თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2013, 16:19
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 1737,
კომენტარები: 11
Tottenham Hotspur VS Manchester United - Preview
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
Tottenham Hotspur VS Manchester United - Preview
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

Tottenham Hotspur VS Manchester United - Preview

სტადიონი: „უაით ჰარტ ლეინი“ , ლონდონი.
მონაცემი: პრემიერ ლიგა 13-ე ტური.
მსაჯი: მიშელ დინი
თარიღი: კვირა, 1 დეკემბერი,2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 16:00 (ჩვენი დროით)

Tottenham Hotspur VS Manchester United - Preview

„ტოტენჰემი“

ტრავმირებულები: დენი როუზი,კრისტიან ერიქსენი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Friedel, Gomes, Lloris, Chiriches, Dawson, Kaboul, Naughton, Vertonghen, Walker, Capoue, Chadli, Dembele, Holtby, Lamela, Lennon, Paulinho, Sandro, Sigurdsson, Townsend, Adebayor, Defoe, Obika, Soldado.
მთავარი მწვრთნელი:ანდრე ვილაშ ბოაში

სავარაუდოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩის გამოტოვება მოუწევთ "მამლების" მცველს დენი როუზსა და დანიელ ნახევარმცველს კრისტიან ერიკსენს.ერიკსენს,რომელსაც "მანჩესტერ სიტისთანაც" მოუწია მატჩის გამოტოვება მუხლის ტრავმა აქვს და სავარაუდოდ 2 კვირა ვერ დაეხმარება ლონდონურ კლუბს."ტოტენჰემმა" ბოლო მატჩის მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ჩაატარა და გამანადგურებელი ანგარიშით 6:0 დამარცხდა.

Tottenham Hotspur VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: მაიკლ კერიკი,დარენ ფლეტჩერი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Amos, De Gea, Lindegaard, Buttner, Evans, Evra, Fabio, Ferdinand, Jones, Rafael, Smalling, Varela, Vidic, Anderson, Cleverley, Fellaini,Giggs, Januzaj, Kagawa, Nani, Valencia, Young, Hernandez, Rooney, Van Persie, Zaha.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი

დღეს როგორც ცნობილი გახდა "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუდნენ გუნდის კაპიტანი ნემანია ვიდიჩი,ჰოლანდიელი ფორვარდი რობინ ვან პერსი და ახალგაზრდა ინგლისელი მცველი ფილ ჯონსი.მათ ტრავმების გამო გაუცდათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "ბაიერ ლევერკუზენის" წინააღმდეგ.დევიდ მოიესის გუნდმა მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "კარდიფის" წინააღმდეგ ითამაშა და 1 ქულის მოპოვება შეძლო (2:2).

