ყოფილი მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავი დენის ირვინი აცხადებს, რომ პატრის ევრა არის კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მას შემდეგ რაც დევიდ მოიესმა ჩაიბარა გუნდი.
ირლანდიელი მოიხიბლა ფრანგი მარცხენა მცველით და ასევე კრის სმოლინგით, რომელმაც საუცხოოდ შეცვალა რაფაელი დაცვის მარჯვენა ფლანგზე.
"პატრისზე ჭორები იყო ზაფხულში იმის შესახებ, რომ ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა მის მაგივრად"-აცხადებს ირვინი Manutd.com-ისთვის ინტერვიუს მიცემისას-"ასევე "იუნატედს" ჰყავს ალექს ბიუტნერი, რომელიც შესანიშნავი შემცვლელი იქნებოდა ევრას პოზიციაზე, მაგრამ ის "იუნაიტედის" ფეხბურთელია, და ეს ჭორებიც ამ ყველაფრის ნაწილია."
"ის მართლაც რომ კარგად ასრულებს მის საქმეს და მე ვფიქრობ, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი წელს. მე ეჭვგარეშე ვიტყვი, რომ არ ვარ გაოგნებული, რომ ევრა წარდგენილია თვის საუკეთესო ფეხბურთელის კანდიდატებში. გარდა ამისა, ის არის ძალიან სტაბილური ამ სეზონში და მოახერხა ბურთის გატანაც "კარდიფთან" მატჩში, რაც ასევე ძალიან დაეხმარა "მანჩესტერ იუნაიტედს"
"რაც მოხდა იმაში გასაკვირი არაფერი არ არის. ყოველთვის იარსებებს ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც შეეცდება შენი ადგილის დაკავებას და ასევე ყოველთვის იქნება პრესაში შენს პოზიციაზე მყოფ ფეხბურთელებზე ლაპარაკი. შენ უნდა გაუმკლავდე ამ ყველაფერს და მე ვფიქრობ, რომ ევრა ამას მშვენივრად ახერხებს. მე ასევე ვფიქრობ, რომ ის საკმაოდ კარგ პასუხებსაც იძლეოდა ამ ყოველივეზე."
"ევრამ იცის ფეხბურთის კლუბში რა ხდება გინდ გარეთ და გინდ შიგნით. მას ყავს კარგი თანაგუნდელები, კარგი ლიდერი და აქვს ასევე ცოცხალი ხასიათი. ის დიდებული იყო ჩვენთვის წელს."-დაასრულა ირვინმა.