თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2013, 09:39
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1807,
კომენტარები: 9
ფერდინანდი უკანასკნელ სეზონს ატარებს "იუნაიტედში"?!
შესაძლოა რიო ფერდინანდმა "იუნაიტედი" სეზონის ბოლოს დატოვოს
ფერდინანდი უკანასკნელ სეზონს ატარებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ეს სეზონი მისთვის ბოლო აღმოჩნდეს "ოლდ ტრაფორდზე".

როგორც ცნობილია, ფერდინანდი თვრამეტ კაციან განაცხადშიც კი ვერ მოხვდა "არსენალთან" მატჩზე, სადაც "იუნაიტედმა" "მეთოფეებს" სამი ქულა წაართვეს. რიო, რომელმაც გასულ თვეში 35 წლის იუბილე აღნიშნა, გამოტყდა, რომ გუნდში მისი როლი შეიცვალა.

"მწვრთნელმა უბრალოდ გადაწყვიტა, იმ მატჩში არ გამოვსულიყავი. მე ვთამაშობდი შუა კვირაში, ხოლო უქმეებზე განაცხადის მიღმა დავრჩი. ეს ცოტა არ იყოს მაბრაზებს, მაგრამ ჩემი ასაკიც არ იტყუება. იმ ფაქტს უნდა შევეგუო, რომ ყველა მატჩს ვერ ჩავატარებ. ეს ძნელი მისაღებია, რადგან მე მსურს ყველა მატჩის ჩატარება, ყოველ კვირას."

"ეს ნამდვილად ძნელი მისაღებია, მაგრამ პროფესიონალი უნდა ვიყო. თუ შენ ყველა ტურნირზე გინდა წარმატების მიღწევა, მაშინ ერთი და იმავე გუნდში ყოველთვის ვერ ითამაშებ. ჩვენ გუნდში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, განსაკუთრებით კი ჩემს პოზიციაზე, ასე რომ ყოველი მატჩით უნდა დავტკბე."

"ვითამაშებ თუ არა მომდევნო წელს "იუნაიტედში"? – არ ვიცი. პირველ რიგში ეს სეზონი უნდა გადავლახო. დიდი იმედით, ამ სეზონს წარმატებით დავასრულებთ. გასულ წელსაც იგივე ვთქვი. ჯერ სამომავლო გეგმები არ შემიდგენია, ამიტომ სანამ სეზონს არ დავასრულებ, მომავალზე ვერ ვიფიქრებ." – განაცხადა ფერდინანდმა Daily Mirror–თან.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
23 ნოემბერი 2013 10:04
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
არამგონია ჯერ დაამთავროს...
0
№2
ავტორი: MANUTD FAN.
23 ნოემბერი 2013 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
არ წავა შანსი არაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№3
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2013 12:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დარწმუნებული ვარ რომ ითამაშებს. კი აბრაზებს ის ფაქტი რომ ძირითადში ხან ვერ ხვდება ხოლმე, მაგრამ უკვე ასაკშია. რიო უფრო მნიშვნელოვან მატჩებში უნდა გამოვიყენოთ
0
№4
ავტორი: Vodafone
23 ნოემბერი 2013 13:50
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
წელს საშინლად დაიწყო, მაგრამ ცოტა გამოსწორდა.
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
23 ნოემბერი 2013 14:36
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რიო <3
0
№6
ავტორი: GGMU
23 ნოემბერი 2013 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ashkarad dakarga forma :X
0
№7
ავტორი: SAF
23 ნოემბერი 2013 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
წესტ ბრომვიჩმა გადღუპა რიო fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№8
ავტორი: Best 7
23 ნოემბერი 2013 21:15
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
arsad ar midis es kaci
0
№9
ავტორი: buka oboladze
24 ნოემბერი 2013 13:05
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
აღიდგენს ფორმას აუცილებლად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top