ცოტა რამ გუნდებზე
Tottenham Hotspur VS Manchester United - Preview

დაარსდა ლონდონში 1882 წელს (როგორც_Hotspur F.C.) მოედანი: White Hart Lane (ტევადობა: 36,310) ზედმეტსახელი: Spurs (დეზები) Lilywhites.
ტოტენჰემი არის პირველი ბრიტანული გუნდი ვინც ევრო ტურნირი მოიგო, ეს მოხდა 1963 წელს, როდესაც ტოტენჰემმა, თასები თასის ფინალში დაამრცხა მადრიდის ატლეტიკო, ანგარიშით 5-1, ლეგენდარული ბილ ნიკოლსონის თაოსნობით, ტოტენჰემის ფეხბურთელი (1938-1955) და შემდეგ უკვე მწვრთნელი (1958-1974), მას მოყვა შემდეგ, 1972 წლის წარმატება, უეფას თასის ნახევარფინალში, იტალიური მილანის გამოთიშვის შემდგომ, ტოტენჰემი ფინალში ადგილობრივ ვულვერჰემპტონს დაუპირისპირდა და ვულვზის მოედანზევე გაიფორმა გამარჯვება, მარტინ ჩივერსის დუბლით, ტოტენჰემმა უეფას თასისი მოგება კეიტ ბურკინშოუს ხელშიც შეძლო 1984 წელს...
ტოტენჰემში ყველა დროის, ყველაზე დიდი ფეხბურთელი არის ჯიმი გრივსი (Jimmy Greaves). იგი ტოტენჰემამდე ჩელსისა და მილანში თამაშობდა, ხოლო 1961-1970 წლამდე ტოტენჰემის რიგებში ირიცხებოდა, მან ამ გუნდში 321 მატჩში, 267 გოლი გაიტანა. ტოტენჰემს გრივსის ღირსეული შემცვლელი გამოუჩნდა, მარტინ ჩივერსის სახით, რომელმაც 280 შეხვედრაში, 120 გოლი გაიტანა, ამ გუნდში გამოდიოდნენ ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდები: გარი ლინეკერი, პოლ გასქოინი, კრის უოდლი, ტედი შერინგემი და ა.შ..."ტოტენჰემი" თავდაპირველად თამაშობდა "ტოტენჰემ მერშის" სტადიონზე. მისი ამ არენაზე საშინაო მატჩების გამართვა 6 წელი გაგრძელდა. 1898 წელს კლუბმა გადაინაცვლა "ნორთუბერლენდ პარკზე". სტადიონზე ყველაზე მეტი გულშემატკივარი მივიდა 1899 წლის აპრილში. 14 000 ფანი დაესწრო "არსენალის" და "სპურზის" დაპირისპირებას. ამის შემდეგ კლუბი გადადის "უაით ჰართ ლეინის" სტადიონზე, რო მელიც ეკუთვნოდა "ჩერინგტონების" ორგანიზაციას. პირველი მატჩი ამ სტადიონზე "ტოტენჰემმა" გამართა "ნოტსქაუნთის" წინააღმდეგ ამხანაგურად - თამაშს დაესწრო 5 000 მაყურებელი. ეს თამაში "სპურზმა" მოიგო ანგარიშით 4-1. პირველი ოფიციალური თამაში კი გუნდს "ქვინზ პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ მოუწია, სადაც 0:1 წააგო, თამაშს კი 11 000 გულშემატკივარი დაესწრო. 1905 წელს "ტოტენჰემმა" "უაით ჰართ ლეინის" ერთპიროვნული მესაკუთრე გახდა. 1921 წელს მოხდა სტადიონის პირველი რეკონსტრუქცია, ამის შემდეგ არენის გაფართოება ეტაპობრივად ხდებოდა. ბოლო რეკონსტრუქცია "უაით ჰართ ლეინზე" მოხდა 1996 წელს. სტადიონი ამჟამად იტევს 36,310 ადამიანს. "ტოტენჰემის" ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს რომ გუნდმა შეიცვალოს არენა. კლუბი ეძებს სტადიონს, სადაც გაცილებით მეტი ადმიანის დატევა იქნება შესაძლებელი. კლუბი აპირებს ააშენოს საკუთარი არენა. ეს სტადიონი იქნება "უაით ჰართ ლეინის" ჩრდილოეთით. ახალი სტადიონის 2/3 აშენების შემდეგ მოხდება, არსებულის ჩრდილო და დასავლეთ მხარეების დანგრევა, ერთი წლის შემდეგ კი ახალი სტადიონი მზად იქნება. სვარაუდოდ ახალ სტადიონს დაერქმევა სპონსორის სახელი. 2008 წლის დეკემბერში KSS დიზაინ-ჯგუფმა შეიმუშავა ახალი სტადიონის დიზაინი.

Tottenham Hotspur VS Manchester United - Preview

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ყოფილმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა და 2013 წელს დატოვა, გუნდს მოაგებინა 25 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 20–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი“ მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 20-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.

