თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2013, 21:37
ავტორი: Dato de gea quantana,
ნანახია: 1800,
კომენტარები: 4
მატჩის შემდგომი ინტერვიუები
მატჩის შემდგომი ინტერვიუები „იუნაიტედისა“ და „ლევერკუზენის ბაიერის“ ფეხბურთელებთან
მატჩის შემდგომი ინტერვიუები
ნანი,“მანჩესტერ იუნაიტედის“ ვინგერი

ვფიქრობ ეს იყო შესანიშნავი მატჩი. ჩვენ თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და ჩვენ ვიცოდით რომ „ლევერკუზენის“ ფეხბურთელები თავიდანვე ბევრს შემოგვიტევდნენ.ისინი ცდილობდნენ თავიდანვე ანგარიშის გახსნას,მაგარამ ჩვენი დაცვა ძალიან კარგად თამაშობდა. მთელი გუნდი იყო მობილიზირებული. ჩვენ ვცდილობდით კონტრშეტევებზე გვეთამაშა და გამოგვეყენებინა ყველა შესაძლებლობა.ჩვენ მოვახერხეთ და გავიტანეთ ხუთი უპასუხო ბურთი. ხუთი გოლის გატანა გერმანული გუნდისთვის, გერმანიაში ადვილი არაა.

კრის სმოლინგი,“მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი

ვფიქრობ, კარგია სახლიდან შორს გამარჯვება,განსაკუთრებით ის ფაქტია აღსანიშნავი, რომ აქ მხოლოდ „მიუნხენის ბაიერნს“ არ დაუკარგავს ქულები. ვფიქრობ რომ ჩვენ ჩვენს თავს კარგი საფუძველი მივეცით ჩვენი დაცვით. ჩვენი შეტევის ხაზის სწრაფად გადადიოდა შეტევაზე და იტანდა გოლს. გიგზის პასი ნანის მისამართით იყო ბრწყინვალე, მას აქვს მოედნის კარგი ხედვა.

უეინ რუნი,“მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი

ვფიქრობ, რომ ეს იყო შესანიშნავი მატჩი. ჩვენ კარად ვითამაშეთ, დაცვამ ასევე კარგად ითამაშა, გვქონდა რამდენიმე შესანიშნავი კონტრშეტევა, ჩვენ ვთამაშობდით ძალით. ჩვენ ვიცოდით თუ გავიტანდით პირველ გოლს, გულშემატკივარი შექმნიდა მტრულ ატმოსფეროს რაც ცოტათი გაგვირთულებდა თამაშს, ვიცოდით, რომ გულშემატკივარი დაარღვევდა სიწყნარეს და გაშმაგდებოდა. ჩვენ გვჭირდებოდა ერთი ქულა ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად, ამ გამარჯვებამ კი ეს პოზიცია საბოლოოდ მოგვანიჭა.

რაიან გიგზი,“მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი

ჩვენ ხუთი გოლი გავიტანეთ სტუმრად რაც ყველა ევროპული გუნდისთვის კარგი შედეგია, ასე რომ ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ. ეს იყო მნიშვნელოვანი თამაში ,რაგდან თუ ჩვენ გავიმარჯვებდით, უკვე გავინაღდებდით შემდეგ ეტაპს. მაგრამ ჩვენ ხუთი გოლის გატანას არ ვგეგმავდით.

სტეფან რაინართსი,“ლევერკუზენის ბაირის“ ნახევარმცველი

სამწუხაროდ ჩვენ დავთმეთ თამაში „იუნაიტედთან“. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგალითად მე ვერ ვიხსნებოდი კარგად შეტევებში, დაცვა ვერ ახერხებადა დაცვის ხაზის სრულად დაცვას. “იუნაიტედი“ ძალიან კარგად თამაშობდა რაც ანგარიშზეც აისახა. ჩვენი ბედი გადაწყდება ბოლო ტურში,ჩვენ შევეცდებით დავამარცხოთ „სოსიედადი“ და იმედი მაქვს, რომ „შახტარი“ ვერ შეძლებს „იუნაიტედის“ დამარცხებას. ამიტომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ გამარჯვებას მოვიპობთ „სან სებასტიანზე“.

ომერ ტოპრაკი,“ლევერკუზენის ბაირის“ მცველი

ძნელია სიტყვების გამონახვა ამ მარცხის შესახებ. ჩვენ დიდი სამუშაო გველის წინ, თუ გვინდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, ბოლო თამაშში უნდა გავიმარჯვოთ „სოსიედადთან“. პირველ თამაშში ჩვენს სახლში შევძელით და დავამარცხეთ ისინი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ გასვლაზეც დავამარცხებთ და გავალთ შემდეგ ეტაპზე.

სიმონ როლფესი “ლევერკუზენის ბაირის“ მცველი

ეს იყო საშინელი საღამო ჩვენთვის. როდესაც მეორე გოლი გავუშვით, გუნდი გატყდა, მესამე გოლზე კი მივხვდით, რომ თამაში დამთვრდა.ბოლო ტურში ჩვენ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ “ლევერკუზენის ბაიერი“ ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდია.

წყარო: UEFA.COM
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: love united
28 ნოემბერი 2013 22:45
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ,საინტერესოა..ისე არავინ რომ არ ელოდა ამ შედეგს :დ
0
№2
ავტორი: Vodafone
28 ნოემბერი 2013 22:52
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კაია ავტორ good2

არანაირად არ მოველოდი ასეთ ანგარიშს
0
№3
ავტორი: UTD-Rule
28 ნოემბერი 2013 23:05
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საინტერესო იყო ყველას სიტყვა ერთ სიახლეში თავმოყრილი ყოჩაღ...

მე სმოლინგის პროგრესი მომწონს ყველაზე მეტად,რაღაც ამ ბოლო დროს სირბილს მოუმატა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: red devil
29 ნოემბერი 2013 07:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
UTD-Rule,
magis adgili centrshia neta rafa dabrundes male. Ise baieri gava me mgoni meore adgilze
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top