დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ "იუნაიტედს" ელის დიდი ბრძოლა წინ, "ბაიერ ლევერკუზენის" წინააღმდეგ, რათა გაინაღდონ მერვედფინალის საგზური.
"იუნაიტედმა" პირველ ტურში დაამარცხა გერმანელები 4-2, თუმცა მას შემდეგ სემი ჰიპიას შეგირდები არ დამარცხებულან და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან პირველ ადგილზე მყოფ "იუნაიტედს".
აღსანიშნავია, რომ "ლევერკუზენს" აქვს შესანიშნავი შედეგი სახლში ჩატარებული მატჩებისა, ბოლოს ისინი საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ მარტში. ასევე ისინი მეორე ადგილზე იმყოფებიან "ბუნდესლიგაში". მიუხედავად იმისა, რომ "წითლებსაც" აქვთ 10 მატჩიანი წაუგებელი სერია, მოიესი ძალიან რთულ გამოცდას ელის გერმანელებთან.
"შემდეგ თამაში ძალიან რთული და მნიშვნელოვანია." განაცხადა მოიესმა პრესკონფერენციაზე. "მდოგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან."
"როცა პირველად შევხედე ჯგუფს გავიფიქრე, რომ 'შახტართან' გასვლიტი მატჩი იქნებოდა ძალიან რთული და ასეც აღმოჩნდა. ეს ჩვენი ბოლო გასვლითი შეხვედრაა, 'ლევერკუზენი' შესანიშნავ ფრომაში იმყოფება და ჯგუფშიც კარგი ადგილი უჭირავს, ამიტომ ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია."
მოიესს მოუწევს დაპირისპირება "ლივერპულის" ყოფილ კაპიტან, სემი ჰიპიასთან, რომელიც მისთვის ძალიან ნაცნობია "ევერტონის" პერიოდიდან. ჰიპია "ლევერკუზენს" მაისში ჩაუდგა სათავეში და მოახერხა გუნდის "ჩემპიონთა ლიგაზე" გაყვანა.
"მე ვფიქრობ ის ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, როდესაც 'ლივერპულში' თამაშობდა." დაამატა მოიესმა. "მან ძალიან კარგი სამუშაო გასწია გუნდში და ისინი კარგ პოზიციაზე იმყოფებიან, ძალიან კარგ ჩემპიონატში."
"ახალი გუნდის მწვრთნელობა არსდროსა არაა ადვილი, შენ უნდა მოიგო საკმარისი თამაშები იმისათვის, რომ პოსტზე დაგტოვონ და გააგრძელო პროგრესი. სწორედ ამას გვაჩვენებს სემი ამ მომენტში."