გუნდების ფორმა

Tottenham Hotspur VS Manchester United - Preview

ანდრე ვილაშ ბოაშის გუნდი მიმდინარე პრემიერ ლიგაში მე-9 ადგილს იკავებს 20 ქულით.ლონდონურ კლუბს ჩატარებულ 12 შეხვედრაში 6 მოგება,2 ფრე და 4 წაგება აქვს.ამ მომენტისათვის "ტოტენჰემმა" მეტოქის კარის აღება 9-ჯერ მოახერხა,რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის მიმდინარე პრემიერ ლიგაში,ხოლო საკუთარ კარებში 12 ბურთი გაუშვა (აქედან 7 გოლი მხოლოდ ბოლო 2 შეხვედრაში გაუშვა "მანჩესტერ სიტისა" და "ნიუკასლის" წინააღმდეგ)."მამლებს" ბოლო 5 შეხვედრაში 2 მოგება,2 წაგება და 2 ფრე აქვთ.ბოლო მატჩში ისინი "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდნენ და გამანადგურებელი ანგარიშით 6:0 დამარცხდნენ.გავრცელდა ინფორმაცია,რომ ამ მარცხის შემდეგ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ანდრე ვილაშ ბოაშს ულიმატუმი წაუყენა,თუ პორტუგალიელი სპეციალისტი ვერ მოახერხებს ხვალ მანჩესტერული კლუბის დამარცხებას შესაძლოა მას გუნდი დატოვება მოუწიოს."ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე ბოლო მატჩი მიმდინარე პრემიერ ლიგაში "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართა და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ მეტოქესთან.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ "მამლები" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან "წითელ ეშმაკებს".კლუბის ბომბარდირი ამ მომენტისათვის ესპანელი ფორვარდი რობერტო სოლდადო არის 4 ბურთით,გატანილი გოლებიდან სოლდადომ 3-ჯერ პენალტის ნიშნულიდან მოახერხა მეტოქის კარის აღება.ხვალ კი "ტოტენჰემი" ყველანაირად შეეცდება "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებას სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.

Tottenham Hotspur VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ მომენტისათვის მიმდინარე ინგლსისი პრემიერ ლიგის ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს 21 ქულით.დევიდ მოეისის გუნდი ცხრილის სათავეში მყოფ ლონდონის "არსენალს" 7 ქულით ჩამორჩება."წითელმა ეშმაკებმა" მე-11 ტურამდე მეტოქის კარის აღება 20-ჯერ მოახერხეს ხოლო საკუთარ კარში 15 ბურთი გაუშვეს.ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში კი 4 მოგება და 2 ფრე აქვს რაც მსგავსი შედეგიც არცერთ გუნდს არ აქვს პრემიერ ლიგაში.დევიდ მოიესის გუნდი კვლავ დაუმარცხებელია 2013 წლის 28 სექტემბრიდან,როდესაც საკუთარ მოედანზე "ვესტ ბრომვიჩთსთან" წააგეს.დევიდ მოესმა მოახერხა და გუნდს პირველი 12 მატჩიდან 6 თამაში მოაგებინა პირველ სეზონში,სერ ალექს ფერგიუსონის მაჩვენებელი კი ამ მხრივ 4 მატჩის მოგება იყო."მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "კარდიფს" დაუპირისპირდა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ორივემ გუნდმა 1 ქულის მოპოვება შეძლეს,გუნდის ახლოს იყო მიზანთან,მაგრამ მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში უელსელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება საჯარიმო დარტყმის შედეგად."მანჩესტერ იუნაიტედმა" 6 გასვლით შეხვედრაში 3 მოგება მოიპოვა,ორჯერ დამარცხდა ხოლო 1-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა.სეზონის ბოლო მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის ჯფუფურ ეტაპზე ჩაატარა "ბაიერ ლევერკუზენის" წინააღმდეგ და დევიდ მოიესის გუნდმა გერმანიაში მეტოქე 0-5 გაანადგურეს.

