თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2013, 00:12
ავტორი: love united,
ნანახია: 2416,
კომენტარები: 6
40 წლის რაიანი: როგორ გაუშვა "სიტიმ" ხელიდან ის
ლეგენდარული ადამიანი, რომელიც დღეს 40 წლის გახდა.მოკლე ისტორია მასზე...
40 წლის რაიანი: როგორ გაუშვა
ფეხბურთის ისტორიაში მრავალი ფაქტია, როდესაც გამორჩეული ფეხბურთელი გუნდს დაუკარგავს. რას იტყვით ზინედინ ზიდანზე, რომელიც "ბლექბერნმა" დაკარგა, დიეგო მარადონასა და "შეფილდ იუნაიტედზე" ან ზლატან იბრაჰიმოვიჩზე და "არსენალზე". ისეთ გენიალურ ადამინსაც კი, როგორიც სერ ალექს ფერგიუსონია, ბევრი ტალანტი გაუშვია ხელიდან. მაგალითად პოლ გასკოინი, ალან შირერი, ახლახანს კი გარეტ ბეილი. მაგრამ სხვა თემაა რაიან გიგზი. ეს ადამიანი ფერგიმ მალევე შეამჩნია და სულ რაღაც ერთ წელში შეძლო მისი გადაბირება. გიგზი არც მეტი და არც ნაკლები, "სიტის" აკადემიის წევრი იყო, სწორედ მათი მთავარი მტერის. "სიტი" ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა რაიანით, როდესაც ერთ-ერთმა მასწავლებელმა გიგზს სკოლის გუნდში თამაშის ნება დართო. ერთ-ერთ სამუშაო დღეს, "ცისფერთა" სკაუტმა, დენის შოფილდმა შეამჩნია ის და მაშინვე სცადა უელსელთან კონტაქტის დამყარება. შოფილდი, რომლის გუნდშიც 8 წლის გიგზი ჩაირიცხა იხსენებს:"მე ვიყავი მერძევე, ამავდროულად ვმუშაობდი სკაუტად მანჩესტერულ კლუბში."

40 წლის რაიანი:როგორ გაუშვა "სიტიმ" ხელიდან ის

თინეიჯერი გიგზი დენის შოფილდთან ერთად, რომელმაც ის "დენისის ახალგაზრდების კლუბში" 8 წლის ასაკში მიიღო.

40 წლის რაიანი:როგორ გაუშვა "სიტიმ" ხელიდან ის

მშვენიერი დასაწყისი: თინეიჯერი გიგზი იწყებს მანჩესტერულ კარიერას. 1991/92 წლების სეზონი.

"ერთ დღეს დავინაზე, როგორ მიდიოდნენ ბიჭები სკოლიდან საფეხბურთო ფეხსაცმელებით.მაშინვე ერთ-ერთ მადგანს ვკითხე, თუ აპირებდნენ ბურთის გაგორებას. მე გავყევი მათ და ვუყურე თამაშს. თავიდანვე შევამჩნიე მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ბიჭუნა. ის სწრაფი, დინამიტივით სახიფათო იყო. მისი სახელი და გვარი გავიგე- რაიან უილსონი, ახალ გადმოსული სვინდონიდან, უელსიდან. ერთ-ერთ მასწავლებელს ვკითხე, თუ ახლდა ბიჭს თან მშობლები. მან მითხრა, რომ აქ იყო მისი დედა. ქალბატონს ვკითხე, იყო თუ არა მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ახალგაზრდა მისი შვილი. პასუხი დადებითი იყო. მე პირდაპირ ვუთხარი: თქვენი ბიჭი ჩემთან უნდა მოვიდეს. ვფიქრობდი- ამ ადამიანს ხელიდან არ გავუშვებდი. "სიტის" ფანებმა დაამზადეს ბანერი, წითელი ფონით, ეს იყო დიდი პლაკატი, რომელზეც ეწერა:"რაიანი ჩვენთან ითამაშებს". მათ უნდოდათ ეთქვათ, რომ როდესაც გიგზი 14-ის გახდებოდა, შეიძენდნენ უელსელს."

ვერავინ ვერ შეამჩნევდა 18 წლამდელ ფეხბურთელს, რომელსაც დიდი ტალანტი ჰქონდა, ისე როგორც ფერგიუსონი. მან ყველაფერი გაზეთის ჯიხურიდან გაიგო: ჰაროლდ უორდი რეგულარულად აკვირდებოდა გიგზს. სერ ალექსი თავისი ოთახის ფანჯრიდან უყურებდა კლიფს, სადაც რაიანმა ჰეთ-რიკი გაიტანა "სელფორდის" წინააღმდეგ. მაინც, "სიტი" დარწმუნებული იყო- ისინი შეიძენდნენ რაიანს, როდესაც ის 14-ის გახდებოდა. მათ ყურადღება არ მიაქციეს ფერგიუსონის დაინტერესებას.

ის უკვე არაერთხელ იყო სვინდონში, ულაპარაკია გიგზის დედასთან. და ზუსტად რაიანის მე-14 დაბადების დღეზე სერ ალექსმა მათ კარზე დააკაკუნა. მის გვერდით ასისტენტი, ჯო ბრაუნი იდგა. გიგზის დედას, ლინის კიდევ ერთხელ მოუხდა სენდვიჩებისა და ჩაის დამზადება. ფერგიმ გაიხუმრა და სწორედ ასე ეცადა გამოეგლიჯა "სიტის" კლანჭებიდან ბიჭი. მან თქვა:"იმედია, სენდვიჩებისა და ჩაის საფასურს იმით გამოვისყიდი, რომ ხელს მოვაწერ მის მაისურს."

