თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2013, 15:10
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1659,
კომენტარები: 6
რუნის პირველი ადგილი სურს
რუნიმ "ლევერკუზეთან" მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა
რუნის პირველი ადგილი სურს
რუნი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნატედისთვის" მნიშვნელოვანია A ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა, "ლევერკუზენთან" 5:0 დიდებული გამარჯვების შემდეგ.

წითლების ვარსკვლავი დაეხმარა გუნდს პირველი 4 გოლის შექმნაში და კიდევ ერთხელ საოცარი წარმოდგენა გვაჩვენა. გოლების შექმნის გარდა, ის კარგად შეეწყო შინჯი კაგავას, მას შემდეგ რაც იაპონელი დაუბრუნდა თავის ადგილას-ცენტრში.

გატანილი გოლების რაოდენობა არის ერთ-ერთი ფაქტორი რომელიც მისცემს "წითლებს" საშუალებას გავიდნენ ჯგუფიდან, მაგრამ ფორვარდი არ კმაყოფილდება ამით და არ სურს რომ გუნდი მშვიდად შეხვდეს "შახტარს", რომლებმაც შეძლეს დამაჯერებლად გამარჯვება "რეალ სოსიედადთან" (4-0) და ჩამოვლენ მანჩესტერში შემდეგ თვეს. რუნი ფიქრობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ თამაშის მოსაგებად.

"მე ვფიქრობ, რომ ეს შედეგი აშკარად დიდებულია და მაშინაც კი როცა ჩვენ უკვე 2-0-ს ვიგებდით ყველაფერი გავაკეთეთ თამაშის ბედის ბოლომდე გადასაწყვეტად"-აცხადებს რუნი MUTV-თან საუბრისას.-"ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ გუნდები ორიენტირებულნი იქნებიან ამ მატჩის შედეგზე, მაგრამ ჩვენ მაინც დიდ ყურადღებას მივაქცევთ შემდეგ თამაშს."

"ჩვენ ახლა გვჭირდება მხოლოდ ქულა რომ პირველ ადგილზე გავიდეთ ჯგუფში და ამიტომ ჩვენ სანამ აქ კმაყოფილები ვართ სამი ქულით არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ შემდეგი თამაში. ყველაფერი მნიშვნელოვანია და ამიტომ ჩვენ ვეცდებით რომ მოვიპოვოთ ის ერთი ქულა შახტართან მატჩში"

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვითამაშეთ ფანტასტიურად, დიდებული ძალით და სწრაფი გადაადგილებითა, თუ გადაცემებით. ჩვენ ჩვენი შანსი გამოვიყენეთ ამიტომაც ეს კარგი თამაში და სანახაობა იყო."

"აშკარააა, რომ ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულები ვიყავით, როდესაც მივიღეთ გოლი ბოლო წუთებზე "კარდიფთან" მატჩში (კვირას) და ჩვენ არ ვითამაშეთ ისე კარგად როგორც საჭირო იყო, ამიტომაც ვართ ჩვენ დღევანდელი თამაშით კმაყოფილნი."
–აცხადებს ინგლისელი.


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
28 ნოემბერი 2013 15:24
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ავტორ, ეგრე გააგრძელე.

რუნი საუკეთესო იყო გუშინ love
0
№2
ავტორი: GeorgeBest
28 ნოემბერი 2013 16:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგია ავტორ winked

პირველი ადგილი ჩვენია რა თქმა უნდა. მომავალ თამაშსაც აუცილებლად მოვიგებთ და ყველაფერი რიგზე იქნება. ნელ–ნელა ვბრუნდებით am

იმედია ეხლა მაინც დაინახა რომ კაგავა თავის პოზიციაზე ძალიან მაგარია, ასეთ დროს მაინც უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად
0
№3
ავტორი: VaRdo
28 ნოემბერი 2013 16:50
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კაგავას გამოყენება შეგვიძლია მაგრად. მოკლედ გვჭირდება ეგ კაცი უფრო კრეატიულია და უფრო მრავალფეროვანია ჩვენი შეტევებიც. სუ გაიგდე და ჩააწოდე არ გამოგვივა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: chudikone
28 ნოემბერი 2013 17:15
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მომწონს რუნის შემართება am
კარგია ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: red devil
28 ნოემბერი 2013 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Daudet am kacs axali 5 wliani konqrakti
0
№6
ავტორი: RedGirl
28 ნოემბერი 2013 19:39
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მადლობთ ^^ პირველი იყო და ვეცდები საინტერესო რაღაცები დავდო ხოლმე ^^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top