერთად იმყოფება და სულაც არ არის სკანდალური ან დამაინტრიგებელი შინაარსის მატარებელი.
4. დიდიე დროგბა

მეოთხე ადგილს კოტ დივუარელი დიდიე დროგბა იკავებს. გალათასარაის თავდამსმელმა "სელფების" სამყაროში სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას გადაღებული ფოტოთი შეაბიჯა. ეს უკანასკნელი წესით და რიგით არ უნდა იყოს კარგ ხასიათზე, რადგან იგი სასტარტო შემადგნლობაში ვერ მოხვდა, მაგრამ მის სახეზე პირველივე შეხევდით ვხვდებით რომ არც ეს "გამოცდაა" მისთვის პრობლემა და სულაც არ უმოქმედია ამ ფაქტს მის განწყობაზე.
3. დიმიტარ ბერბატოვი

მესამე ადგილს "ფულჰემის" ვიცე კაპიტანი და ყოფილი "წითელი ეშმაკი" - დიმიტარ ბერბატოვი იკავებს. ბულგარელმა მესამე ადგილი მისი სარკის წინ პოზირების გამო დაიკავა. მაგრამ ცოტა არ იყოს მოსაწყენი ფოტოა, არა ? ბერბატოვი.. მოსაწყენი ? რა თქმა უნდა, არა ! ჩამოდით ქვემოთ და ნახეთ სურათის მთლიანი ვერსია.
2. დიმიტარ ბერბატოვი (მთლიანი ფოტო)

ამას ნამდვილად არ მოელოდით, ხომ ? დიახ, ბერბატოვი მეორე ადგილსაც იკავებს! ბულგარელმა შემტევმა მის გასაოცარ "6 კუბიკიან" პრესს გადაუღო ფოტო. ყველასათვის გასაკვირია თუ საიდან გააჩნია ასეთი ფიზიკური კონდიციები ზემოთ ხსენებულს.. როდესაც ბერბატოვი გაციებულია, მო მატჩის დროს, მოედანზე სირბილის ნაცვლად ის მხოლოდ და მხოლოდ დადის. ამით აიხსნება ალბათ თუ რატომ არის მწვანე მინდორეზე ასეთი პასიური, იგი სპორტ დარბაზს გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს.
1. ტიაგო სილვა, დანი ალვეში, რობინიო და ნეიმარი

დროა პირველ ადგილზე მყოფი "სელფი" დავასახელოთ. ალბათ თქვენც ხვდებით რომ ამ ფოტოს პირველ ადგილზე კონკურენტი არ ეყოლებოდა. დიახ, ეს არის ბრაზიური კვარტეტი: (მარცხნიდან) ტიაგო სილვა, დანი ალვეში, რობიო და ნეიმარი. ბიჭებმა ეს ფოტო სანაკრებო შესვენებისას გადაიღეს. უნდა ითქვას, რომ ისინი მართლაც რომ "ცუდი ბიჭებივით" გამოიყურებიან. მაგრამ ჩნდება ერთი კითხვა.. ჯგუფი
JLS კვლავ აპირებს დაშლას ? რაღა თქმა უნდა - არა !
სტატია თარგმნილია უცხოური ფან-საიტიდან.