დევიდ მოიესმა დაადასტურა, რომ რობინ ვან პერსი არ გამგზავრებულა გუნდთან ერთად გერმანიაში, "ჩემპიონთა ლიგის" მატჩისთვის "ბაიერ ლევერკუზენის" წინააღმდეგ.
საზარდული ტრავმის გამო ჰოლანდიელმა გამოტოვა "კარდიფთან" მატჩი, რის შემდეგაც ვერ მოხერხდა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება და ის არ გაემგზავარა გუნდთან ერთად გერმანიაში.
ასევე მანჩესტერში დარჩა ნემანია ვიდიჩი. "წითლების" კაპიტანს არ უთამაშია მას შემდეგ, რაც ტვინის შერყევა მიიღო "არსენალთან" მატჩში. მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს დილით ივარჯიშა, ის გამოტოვებს "ჩემპიონთა ლიგის" მატჩს.
"ორივე ტრავმირებულია. თქვენ უკვე იცოდით, რომ ვიდიჩს ჰქონდა ტვინის შერყევა. რაც შეეხება ვან პერსის, ის ბოლომდე მზად არაა." განაცხადა მოიესმა პრესკონფერნციაზე. "ჩვენ გავგარძელებთ მასზე მონიტორინგს. მას მცირე პრობლემა ჰქონდა საზარდულთან. არცერთი ტრავმა არაა გრძელვადიანი, თუმცა ტვინის შერყევას ცოტა დრო სჭორდება."
ფილ ჯონსი გაემგზავრა გუნდთან ერთად, რომელმაც მოახერხა გამოჯანმრთელება ინგლისის ნაჯრებში მიღებული ტრავმის შემდეგ, ასე რომ, დევიდ მოიესს უფრო დიდი არჩევანი ექნება ნახევარდაცვის ცენტრში. ასევე დისკვალიფიკაცია აქვს მარუან ფელაინის.
"ფელაინს აქვს დისკვალიფიკაცია წინა თამაშში მიღებული წითლის გამო, ასევე ტრავმის გამო არ გვეყოლება მაიკლ კერიკი." დაამატა მოიესმა. "ეს ნორმალურია დიდი კლუბებისთვის. ჩვენაირ კლუბებს ხშირად აქვთ მსგავსი პრობლემები, რადგან გვიწევს ძალიან ბევრი მატჩის ჩატარება. თუმცა მე მყავს შემადგენლობა, რომელიც შემიძლია გამოვიყენო და ყველას დავანახოთ რა შეგვიძლია."