მოიესი მატჩის წინ

Tottenham Hotspur VS Manchester United - Preview

დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ ადგილისთვის ბრძოლა "მანჩესტერ იუნაიტედში" უფრო რთულდება და "წითლები" უკვე ახერხებენ ყველას დაანახონ თავიანთი შესაძლებლობები.
"იუნაიტედის" დამაჯერებელი გამარჯვება "ბაიერ ლევერკუზენთან" გახდა იმის დასტური, რომ მოიესის შეგირდებმა მოახერხეს თავდაჯერებულობის დაბრუნება, რაც მას დამატებით თავის ტკივილს უჩენს გუნდის არჩევასთან დაკავშირებით.
"ჩემი აზრით, ჯერ კიდევ შეგვიძლია გაუმჯობესება და პროგრესი." განაცხდა დევიდ მოიესმა წინა-სამატჩო პრესკონფერნციაზე.
"იყო დეტალები, რომლებშიც არც თუ ისე ძლიერები ვიყავით და ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას, თუმცა ბევრ მომენტში გამოჩნდა, რომ გუნდი ძველებურ ფორმას უბრუნდება. სწორედ ამის იმედი მაქვს მე. "ბაიერთან" მატჩში ყველას ვანახეთ რა შეგვიძლია, როცა კარგად ვთამაშობთ და ახლა ჩვენი მიზანია იგივე გავაკეთოთ კვირიდან კვირამდე."
ჯერ-ჯერობით არ არის ზუსტი ინფორმაცია გუნდის ტრავმირებულების შესახებ, როცა მოიესს მათ შესახებ ჰკითხეს მან უპასუხა: "მათ აქვთ თამაშის შანსი, მათ ყველას აქვთ შანსი."
"ტოტენჰემა" საშინელი მარცხი განიცადა "მანჩესტერ სიტისთან: გასულ ტურში, თუმცა მოახერხეს "ევროპა ლიგაზე" "ტრომსოს" დამარცხება. ამ ყველაფრის ფონზე მოიესი არ ელის ადვილ თამაშს "უაით ჰარტ ლეინზე". "მნიშვნელობა არ აქვს როდის თამაშობ "ტოტენჰემთან", ეს ყოველთვის რთული მატჩი იქნება." დაამატა მან. "ჩვენ ორივემ გამოვიარეთ ევროპული მატჩები და გამარჯვებაც მოვახერხეთ, ჩვენ ვაპირებთ ყველანაირად ვეცადოთ ამ თამაშში სასურველი შედეგის დაფიქსირება."

ბოლო მატჩი „უაით ჰარტ ლეინზე“

Tottenham Hotspur VS Manchester United - Preview

ეს ორი გუნდი ბოლოს "უაით ჰარტ ლეინზე" 2013 წლის 20 იანვარს დაუპირისპირდნენ პრემიერ ლიგაში.მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა,მაგ პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონობას "მანჩესტერ სიტის" ეცილებოდა და ყველანაირად ცდილობდნენ ლონდონელებისთვის რევანშის აღებას,მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს.იმის მიუხედავად,რომ რობინ ვან პერსიმ "წითელი ეშმაკები" 25-ე წუთზე დააწინაურა დეპსის გატანილი გოლი დამატებით დროში საბოლოო აღმოჩნდა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.


უერთიერთშეხვედრები

Tottenham Hotspur VS Manchester United - Preview

ამ გუნდებმა ერთმანეთში ყველა ტურნირში ერთად 178 მატჩი ჩაატარეს.
47 შეხვედრა „ტოტენჰემის“ სასარგებლოდ დასრულდა , 84 შეხვედრა „წითელი ეშმაკების“ , ხოლო 47 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
„ტოტენჰემის“ ბოლო გამარჯვება „ოლდ ტრაფორდზე“ გახდა ერთადერთი ბოლო 22 მატჩში - 5 ფრე , 17 მარცხი.
„წითელი ეშმაკები“ არ დამარცხებულან „უაიტ ჰარტ ლეინზე“ ბოლო 12 მატჩში - 8 მოგება , 4 ფრე.
„ტოტენჰემის“ ბოლო გამარჯვება მათ სტადიონზე „იუნაიტედის“ მიმართ დაფიქსირდა 2001 წელს, როდესაც ვილიამ კორსტენმა გააკეთა „დუბლი“ და მასპინძლებმა 3-1 ანგარიშით დაამარცხეს „ეშმაკები“ ამ მატჩში მონაწილეობას იღებდნენ რაიან გიგზი და პოლ სქოულზი რომელმაც ერთადერთი გოლი გაიტანა მასპინძლების კარებში.

