თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2013, 22:54
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2202,
კომენტარები: 2
მოიესის პრესკონფერენცია
მოიესმა მომავალ მატჩზე და ტრავმირებულებზე ისაუბრა
მოიესის პრესკონფერენცია
დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ ადგილისთვის ბრძოლა "მანჩესტერ იუნაიტედში" უფრო რთულდება და "წითლები" უკვე ახერხებენ ყველას დაანახონ თავიანთი შესაძლებლობები.

"იუნაიტედის" დამაჯერებელი გამარჯვება "ბაიერ ლევერკუზენთან" გახდა იმის დასტური, რომ მოიესის შეგირდებმა მოახერხეს თავდაჯერებულობის დაბრუნება, რაც მას დამატებით თავის ტკივილს უჩენს გუნდის არჩევასთან დაკავშირებით.

"ჩემი აზრით, ჯერ კიდევ შეგვიძლია გაუმჯობესება და პროგრესი." განაცხდა დევიდ მოიესმა წინა-სამატჩო პრესკონფერნციაზე.

"იყო დეტალები, რომლებშიც არც თუ ისე ძლიერები ვიყავით და ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას, თუმცა ბევრ მომენტში გამოჩნდა, რომ გუნდი ძველებურ ფორმას უბრუნდება. სწორედ ამის იმედი მაქვს მე. "ბაიერთან" მატჩში ყველას ვანახეთ რა შეგვიძლია, როცა კარგად ვთამაშობთ და ახლა ჩვენი მიზანია იგივე გავაკეთოთ კვირიდან კვირამდე."

ჯერ-ჯერობით არ არის ზუსტი ინფორმაცია გუნდის ტრავმირებულების შესახებ, როცა მოიესს მათ შესახებ ჰკითხეს მან უპასუხა: "მათ აქვთ თამაშის შანსი, მათ ყველას აქვთ შანსი."

"ტოტენჰემა" საშინელი მარცხი განიცადა "მანჩესტერ სიტისთან: გასულ ტურში, თუმცა მოახერხეს "ევროპა ლიგაზე" "ტრომსოს" დამარცხება. ამ ყველაფრის ფონზე მოიესი არ ელის ადვილ თამაშს "უაით ჰარტ ლეინზე". "მნიშვნელობა არ აქვს როდის თამაშობ "ტოტენჰემთან", ეს ყოველთვის რთული მატჩი იქნება." დაამატა მან. "ჩვენ ორივემ გამოვიარეთ ევროპული მატჩები და გამარჯვებაც მოვახერხეთ, ჩვენ ვაპირებთ ყველანაირად ვეცადოთ ამ თამაშში სასურველი შედეგის დაფიქსირება."

წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
2 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
29 ნოემბერი 2013 22:55
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
როგორც ვიცი ვიდიჩიც, პერსიც და რაფაელიც ბრუნდება, იმედია კარგი შემადგენლობით შვხვდებით ტოტენჰემს, რთული მატჩი იქნება.
0
№2
ავტორი: ლადო
29 ნოემბერი 2013 23:06
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მებრზოლი სასტავი გვეყოლება ტოტენჰემტან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top