მოეისი მადლობას უხდის სერ ალექსს დე ხეას გამო.
მოიესმა მადლობა გადაუხადა სერ ალექსს ფერგიუსონს დე ხეას გამო და მასზე ისაუბრა.
დევიდ მოიესი მადლობელია სერ ალექს ფერგიუსონის, რადგან მან გაბედულად შეიძინა ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა. "იუნაიტედის" ახლანდელ მთავარ მწრთვნელს სჯერა, რომ მისი წინამორბედის ეს ტრანსფერი და დავიდ დე ხეას პირველ გუნდში ჩასმა არის დიდი წარმატება კლუბისთვის და სწორედ ესპანელი მეკარეა ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც მოუტანს გუნდს წარმატებას და დაეხმარება ტიტულების მოპოვებაში.
ფერგიუსონმა შეიძინა ახალგაზრდა გოლკიპერი, როგორც ედვინ ვან დერ სარის მემკვიდრე, როცა ვეტერანმა ჰოლანდიელმა გადაწყვიტა კარიერის დასრულება. დავიდის ტრანსფერი განხორციელდა 2011 წელს და "მანჩესტერ იუნაიტედმა" გადაუხადა "მადრიდის ატლეტიკოს" 17.8 მილიონი ევრო 20 წლის ახალგაზრა მეკარისათვის.
დასაწყისში დე ხეას ბევრი კრიტიკის მოსმენა მოუწია, და რთული სტარტი იყო მისთვის ინგლისის საფეხბურთო სამყაროში, უამრავი კლუბი ანხორციელებდა ახალგაზრდა, გამოუცდელ მეკარეზე ზეწოლას. დე ხეა ჯერ ფიზიკურადაც არ იყო მზად "იუნაიტედისთვის".
თუმცა ფერგიუსონი ყოველთვის იცავდა ახალგაზრდა ფეხბურთელს გამოსვლების დროს, ამას გარდა ის ცვლიდა ხოლმე ანდრეს ლინერგაარდს დე ხეათი.
დე ხეას კრიტიკა უფრო და უფრო გამძაფრდა, როცა "იუნაიტედის" მეკარემ მიიღო გოლი "ტოტენჰემთან" თამაშისას, რომელიც 1-1 დასრულდა. ამის შემდეგომ დე ხეამ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის გარი ნევილის მწვავე კრიტიკა მიიღო, თუმცა დე ხეა განაგრძობდა ვარჯიშებსა და თამაშებს, და დღესდღეობით ის ერთ-ერთი საუკეთესოა, მან ასევე დიდი როლი ითამაშა "იუნაიტედის" წარმატებაში და ტიტულის მოპოვებაში.
დღევანდელ დღეს, როცა დე ხეა უკვე მესამე სეზონს ატარებს "იუნაიტედში" ის ყოველთვის არის სასტარტო შემადგენლობაში, იმას შემდეგ რაც მოიესმა ჩაიბარა კლუბის ხელმძღვანელობა. ბოსი გრძნობს რომ 23 წლის მეკარეს მისი თამაშით დიდი წარმატება მოაქვს გუნდისათვის.
"სერ ალექსმა შანსი მისცა ახალგაზრდა მეკარეს და დააყენა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ შემადგენლობაში და იყო დრო როდესაც დე ხეა უამრავ შეცდომებს უშვებდა. ეს იყო გასაოცრად მამაცური ნაბიჯი სერ ალექსისგან. ის ანდობდა დავიდს "იუნატედის" კარს და გამოყავდა და შეყავდა მაშინ როცა თვლიდა რომ ეს იყო სწორი დრო. სწორედ მან დააყენა დე ხეა შესანიშნავ ფეხბურთელად"-განაცხადა მოიესმა.
"მაგრამ დე ხეა არ ამთავრებს პროგრესს, და ის ნელ-ნელა უფრო და უფრო უკეთესი ხდება, იმიტომ რომ წარსულში მას მოუხდა ბევრი რამის გადატანა. გარდა ამისა ის ფიზიკურადაც უკეთ გამოიყურება, ის უფრო გაიზარდა, უფრო მშვიდი და გაწონასწორებულია, და ის მართლაც კარგად თამაშობს. ამიტომაც ვენდობი მე მას. ის ნელ-ნელა იმ სიტუაციებს, რომლებშიც რეაგირება უჭირდა უკეთ ეგუება, თუმცა ეს მოდის ასაკიდანაც. ის იზრდება, და საბედნიეროდ მას საუკეთესო წლები მისი კარიერისა წინ აქვს."-დაასრულა ბოსმა
telegraph.co.uk