თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2013, 00:43
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1839,
კომენტარები: 7
თვის საუკეთესო ფეხბურთელი
ხმა მიეცით თვის საუკეთესო ფეხბურთელს!
თვის საუკეთესო ფეხბურთელი
სამი ფეხბურთელი იბრძოლებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ ვინ იქნება ეს.

პირველი კანდიდატი არის უეინ რუნი, რომელიც მთავარი ფიგურაა გუნდში. "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ნოემბერში გატანილი 11 გოლიდან 2 რუნის ანგარიშზეა, მან თავი გამოიჩინდა "ფულემთან" და "კარდიფთან". ასევე ამ თვეში მან განახორციელა 7 ასისტი: ვალენსიას "ფულემის" წინააღმდეგ, პერსის "არსენალის" წინააღმდეგ და ევრას "კარდიფის" წინააღმდეგ. ასევე მან "ლევერკუზენთან" გატანილი ხუთი გოლიდან ოთხ შემთხვევაში მოახერხა საგოლე გადაცემის გაკეთება. "ის დაბადებულია გამარჯვებულად და ეს მთელ გუნდზე მოქმედებს." განაცხდა სმოლინგმა.

ანტონიო ვალენსიას დიდი ბრძოლა მოუწევს უეინ რუნისთან ამ ტიტულის მოსაგებად, გასული სეზონის ჩაგდების შემდეგ ის საოცარ ფორმაში იმყოფება. ნოემბრის თვეში მან გაუტანა "ფულემს" და "კარდიფს". "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი მიკი ტომასი თვლის, რომ ვალენსიას თამაში ხშირად შეუმჩნეველი ხდება. "მე აღფრთოვანებული ვარ ვალენსიათი" განაცხადა მან. "მას დიდი წვლილი შეაქვს გუნდის წარმატებაში, თუმცა ხშირად ხალხი ამას ვერ ამჩნევს. მან დაიბრუნა თავდაჯერებულობა და ძალიან ეხმარება პერსის და რუნის."

მესამე კანდიდატი კი პატრის ევრაა, მან შესანიშნავად ითამაშა "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ, ასევე გოლი გაუტანა "კარდიფს". ის დაეხმარა გუნდს სამჯერ შეენარჩუნებინა კარი მშრალად. "ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია წელს." განაცხადა ირვინმა. "არ გამკვირვებია, რომ ის თვის საუკეთესო ფეხბურთელთა კანდიდატებს შორისაა. ის ძალიან სტაბილურია და მოახერხა გოლის გატანაც. მან ყველაფერი იცის "იუნაიტედის" შესახებ. ის ნამდვილი ლიდერია გასახდელში."

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ.



წყარო: ManUtd.com
სხვა
7 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
30 ნოემბერი 2013 00:44
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ვალენსიაც კარგი იყო, მაგრამ მაინც რუნის მივეცი ხმა, საუკეთესოა გუნდში love
0
№2
ავტორი: chudikone
30 ნოემბერი 2013 01:05
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რუნი რა თქმა უნდა !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Malboro463
30 ნოემბერი 2013 02:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რუნი +1
0
№4
ავტორი: red devil
30 ნოემბერი 2013 06:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Shreki ra tqma unda
0
№5
ავტორი: BERDI
30 ნოემბერი 2013 12:26
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
რუნი ძალიან კარგი იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: Jubo
30 ნოემბერი 2013 13:02
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რუნი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: buka oboladze
1 დეკემბერი 2013 14:42
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
აქ არამგონია ვინმეს განსხვავებული აზრი ქონდეს რუნიი love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top