რონალდო მოღალატეების შვიდეულში საპატიო ადგილს იკავებს.
დგება დრო, როდესაც ფეხბურთელი გარკვეული მიზნით ტოვებს მის გუნდს, თუმცა თუ იგი იგივე ლიგის კლუბში გადადის, იმის შანსი ყოველთვის არსებობს რომ მისმა ყოფილმა ფანებმა უარყოფითად შეხედონ ამ ფაქტს და ობსტრუქციასაც ჰქონდეს ადგილი. თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში, ასე რომ ვთქვათ, ფანებს ბეზრდებათ თავიანთი ყოფილი ფეხბურთელისთვის ობსტრუქციის მოწყობა და ყველაფერი წარსულში რჩება. მაგრამ არის შემთხვევებიც, როდესაც ეს ყველაფერი მრავალი წლის მანძილზე გრძელდება და არც დასასრული უახლოეს მომავალში უჩანს. ამას ძირითადად მოსისხლე მტრის რიგებში გადასული ფეხბურთელები იმსახურებენ და ისინი, ვინც ამ "სამაგალითო" საქციელით ერთხელ არ დაკმაყოფილდა და ხელმეორედ შეაძულა გულშემატკივარს თავი.
მოდით, ერთად განვიხილოთ ფეხბურთის ისტორიაში 7 ყველაზე მოღალატე ფეხბურთელი. ამასთანავე უნდა დავასახელოთ ისინი, ვინც ამ სიაში ვერ მოხვდნენ, თუმცა ღალატთან საუბარში ყოველთვის წარმოგვიდგება მათი გვარები. ესენი არიან: მო ჯონსტონი, ნიკ ბარმბი, ალან სმითი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
7. რობინ ვან პერსი

ჰოლანდიელი "იუნაიტედს" 2012 წლის ზაფხულში შეურთდა. მან "მეთოფეების" მაისურით 8 წელი უტიტულოდ იასპარეზა და გადაწყვიტა კონტრაქტის გახანგრძილივებაზე თავი შეეკავებინა. ამ ფაქტით "იუნაიტედის" თავკაცობამ ისარგებლა და ვან პერსი 23$ ევროდ შეიძინა.
რაც ყველაზე ძალიან ამწუხრებს არსენალის გულშემატკივარს ის არის, რომ რობინმა პირველივე სეზონში შეძლო პრემიერ ლიგის ტიტულის დაუფლება, რაშიც უმთავრესი წვლილი თავად მიუძღვის. ერთი სრული და აწ მიმდინარე სეზონის ჯამში მან 62 მატჩიდან 40-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.
6. კენი მილერი

როდესაც ფეხბურთში არსებულ მეტოქეობასა და მტრობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში "სელტიკის" და "რეინჯერსის" 100 წლიანი შუღლი უნდა გავიხსენოთ.
კენი მილერმა მხოლოდ "რეინჯერს" არ უღალატა, როდესაც იგი "სელტიკში" გადავიდა. მან ანალოგიური საქციელი შემოგვთავაზა, როდესაც "სელტიკიდან" მის ყოფილ კლუბში დაბრუნდა.
5. უეინ რუნი

მორიგი ფეხბურთელი, რომელიც "წითელ ეშმაკუნებს" შეურთდა და ავტომატურად გახდა ყოფილი გუნდის მოსისხლე მტერი.
რუნიმ ჩაიდინა ფეხბურთის ყველაძე მძიმე ცოდვა. "ევერტონში" ასპარეზობისას მან ლურჯ მერსისაიდელ ფანებს განუცხადა "Once a Blue, Always a Blue", როდესაც გოლი გაიტანა. მას შემდეგ იგი "იუნაიტედს" შეურთდა და "ევეტონის" ფანების წინ "ეშმაკუნების" გერბს აკოცა, როდესაც მან ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა.
სიმართლე იქნება თუ ვიტყვით, რომ "ევეტონის" ფანებს არავითარი სიმპატია აღარ გააჩნიათ რუნის მიმართ, მიუხედავად მისი მოღვაწეობისა ლურჯ მერსისაიდელებში.
4. ეშლი კოული

ეშლი კოული ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელთაც კლუბი მაღალი ხელფასის მოთხოვნით დატოვეს. მოგეხსენებათ რომ მას კვირაში 55.000 ევრო ჰქონდა, მაგრამ "ჩელსიში" მას 90.000 მდე გაზრდას ჰპირდებოდნენ და ეშლიც უყოყმანოდ დათანხმდა. თუ მტრის ბანაკში გადაბარგება, ყოფილი კლუბის მიერ შეთავაზებული კონტრაქტის უარყოფა, კოულისგან იმის განცხადება, რომ "მეთოფეებმა" მიუტევეს მას ჩადენილი საქციელი, არსენალის გულშემატკივრებს სასაცილოდ არ ჰყოფნით, ფაქტია რომ ამ დროის მანძილზე ეშლიმ გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწია, ვიდრე მისმა ყოფილმა კლუბმა, "არსენალმა".
3. ფიგუ

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლუიშ ფიგუ ამ სიაში მესამე ადგილს იკავებს. იგი კატალონიის ბარსელონადან "რეალში" გადავიდა და წარამტებასაც მიაღწია, რაც კატალონიელებს ორმაგად დამწუხრების საბაბს აძლევს. სწორედ ამ მწუხარებამ მიიყვანა კატალონიელი ფანები იმ ზომამდე რომ ერთ-ერთი მატჩის დროს ფიგუს ღორის თავები ესროლეს ტრიბუნებიდან.
2. სოლ კემბელი

"იუდა" - ასე მოიხსენიებდნენ კემბელს "ტოტენჰემის" გულშემატკივრები, როდესაც იგი "არსენალოს" რიგებში ჩაირიცხა.
შეიძლება მისი ტრანსფერი ვინმემ გამართლებულად ჩათვალოს, რადგან კემბელი ღიად აცხადებდა რომ სურდა ჩემპიონთა ლიგაზე ეასპარეზა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ "არსენალის" გარდა მისით ბევრი ტოპ კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ სოლმა არჩევანი "მეთოფეებზე" შეაჩერა, მიუხედავად იმისა რომ მას საზოგადოებისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ არასოდეს გახდებოდა "არსენალის" ფეხბურთელი. რაც ყველაზე მეტად გასაკვირია, ის არის რომ კემბელი სწორედ ამ კლუბს უფასო აგენტის სტატუსით შეუერთდა.
1. რონალდო

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ნაკლებად ლოალური მისი კლუბების მიმართ - რონალდო.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავებით, რონალდო პირდაპირ არ გადასულა ერთი გუნდიდან მის მოსისხლე მტერ გუნდში. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ასპარეზობდა "რეალის", "ბარსელონას", "ინტერისა" და "მილანის" მაისურებით. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ იგი ოთხივე კლუბში ძალიან უყვართ და არ აკრიტიკებენ, ისე როგორც მოსალოდნელია.
კარიერის მიწურულს იგი სამსობლოში დაბრუნდა და ჩაირიცხა "ფლამენგოში". სადაც მუხლის დაზიანება მიიღო, თუმცა გამოკეთების შემდეგ, ყველასათვის გასაკვირად, იგი "ფლამენგოს" მოსისხლე მტერს - "კორინთიასს" შეუერთდა. სწორედ ეს ფაქტი გვაძლევს საშუალებას რონლადო ამ სიის სათავეში დამსახურებულად ვამყოფოთ.
სტატია თარგმნილია უცხოური ფან-საიტიდან.