თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2013, 14:34
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1823,
კომენტარები: 7
დევიდ მოიესმა რაიან გიგზი შეაქო
დევიდ მოიესმა კლუბის ვეტერან ფეხბურთელზე, რაიან გიგზზე ისაუბრა
დევიდ მოიესმა რაიან გიგზი შეაქო
რაიან გიგზმა ნაადრევი საჩუქარი მიიღო თავისი მეორმოცე დაბადების დღისთვის დევიდ მოიესისგან, რომელმაც ძალიან შეაქო უელსელი ვეტერანი.

"წითლების" ვეტერან გმირს 29 ნოემბერს შეუსრულდება 40 წელი, 22 წლის განმავლობაში, რომელიც მან "იუნაიტედში" გაატარა, მან მოახერხა 951 მატჩის ჩატარება.

როგორც მოგეხსენებათ "იუნაიტედი" გასვლით მატჩს გამართავს უელსში, "კარდიფის" წინააღმდეგ, იქ სადაც დაიბადა "იუნაიტედის" ლეგენდა რაიან გიგზი.

გიგზმა ჩაატარა 10 შეხვედრა ყველა ჩემპიონატში ერთად დევიდ მოიესის თავკაცობით და ბოსმა განაცხადა, რომ 11-მა ნომერმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

"ყველაზე საოცარი ისაა, რომ ის არ თამაშობს 40 წლის ფეხბურთელივით და ის არ გავს 40 წლის ადამიანს." განაცხადდა მოიესმა. "ის გასაოცარი ფეხბურთელია და დიდი პრივილეგიაა მასთან ერთად როგორც სამწვრთნელო შტაბში მუშაობა, ისევე მისნაირი ფეხბურთელის ყოლა."

"როდესაც აქ მოვედი, მასში ვნახე რაღაც განსაკუთრებული, ის ფანტასტიური ფეხბურთელია. მისთვის შესანიშნავი იქნება კარდიფში დაბრუნება და დარწმუნებული ვარ გულშემატკივრები მას ტაშით შეხვდებიან."


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
23 ნოემბერი 2013 14:36
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ხვალ ითამაშებს ალბათ ნახევარდაცვის ცენტრში. ისე 1000 მატჩამდე რომ ასულიყო კარგი იქნებოდა მაგრამ არა მგონია. წელს დაამთავრებს ალბათ. recourse
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
23 ნოემბერი 2013 14:39
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რაიან <3
0
№3
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2013 14:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხვალ გიგზი დაგვჭირდება, ცენტრში ეს მირჩევნია დადგეს. აუცილებელია ხვალ მოვიგოთ
0
№4
ავტორი: ლადო
23 ნოემბერი 2013 15:19
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
გიგზი და ფელაინი დადგებიან სავარაუდოდ
0
№5
ავტორი: love united
23 ნოემბერი 2013 22:12
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან მაგარი კაცია!მოსიარულე საოცრება wink
0
№6
ავტორი: maladoi
24 ნოემბერი 2013 00:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ხვალ ნეტა მოვიგოთ
0
№7
ავტორი: buka oboladze
24 ნოემბერი 2013 12:44
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
უბერებელია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top