უეინ რუნის ეჭვი ეპარება სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვებში, რომელმაც განაცხადა, რომ ინგლისელი ფორვარდი გასულ სეზონში ცუდ ფორმაში იყო.
"მე არ ვთვლი, რომ ახლა რაიმე საოცარ სათამაშო დონეზე ვიმყოფები. ასეთივე ვიყავი გასულ სეზონში. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ფეხბურთელების სტატისტიკას და ნახავთ რომ ეს ისეთივეა როგორც გასულ სეზონში." - გადმოგვცემს რუნის სიტყვებს skysports.com.
"მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ამ სეზონში ჩემს თამაშს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ ბევრი თვლის, რომ ამ სეზონში მე რაიმე განსაკუთრებულ შედეგებს ვაჩვენებ."