თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2013, 16:32
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1894,
კომენტარები: 6
რატომ ვერ მოხერხდა რონალდუს დაბრუნება
რონალდუ სახლს ახლა უკვე "რეალ მადრიდს" უწოდებს..
რატომ ვერ მოხერხდა რონალდუს დაბრუნება
კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ადგილი დაიკავა მსოფლიო ჩემპიონატზე, ამასთანავე რამდენიმე კვირის წინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების კანდიდატებში დასახელდა, ასევე მოაწერა ხელი "რეალ მადრიდის" ახალ კონტრაქტს და საუბრობს იქ დარჩენაზე მისი კარიერის ბოლომდე.

პორტუგალიელის სენსაცირუი ფორმის, მაღალი დონის თამაშისა და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მემგონი იმაზე ფიქრიც კი ზედმეტია, რომ რონალდუ დატოვებს "რეალ მადრიდს", რომელიც სახლად იქცა მისთვის ბოლო ოთხი წლის მანძილზე.

მაგრამ მაინც ჭორები ვრცელდება რომ 28 წლის ვარსკვლავი დაუბრუნდება მის ყოფილ კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედს" და ეს ჭორები არ წყდება იმის გათვალისწინებითაც კი თუ რას იტყვის რონალდუ, ან მისი მენეჯერი.

და ალბათ დაუჯერებელიც არის, რომ "რეალ მადრიდი" უფლებას მისცემს მის ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ფეხბურთელს დატოვოს კლუბი.

"ნებისმიერს რომ კითხოთ "მანჩესტერ იუნაიტედში" ის არის საუკეთესო თავის საქმეში, მაგრამ მე იმდენად იღბლიანი არ ვიყავი, რომ მქონოდა შესაძლებლობა მემუშავა მასთან ერთად, მაგრამ მაინც არსებობს იმედი, რომ ეს ოდესღაც მოხდება."-აცხადებს "იუნაიტედის" მთავარი მწრთვნელი დავიდ მოიესი MUTV-თან საუბრისას.

ჩვეულებრივ, ფინანსები-ეს მთავარი, დომინანტური ფაქტორია ფეხბურთის სამყაროში და გადაწყვეტილებების მიღებაში, თუ თანხა დამაკმაყოფილებელია ორივე მხარისათვის, მაშინ არ არსებობს არანაირი სვლა, რომლის გაკეთებაც არ შეიძლება.მაგრამ ამ შემთხვევაში საოცარი თანხა იქნება საჭირო.

როგორც მოგეხსენებათ, რონალდუ შეიძინა "რეალ მადრიდმა " 90 მილიონად, და თუ იქნება რონალდუს უკან დაბრუნებაზე ლაპარაკი თანხები იტრიალებს 150 მილიონი ევროს გარშემო.

ერთი წლის უკან, რონალდუ და მისი მენეჯერი შეხვდნენ "იუნაიტედის" წარმომადგენლებს ლონდონში, თუმცა მოლაპარაკებები ვერ განხორციელდა, მაგრამ გასულ ზაფხულს რონალდუს დაბრუნება რეალობასთან ახლოს იყო, მაგრამ ახლა, როცა უკვე "მანჩესტერის" დიდმა ლეგენდამ სერ ალექს ფერგიუსონმა გუნდი დატოვა, უფრო და უფრო რთული ხდება მისი სახლში დაბრუნება.

eurosport.com
---
6 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
1 დეკემბერი 2013 00:15
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
წავიდეს ერთი ამის მოღალატე ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Malboro463
1 დეკემბერი 2013 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
ტავის ოცნების კლუბშია და რატო უნდა დაბრუნდეს? აფასებენ და ყველას უყვარს. 2 -3 წელში რო მოისრიან რეალიდან ნახავს რაული გაუშვეს და ამას იქ კარიერას არავინ დამთავრებინებს
0
№3
ავტორი: red devil
1 დეკემბერი 2013 08:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Roca agar gamoadgebat gaagdeben da mere naxos
0
№4
ავტორი: davita
1 დეკემბერი 2013 08:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
სულ მანდ არ იქნებია ბიძია მერე მოაკითხავ მანჩესტერს ზუსტად am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№5
ავტორი: buka oboladze
1 დეკემბერი 2013 14:33
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ეჰ რონი რონი.. მაინც დაბრუნდება ეს კაცი მანჩესტერში ოღონდ საუკეთესო წლების შემდეგ..
0
№6
ავტორი: luka12
1 დეკემბერი 2013 16:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
roca fexburtelebi berdebian reali mat yvelas icilebs da amis bevri magaliti.tvit rauli gaushves da ronaldus ras gauketeben da mere itiros rom manchestershi ar dabrunda.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top