დევიდ მოიესი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააგრძელებს წაუგებელ სერიას, მას შემდეგ რაც სანაკრებო შესვენების შემდეგ დაუბრნდებიან კლუბს და გამართავენ გასვლით მატჩს "კარდიფის" წინააღმდეგ.
"პრემიერ ლიგის" ჩემპიონებმა მოახერხეს 9 მატჩის წაუგებლად ჩატარება ყველა ჩემპიონატში ერთად. მენეჯერი დარწმუნებულია, რომ ისინი მოახერხებენ ამ სერიის გაგრძელებას ახლად გადმოსულ უელსურ გუნდთან.
"იუნაიტედის" თავდაჯერებულობა გაიზარდა, მას შემდეგ რაც მათ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს "არსენალი" და ცხრილში მეხუთე ადგილზე გადავიდნენ.
"ჩვენ ბოლო დროს რამდენიმე კარგი რეზულტატი დავაფიქსირეთ და გვსურს რაც შეიძლება მალე მოვიდეს მომავალი მატჩები და გავაგრძელოთ წარმატებული სერია." განაცხადა მოიესმა წინა-სამატჩო პრესკონფერნციაზე. "თუმცა სანაკრებო შესვენებას ვერაფერს ვუზამთ. ჩვენ კარგი სერია გვაქვს და ამ მომენტში თავს კარგად ვგრძნობთ. ჩვენ საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ და ასე გაგრძელებას ვაპირებთ."
მენეჯერი იმედოვნებს, რომ ნემანია ვიდიჩი მოახერხებს გამოჯანმრთელებას, მას შემდეგ რაც ტვინის შერყევა მიიღო "არსენალთან" მატჩში, პირველი ტიმის დასასრულს.
"ტვინის შერყევის დროს აუცილებელია დასვენება. მან საკმარისად დაისვენა, ის თავს კარგად გრძნობს და მზად არის სათამაშოდ. ეს არ არის სერიოზული ტრავმა - ტვინის შერყევა შეიძლება ზოგჯერ ძალიან სერიოზული აღმოჩნდეს, თუმცა მას საკმარისი დრო ჰქონდა დასასვენებლად და გამოსაჯანმრთელებლად."
მოიესმა ასევე შეაქო "კარდიფის" მწვრთნელი მალკი მაკაი.
"მალკაიმ შესანიშნავი სამუშაო გასწია, არამარტო ამ სეზონში, არამედ გასულ სეზონებში. ის ძალიან დაეხმარა 'კარდიფს' და უელსელები მადლობელები უნდა იყვნენ, რომ ის ყავთ. მან მოახერხა გუნდის 'პრემიერ ლიგაში' დაბრუნება და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოახერხონ უმაღლეს დივიზიონში დარჩენა. ყველამ ვნახეთ, რომ ის ძალიან ბევრს მუშაობს."