20.01.2013 Tottenham Hotspur 1-1 Manchester United
29.09.2012 Manchester United 2-3 Tottenham Hotspur
04.03.2012 Tottenham Hotspur 1-3 Manchester United
22.08.2011 Manchester United 3-0 Tottenham Hotspur
16.01.2011 Tottenham Hotspur 0-0 Manchester United
30.10.2010 Manchester United 2-0 Tottenham Hotspur
24.04.2010 Manchester United 3-1 Tottenham Hotspur
12.09.2009 Tottenham Hotspur 1-3 Manchester United
25.04.2009 Manchester United 5-2 Tottenham Hotspur
13.12.2008 Tottenham Hotspur 0-0 Manchester United
02.02.2008 Tottenham Hotspur 1-1 Manchester United
26.08.2007 Manchester United 1-0 Tottenham Hotspur
04.02.2007 Tottenham Hotspur 0-4 Manchester United
09.09.2006 Manchester United 1-0 Tottenham Hotspur
17.04.2006 Tottenham Hotspur 1-2 Manchester United
22.10.2005 Manchester United 1-1 Tottenham Hotspur
04.01.2005 Manchester United 0-0 Tottenham Hotspur
25.09.2004 Tottenham Hotspur 0-1 Manchester United
20.03.2004 Manchester United 3-0 Tottenham Hotspur
21.12.2003 Tottenham Hotspur 1-2 Manchester United
27.04.2003 Tottenham Hotspur 0-2 Manchester United
21.09.2002 Manchester United 1-0 Tottenham Hotspur
06.03.2002 Manchester United 4-0 Tottenham Hotspur
29.09.2001 Tottenham Hotspur 3-5 Manchester United
19.05.2001 Tottenham Hotspur 3-1 Manchester United
02.12.2000 Manchester United 2-0 Tottenham Hotspur
06.05.2000 Manchester United 3-1 Tottenham Hotspur
23.10.1999 Tottenham Hotspur 3-1 Manchester United
16.05.1999 Macchester United 2-1 Tottenham Hotspur
12.12.1998 Tottenham Hotspur 2-2 Manchester United
10.01.1998 Manchester United 2-0 Tottenham Hotspur
10.08.1997 Tottenham Hotspur 0-2 Manchester United
12.01.1997 Tottenham Hotspur 1-2 Manchester United
29.09.1996 Manchester United 2-0 Tottenham Hotspur
24.03.1996 Manchester United 1-0 Tottenham Hotspur
01.01.1996 Tottenham Hotspur 4-1 Manchester United
15.03.1995 Manchester United 0-0 Tottenham Hotspur
27.08.1994 Tottenham Hotspur 0-1 Manchester United
15.01.1994 Tottenham Hotspur 0-1 Manchester United
16.10.1993 Manchester United 2-1 Tottenham Hotspur
09.01.1993 Manchester United 4-1 Tottenham Hotspur
19.09.1992 Tottenham Hotspur 1-1 Manchester United

LAST 5 MATCH

Tottenham Hotspur VS Manchester United - Preview

HEAD TO HEAD

Tottenham Hotspur VS Manchester United - Preview
მატჩის წინ
11 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
30 ნოემბერი 2013 17:07
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ნამდვილად საინტერესო გამოვიდა გირჩევთ წაიკითხოთ... ხვალ ნამდვილად რთული გამოცდა გველოდება იმედია წარმატებით ჩავაბარებთ gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: GeorgeBest
30 ნოემბერი 2013 17:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ საღოლ good2

კარგია ხალხი დაგვიბრუნდა, ხვალ უეჭველი იქნება პერსი და სეაგდებს კიდეც winked რთული მატჩი იქნება მაგრამ აუცილებლად მოვიგებთ
0
№3
ავტორი: Rooney.
30 ნოემბერი 2013 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
http://www.youtube.com/watch?v=TEqjukavyWY

ყოველთვის, როცა ამას ვუყურებ მაგარ მუღამზე მოვდივარ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is Red!
№4
ავტორი: Manchester_M
30 ნოემბერი 2013 18:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მანჩესტერზე ვაპირებ 2 იანის დაწერას იმედია არ წააგებენ.
0
№5
ავტორი: GGMU
30 ნოემბერი 2013 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
movigebttt ...da bevri goli minda ro gavitanott love
0
№6
ავტორი: Berba 9
30 ნოემბერი 2013 23:13
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
საღოლ დავით საღოლ ! აღარ დავიწყებ, რომ მაგარია და ა.შ ხვალ კი უეჭველი მოგება გვინდა !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№7
ავტორი: Malboro463
1 დეკემბერი 2013 01:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
მოვიგებთ manunited
0
№8
ავტორი: red devil
1 დეკემბერი 2013 08:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Anu dges keriki ver itamashebs? Cudia :( imedia 3 qulas avigebt
0
№9
ავტორი: love united
1 დეკემბერი 2013 10:49
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Rooney.

wink

კარგი პრევიუა,როგორც ყოველთვის..
0
№10
ავტორი: I L C
1 დეკემბერი 2013 12:30
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ციტატა: Rooney.

http://www.youtube.com/watch?v=TEqjukavyWY

ყოველთვის, როცა ამას ვუყურებ მაგარ მუღამზე მოვდივარ!


wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top