თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2013, 19:11
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1501,
კომენტარები: 2
სმოლინგი: რუნი გამარჯვებულადაა დაბადებული
კრის სმოლინგმა თავისი თანაგუნდელი, უეინ რუნი შეაქო
სმოლინგი: რუნი გამარჯვებულადაა დაბადებული
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა კრის სმოლინგმა შეაქო თავისი თანაგუნდელი უეინ რუნი და განაცხადა, რომ ფორვარდი დიდ როლს ითამაშებს "ლევერკუზენთან" მატჩში ისევე, როგორც მთელს სეზონში.

რუნის გოლი "კარდიფთან" გახდა მისი მერვე გოლი ამ სეზონში და ფორვარდი კიდევ უფრო მიუახლოვდა ლეგენდარული სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს, რომელიც საუკეთესო ფორვარდია კლუბის ისტორიაში. თუმცა, სმოლინგი არაა გაკვირვებული უეინის ასეთი ფორმით, რადგან თვლის მისი შესანიშნავი თამაში, მისი ყოველდღიური დაუღლელი ვარჯიშის შედეგია.

"უეინი ტოპ კლასის ფეხბურთელია და ის ვარჯიშობს ისე, როგორც თამაშობს." განაცხადა სმოლინგმა. "ის ყოველ თამაშში აკეთებს იმას, რასაც ვარჯიშებზე."

"წითლების" მცველმა ასევე დაამატა, რომ რუნის სათამაშო სტილი ამხნევებს მთელს გუნდს ვარჯიშებზე და თამაშებზე.

"შენ შეგიძლია მასში ნახო ის წყურვილი და ჟინი რაც მას აქვს თამაშის დროს. ეს ყველაფერი გასახდელში ყველა ჩვენგანზე ვრცელდება, შესვენების დროს და თამაშის დასრულების შემდეგაც."

"ის დაბადებულია გამარჯვებულად და ეს მოქმედებს მთლიან გუნდზე."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
2 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
27 ნოემბერი 2013 19:13
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მართლა საოცრად თამაშობს, დღეს ძალიან დაგვჭირდება.
0
№2
ავტორი: ლადო
27 ნოემბერი 2013 19:26
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ამის იმედად ვარ დღეს 60% პროცენტით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top