"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა საკუთარი აღტაცება გამოთქვა ვეტერანი რაიან გიგზის მიმართ, "ბაიერის" დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ.
ხვალ უკვე "იუნაიტედის" ლეგენდას შეუსრულდება 40 წელი, თუმცა ასაკის მიუხედავად ის განაგრძობს "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას. გუშინ მან მოახერხა "ბაიერის" წინააღმდეგ 90 წუთის ჩატარება და შესანიშნავი საგოლე გადაცემაც მიითვლას თავის ანგარიშზე.
რუნის სიტყვებით ლევერკუზენელები გაოგნებულნი იყვნენ გიგზის სათამაშო დონით. ხოლო თვითონ ფეხბურთელი გამოტყდა, რომ ის ვერ მოახერხებს თავის თანაგუნდელის მაგალითის მიბაძვას.
"თამაშის დროს "ბაიერის" მცველმა ცენტრალურმა იკითხა, როგორ ახერხებს ის ასეთ ასაკში თამაშს."
"იმის ყურება, თუ როგორ მშვიდად მოძრაობს რაიანი ბურთთან ერთად, ნამდვილად შესანიშნავია. თუმცა რა თქმა უნდა, მე ვერ მოვახერხებ ასეთ ასაკში თამაშს, ეს გამორიცხულია!" - გადმოგვცემს უეინ რუნის სიტყვებს "იუნაიტედის" ოფიციალური საიტი.