თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2013, 18:38
ავტორი: MATA - JM8,
ნანახია: 1603,
კომენტარები: 5
ბაიერი - მანჩესტერ იუნაიტედი (ანონსი)
გთავაზობთ დღევანდელი მატჩის ანონს
ბაიერი - მანჩესტერ იუნაიტედი (ანონსი)
ლევერკუზენის "ბაიერთან" ოთხშაბათს გამარჯვების შემთხვევაში "მანჩესტერ იუნაიტედი" 1/8 ფინალის საგზურს მოიპოვებს.

მოცემულ მომენტში დევიდ მოიესის გუნდი ლიდერობს A ჯგუფში, "წითელ ეშმაკებს" 1 ქულით ჩამორჩებიან გერმანელები, ხოლო 3 ქულით უკრაინელები.

ეჭვს ვერ შევიტანთ იმაში, რომ სამი ჰიუპიას გუნდი ამ შეხვედაში მოტივირებული იქნება, რადგან ეს გამარჯვება გერმანელებს არა მარტო შემდგომი ეტაპის საგზურს მოუტანს, არამედ ჯგუფში პირველ ადგილზე გადაიყვანს.

სექტემბერში ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში "იუნაიტედმა" 4–2 გაიმარჯვა, უეინ რუნიმ 2 გოლი გაიტანა და კლუბის მაისურით მე–200 გატანილი გოლი აღნიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ "წითლებმა" "კარდიფთან" კვირის მატჩში ფრედ 2–2 ითამაშეს, მათ შეუძლიათ დაიკვეხნონ იმით, რომ პრემიერლიგის ბოლო 6 მატჩში 14 ქულის მოგროვება მოახერხეს. ჩემპიონთა ლიგაზე "წითელ ეშმაკებს" "ბაიერთან" არ წაუგიათ 2002 წლის შემდეგ.

აღნიშნულ შეხვედრაში "ბაიერს" არ დაეხმარება თავდამსხმელი სიდნეი სამა, რომელსაც ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს. სამი ჰიუპიას გუნდს შესაძლოა კიდევ ვერ დაეხმაროს მცველი სებასტიან ბენიში. რობერტო ჰილბერტი ტრავმირებულია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" გერმანიაში ტრავმირებული ნემანია ვიდიჩისა და რობინ ვან პერსის გარეშე გაემგზავრა. მაიკლ კერიკი ასევე ლაზარეთშია. სამაგიეროდ გუნდს დაუბრუნდნენ რაფაელი და ფილ ჯონსი. მარუან ფელაინი წითელი ბარათის მიღების გამო 1 მატჩიან დისკვალიფიკაციას მოიხდის.

სიახლის წყარო
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
27 ნოემბერი 2013 19:08
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ესენი პრევიუში წერია, მარა მაინც კაია საღოლ.
0
№2
ავტორი: ლადო
27 ნოემბერი 2013 19:22
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჯონსი და რაფიკას დაბრუნება გამიხარდა, იმედაი დღეს ორივე სასტავში იქნება....რვპს არ ყოფნა დანაკლისია...იმედია დღეს ჩიჩა შეაგდებს...
0
№3
ავტორი: red gangster
27 ნოემბერი 2013 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
baieri moigebs ki ara moedanze davwvavt tyuilad ar gvedzaxian witel eshmakebs
0
№4
ავტორი: BERDI
27 ნოემბერი 2013 21:41
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ყოჩაღ. კარგია რო დაგვიბრუნდნენ ფეხბურთელები აუცილებლად უნდა მოვიგოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: NUGI
27 ნოემბერი 2013 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
ვიგებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top