40 წლის რაიანი:როგორ გაუშვა "სიტიმ" ხელიდან ის

მასწავლებელი და მოსწავლე: 1992 წელი.

40 წლის რაიანი:როგორ გაუშვა "სიტიმ" ხელიდან ის


ტკბილი მოგონებები: რაიან გიგზმა სქოულზთან, ნევილებთან და სხვა ბავშვობის მეგობრებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო.

გიგზის მე-14 დაბადების დღეზე ფერგიუსონმა სვინდონში დატოვა ყველაზე საჭირო ხელმოწერა-შოფილდის სამწუხაროდ. ის ამბობს:"მე ვუთხარი კენ ბარნს ("სიტის" მთავარ სკაუტს), რომ სერ ალექსი და ჯო ბრაუნი იყვნენ გიგზის სახლში კონტრაქტის გასაფორმებლად- იმ დროს, როდესაც ის იჯდა თავის ოფისში და ელოდა რაიანს დედასთან ერთად."


სამი საუკეთესო გოლი:


3.გიგზი ტოტენჰემის წინააღმდეგ, 1992 წელი (ტოტენჰემი-იუნაიტედი 1-1)

18 წლის გიგზი, ბურთს ჩაიგდებს ხელში არაზუსტი პასის შემდეგ, იმორჩილებს მას, გაუძვრენს ფეხებს შორის ჯეისონს კანდის, მოატყუებს მეკარეს, შემდეგ კი აუღელვებლად შეაგდებს ბურთს კარში.

40 წლის რაიანი:როგორ გაუშვა "სიტიმ" ხელიდან ის




2.გიგზი იუვენტუსის წინააღმდეგ, 2003 წელი (იუვენტუსი-იუნაიტედი 0-3)

ამ პერიდოში გიგზი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. ამბობდნენ, რომ ფორმაში არ იყო( ალბათ გულისხმობდნენ არსენალთან აცილებულ ბურთს). მაგრამ ის გამოვიდა მოედანზე და გააკეთა ეს! ტურინში, იუვენტუსის მოედანზე. მან ჩაჭრა ანტონიო კონტეს გადაცემა, გაიქცა წინ, წაიღო ბურთი მარჯვენა ფლანგზე და ბუფონს შორეულ კუთხეში დაურტყა- ჯიჯი უშანსოდ დარჩა.

40 წლის რაიანი:როგორ გაუშვა "სიტიმ" ხელიდან ის


40 წლის რაიანი:როგორ გაუშვა "სიტიმ" ხელიდან ის




1.გიგზი არსენალის წინააღმდეგ, 1999 წელი (არსენალი-იუნაიტედი 1-2)

ეს უბრალოდ ინდივიდუალური საოცრება არ იყო- ამ გოლმა იუნაიტედი დიდი კრიტიკისგან იხსნა. ექსტრა-ტაიმი. მანჩესტერი ათი კაცით დარჩა. გიგზმა ჩაჭრა პატრიკ ვიერას გადაცემა, ჩამოიტოვა ლი დიქსონი, მარტინ კოუნი და შესანიშნავად დაარტყა. ფანები ჭკუიდან შეიშალნენ.

40 წლის რაიანი:როგორ გაუშვა "სიტიმ" ხელიდან ის


40 წლის რაიანი:როგორ გაუშვა "სიტიმ" ხელიდან ის





"სიტიმ" ალბათ არსებობის განვმალობაში ყველაზე დიდი შეცდომა გიგზთან მიმართებაში დაუშვა. თავადაც ხედავთ- გუშინწინ უელსელმა 90 წუთის განვმალობაში ითამაშა "ბაიერ ლევერკუზენის" წინააღმდეგ და სასწაული შეძლო- ლომის წვლილი დაიდო დიდი ანგარიშით გამარჯვებაში, ამავდროულად ნახევარდაცვას ის აკონტროლებდა. ძნელია იმის გამოხატვა, თუ რას ნიშნავს "იუნაიტედისთვის" რაიანი-40 წლის კაცი კლუბის სიყვარულით ჯერ კიდე ფეხბურთშია.ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს დარჩება "ერთგული ჯარისკაცი" წითლების შემადგენლობაში.
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
29 ნოემბერი 2013 00:17
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ გიო!

რავიცი გიგზი რომ არა ალბათ იუნაიტედის ისტორიას ერთი ძალიან დიდი ნაწილი მოაკლდებოდა, საოცარი ფეხბურთელია.
0
№2
ავტორი: red devil
29 ნოემბერი 2013 07:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Raian legenda xar she oxero :D udzlieresia
0
№3
ავტორი: BERDI
29 ნოემბერი 2013 10:48
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ გიო საღოლ ძალიანმაგარია ყოჩაღ.

გიგგზე კიდე უკომენტაროდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: scholes
29 ნოემბერი 2013 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
სქოულზზეც დადეთ რა ესეთ სტილში რამე მინდა რო ახალგაზრდა თაობამაც გაიგოს ვინ და რა დონის იგროკები იყვნენ სქოულზი და გიგზი ))) რაც სქოულზი აღარ თამაშობს იმისმერე გაჩნდა ცენტრში პრობლემები
0
№5
ავტორი: m-an-united
29 ნოემბერი 2013 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
<3 <3 <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№6
ავტორი: Manchester United 14
30 მარტი 2014 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ბურთზე ნუ ზიხარ დაკვერცხდება wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top