თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2013, 20:37
ავტორი: love united,
ნანახია: 2021,
კომენტარები: 2
გიგზის სიყვარული "იუნაიტედისადმი"
39 წლის ლეგენდა, რომელიც მთელი კარიერის განვმალობაში "იუნაიტედის" ერთგული დარჩა...
გიგზის სიყვარული
ბოლო ორი ათწლეულის განვმალობაში უელსელმა რაიან გიგზმა მოიგო ყველა თასი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ის ისევ რჩება ფეხბურთის მწვერვალზე. რაიანი პარასკევს 40 წლის გახდება, მაგრამ ასაკის მიუხედავად, კვლავ აპირებს მოედანზე გასვლას. მანამდე კი, აეროპორტში ის საინტერესო აქსესუარით გამოჩნდა. კერძოდ, მან რამდენიმე წუთით დიდი ჩანთიდან ამოიღო ხელჩანთა, რომელზეც "იუნაიტედის" წარსულის სიამაყის ამსახველი სურათებია გამოსახული. მაგალითად, მასზე გამოსახულია ლეგენდარული ჯორჯ ბესტის შვიდიანი, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის თასი, რომელიც ნობი სტაილზმა მოიპოვა. შეგახსენებთ, ნობის რამდენიმე დღის წინ პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს.

აეროპორტში ასევე ადვილად შენიშნავდით უეინ რუნის, რომელიც წელს შესანიშნავ ფორმაშია. მას ფანი სთხოვდა ხელის მოწერას 10 ნომრიან მაისურზე.

გიგზის სიყვარული "იუნაიტედისადმი"


გიგზის სიყვარული "იუნაიტედისადმი"


გიგზის სიყვარული "იუნაიტედისადმი"


გიგზის სიყვარული "იუნაიტედისადმი"


რაიან გიგზმა მცირე კომენტარიც გააკეთა. მას მიაჩნია, რომ "იუნაიტედს" შესწევს ძალა მოიპოვოს პრემიერ ლიგის ტიტული მიმდინარე სეზონში: "ჩვენ არ გვქონდა კარგი სტარტი. ბოლო ათი თუ მეტი თამაში კარგად ჩავატარეთ, მაგრამ კარდიფთან ფრედ დასრულებული თამაში ნამდვილად წარუმატებლად ითვლება. ეს გიჟური სეზონია. ყველას შეუძლია ნებისმიერ გუნდს მოუგოს. ერთადერთი გუნდი, რომელიც ფორმის პიკშია "არსენალია". ისინი პირველ ადგილზე არიან დამსახურებულად. ჩვენ არაერთი ასეთი სეზონი ჩაგვიტარებია, უბრალოდ უნდა ვიყოთ მობილიზებულნი. კარგად გვახსოვს, ბევჯერ არ გვითამაშია კარგი, გამართული ფეხბურთი მაგრამ მაინც გავმხდარვართ ჩემპიონები. იანვარში ჩვენ უფრო მაღალ ადგილზე ვიქნებით. კარგი შანსი გვაქვს თასის მოსაპოვებლად."

გიგზის სიყვარული "იუნაიტედისადმი"


გიგზის სიყვარული "იუნაიტედისადმი"


წყარო:dailymail
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
27 ნოემბერი 2013 20:39
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
უბერებელი love
0
№2
ავტორი: ლადო
27 ნოემბერი 2013 20:51
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
უელსელი ჯადოქარი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top