თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2013, 11:39
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2235,
კომენტარები: 12
მოიესი:"ფელაინის მეტი შეუძლია."
მოიესმა ფელაინიზე ისაუბრა
მოიესი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მარუან ფელაინის ჯერ არ უჩვენებია ის თამაში, რასაც "ევერტონში" აჩვენებდა ხოლმე.

საზაფხულო ტრანსფერების ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, დევიდ მოიესმა "ევერტონს" ამაყად გადაუხადა ფეხბურთელში – 27.5 მილიონი ფუნტი. მაგრამ მარუანმა იმედები ვერ გაამართლა, ამას დაემატა მისი ტრავმაც, რომლსაც შესაძლოა მალე ოპერაციაც კი დასჭირდეს.

"კარდიფთან" მატჩში მარუანი დიდი ალბათობით მინდორზე გამოვა, რადგან ტრავმირებულები არიან ფილ ჯონსი და მაიკლ კერიკი. დევიდ მოიესი კი ცდილობს მხარი დაუჭიროს ბელგიელ ნახევარმცველს.

"მან იცის, რომ უკეთესად შეუძლია თამაში. როდესაც ის ჩვენთან გადმოვიდა, ჩვენ ისე ვერ ვთამაშობდით, როგორც გვინდოდა. ბევრი ვინც "იუნაიტედში" გადმოსულა პირველივე თამაშიდანვე არ დაუმკვიდრებია ადგილი სასტარტო შემადგენლობაში, რადგან ამას დრო სჭირდება."

"ფელაინისთვის დრო უნდა მიგვეცა, მაგრამ ძალიან სწრაფად ჩავრთეთ საქმეში. ამასთანავე მას აქვს ტრავმა, რაც ოპერაციას საჭიროებს, ამიტომ ის თავს უფრთხილდება. ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება მარუანი და აუცილებლად მიეცემა მას შანსი." – განაცხადა მოიესმა Daily Mirror-თან.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
23 ნოემბერი 2013 11:41
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დიდი ფული გვაქვს გადახდილი და აუცილებლად უნდა მოვიდეს აზზრზე, არ მინდა ამასაც იანგივით დაემართოს..
0
№2
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2013 12:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფელაინმა უნდა გაამართლოს ის იმედები რასაც მასზე ვამყარებდით. ჯერ დრო სჭირდება მაინც ვფიქრობ, იმედია ყველაფერი რიგზე იქნება და დაბნეული ბავშვივით აღარ ირბენს მოედანზე
0
№3
ავტორი: MANUTD FAN.
23 ნოემბერი 2013 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ჯერ ფორმაში უნდა ჩადგეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№4
ავტორი: ThiagoAlcantara
23 ნოემბერი 2013 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
aman operacia gaiketos da zamtarshi alternativa movdzebnot jobiaa )) cabay an coce gaasworebs
0
№5
ავტორი: Vodafone
23 ნოემბერი 2013 13:53
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
არადა ევერტონში როგორ მევასებოდა, ამან წაგვაგებინა ტიტული ფაქტიურად. იმედია ათამაშდება კარგად
0
№6
ავტორი: Macklemore
23 ნოემბერი 2013 14:26
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჩემი აზრით გახსნა უნდა ცოტა რა. იქ რო იყო თავის თავზე იღებდა ხოლმე თამაშებს და აქ ვერ ბედავს ეგრე! ცოტა გაიხსნება და საკაიფო იქნება!
0
№7
ავტორი: Shako Jones
23 ნოემბერი 2013 14:37
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
რა დაგვანახა რო ? უკეთესად შეუძლია ?
0
№8
ავტორი: NUGI
23 ნოემბერი 2013 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
ფელაინი ძაან მაგარია ევერტონში თუ თამაშობდა მანჩესტერში რატო ვერ ითამაშებს

GLORI:GLORI,MAN UTD
0
№9
ავტორი: Best 7
23 ნოემბერი 2013 23:27
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
chemi azrit ver gaamartlebs
0
№10
ავტორი: buka oboladze
24 ნოემბერი 2013 12:45
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
გაამართლებს აუცილებლად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top