თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2013, 14:44
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1512,
კომენტარები: 7
მოიესი: რუნის დასვენება სჭირდება
დევიდ მოიესმა უეინ რუნიზე ისაუბრა
მოიესი: რუნის დასვენება სჭირდება
დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ უეინ რუის უახლოეს პერიოდში მიეცემა დასვენების საშეუალება, მას შემდეგ რაც ჩაატარა უამრავი მნიშვნელოვანი მატჩი კლუბში და ნაკრებში.

თავდამსხმელი ფანტასტიურ ფორმაში იმყოფება და "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის განცადებით ამ სეზონში ინგლისელი საუკეთესოა გუნდში. ზოგი შესაძლოა არ დაეთანხმოს, თუმცა მოიესის მტკიცებით რუნის სათამაშო ფორმამ მას საშუალება მისცა ჩაეტარებინა ბევრი თამაში კლუბში, ამიტომ მას აუცილებლად სჭირდება დასვენება.

მოიესი აღიარებს, რომ მოხარული იქნებოდა თუ რუნის დასვენების საშუალება მიეცემოდა სანაკრებო პაუზის დროს, თუმცა ესმის, თუ რატომ სჭირდებოდა როი ჰოჯსონს მისი თილისმანი ინგლისის ნაკრებში.

"მე ვფიქრობდი, რომ რუნი ორივე მატჩს ჩაატარებდა ნაკრებში, შეიძლება 90 წუთი არა, მაგრამ მე ვიცი როგორ მდგომარეობაშია რუნი ახლა - მას უნდა ყველა მატჩის ჩატარება" განუცხადა მოიესმა ჟურნალისტებს. "მე ვიმედოვნებდი, რომ მას ამ პერიოდში დასვენების საშუალება მიეცემოდა, თუმცა ის უნდა ყოფილიყო შემადგენლობაში, რადგან როისთვის ეს თამაშები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. სეზონის გარკვეულ ნაწილში მომიწევს რუნის დასვენება, თუმცა არ ვიცი როდის მოხდება ეს."

"შესაძლოა მომავალ ორ თვეში მას დასვენების დრო მიეცეს, რადგან მისი ძალისხმევა და შრომა ამ სეზონში ფანტასტიურია. ჩვენ ყველას მოგვწონს უეინ რუნის თამაშის ყურება, თუმცა ის ვერ შეძლებს ყველა მატჩის ჩატარებას."


"მე ვფიქრობ ის უკეთესი ფეხბურთელია, როდესაც ბევრ თამაშს ატარებს" დაამატა მოიესმა. "ამიტომაც არ გამკვირვებია, როდესაც მან ინგლისში ორივე თამაში ითამაშა. თუმცა თუ შევხედავთ მის სათამაშო დონეს, დისტანიციას რომელსაც ის თამაშის განმაბლობაში ფარავს და მის დახარჯულ ენერგიას, მივხვდებით რომ მისთვის აუცილებელია დასვენება."

"იუნაიტედის" მენეჯერი კმაყოფილია რუნის ამჟამინდელი თამაშით და განაცხადა, რომ მას საშუალებას მისცემს რაც შეიძლება მეტი თამაში ჩაატაროს, რათა ბოლომდე დაეხმაროს გუნდს.

"რამდენიმე თამაშში ის ძირითადში არ დამიყენებია და მითქვამს 'შენ არ დაიწყებ დღეს თამაშს და სათადრიგოზე იჯდები', თუმცა ის ძალიან საჭირო ფეხბურთელია და ხშირ შემთხვევბში ის მთელი თამაშის განმავლობაში მჭირდება." განაცხადა მოიესმა.

"ჩვენ არ გვინდა რომ მისი ფორმა უარყოფითისკენ წავიდეს, ჩვენ გვსურს შევუნარჩონოთ მას ის მუხტი რაც ახლა აქვს, მაგრამ სხვა დეტალებზე უნდა ვიფიქროთ. უეინი ამას გაიგებს. დარმწუნებული ვარ ის ფიქრობს, რომ ჩვენ მასთან სწორად ვმუშაობთ და ის ჩვენ ბოლომდე გვენდობა."

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
24 ნოემბერი 2013 14:45
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კარგი იქნრბოდა სანაკრებო შესვენების დროს რომ დაესვენა, ინგლისის ნაკრებს მაინც არაფერი ეშეველება derpneutral მართლა სჭირდება დასვენება, დღეს ალბათ სათადარიგოზე იქნება
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
24 ნოემბერი 2013 14:53
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
უნდა დაისვენოს და არა რაღაც უმნიშვნელო თამაშებისთვის გავიდეს მოედანზე
0
№3
ავტორი: GGMU
24 ნოემბერი 2013 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ესეიგი დღეს ჩიჩა და პერსი იქნებიან
0
№4
ავტორი: Berba 9
24 ნოემბერი 2013 15:26
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
GGMU,

შეიძლება არც პერსი არ იყოს, მაგასაც მოუწია თამაში:))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: Vodafone
24 ნოემბერი 2013 15:31
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
Great M.U,
ხო მარა პერსიმ სანაკრებო პაუზის დროს დაისვენა და ალბათ იქნება
0
№6
ავტორი: VaRdo
24 ნოემბერი 2013 15:42
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Great M.U
GGMU,

შეიძლება არც პერსი არ იყოს, მაგასაც მოუწია თამაში:))


შანსი არაა ორივეს არ დაასვენებს და აქ კიდე არ წერია რომ დღეს ვასვენებო. მომავალშიო. უფრო სახლის შეხვედრებში დაასვენებს შედარებით სუსტ მეტოქეებთნ. კარდიფთან ადვილი გასეირნება ბუ გგონიათ. ყველა გუნდი ანგარიშგასაწევია და რუნი პერსის გარეშე ვიღამ უნდა ითამაშოს? ჯონსი არა კერიკ იარა რუნ იარა პერსი არა. იანგით თამაშს ვერ მოვიგებთ :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: red devil
24 ნოემბერი 2013 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Martalia babu rooney martla sauketesoa unitedidan :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top