თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2013, 19:17
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2079,
კომენტარები: 21
Cardiff VS Manchester United - Preview
"კარდიფი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
Cardiff VS Manchester United - Preview
"კარდიფი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

სტადიონი: "კარდიფ სიტი",კარდიფი
მონაცემი: პრემიერ ლიგა,12-ე ტური.
მსაჯი: ნეილ სვარბრიკი
თარიღი: კვირა, 24 ნოემბერი,2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)

Cardiff VS Manchester United - Preview

Cardiff VS Manchester United - Preview

"კარდიფი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Marshall, Connolly, Taylor, Caulker, Hudson, Turner, Whittingham, Cowie, Medel, Cornelius, Campbell, Brayford, Kim, Smith, Gestede, Noone, Gunnarsson, Mutch, Odemwingie, Mason, Maynard, Lewis, Moore, Bellamy, Theophile-Catherine.
მთავარი მწვრთნელი:მაკლი მალკაი

"კარდიფის" შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ დაბრუდნენ თავდამსხმელი ანდრეას კორნელიუსი, პიტერ ოდიმვიგი და აარონ გუნარსონი."კარდიფის" მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში გუნდის მთლიანი შემადგენლობაა და სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას ვიხილავთ."კარდიფმა" ბოლო მატჩი პრემიერ ლიგაში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ჩაატარა და საგარეო შეხვედრაში 2:0 დამარცხდა.

Cardiff VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: მაიკლ კერიკი,ფილ ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: დენი უელბეკი,რაფაელი,ნემანია ვიდიჩი
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Amos, Rafael, Smalling, Ferdinand, Vidic, Evans, Evra, Fabio, Valencia, Nani, Fellaini, Cleverley, Giggs, Anderson, Young, Zaha, Januzaj, Kagawa, Rooney, Van Persie, Hernandez, Welbeck
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ "კარდიფის" წინააღმდეგ მაიკლ კერიკისა და ფილ ჯონსის თამაში გამოირიცხა ხოლო დენი უელბეკის,რაფაელის და ნემანია ვიდიჩის თამაში კითხვისნიშნისქვეშაა."მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში ბოლო მატჩი ლონდონის "არსენალთან" ჩაატარა "ოლდ ტრაფორდზე" და რობინ ვან პერსის ერთადერთი გოლის წყალობით 3 ქულის მოპოვება შეძლეს.

გუნდების ფორმა

Cardiff VS Manchester United - Preview

"კარდიფი" ამ მომენტისათვის მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-14 ადგილს იკავებს 12 ქულით.გუნდმა ჩატარებულ 11 მატჩში მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა გამარჯვება,3-ჯერ ფრე ითამაშა ხოლო 5-ჯერ დამარცხდა.ამ მომენტისათვის "კარდიფმა" მეტოქის კარის აღება 9-ჯერ მოახერხა ხოლო საკუთარ კარში 15 ბურთი გაუშვა.მათ მიერ გატანილი 9 ბურთითან 7 ბურთის გატანა მეორე ნახევარში მოახერხეს.გუნდმა მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 მატჩის მოგება მოახერხეს "სუონსის" წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით (1 მოგება,1ფრე,3 წაგება).ბოლო ტურში ისინი "ასტონ ვილას" დაუპირისპირდნენ და საგარეო შეხვედრაში ორ ბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ მეტოქესთან.5 ჩატარებული საშინაო შეხვედრიდან "კარდიფმა" 2-ის მოგება მოახერხა "მანჩესტერ სიტისა" და "სუონსის" წინააღმდეგ.ხვალ კი მალკაის გუნდი ყველანაირად შეეცდება თავისი სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებას.

Cardiff VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"ამ მომენტისათვის მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-5 ადგილს იკავებს 20 ქულით.ისინი მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებიან ცხრილის სათავეში მყოფ არსენ ვენგერის გუნდს.დევიდ მოეისის გუნდმა მე-11 ტურამდე მეტოქის კარის აღება 18-ჯერ მოახერხეს ხოლო საკუთარ კარში 13 ბურთი გაუშვეს.პრემიერ ლიგის" 20 გუნდიდან "მანჩესტერი" არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც უკანასკნელ 3 შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი 9 ქულა დააგროვა.ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში კი 4 მოგება და 1 ფრე აქვს რაც მსგავსი შედეგიც არცერთ გუნდს არ აქვს. მეორეზე საუთჰემპტონია 3 მოგებით და 2 ფრით.2013 წლის მარტიდან მოყოლები "მანჩესტერ იუნაიტედს" პირველად აქვს ზედიზედ სამი მოგება პრემიერ ლიგაში.დევიდ მოესმა მოახერხა და გუნდს პირველი 11 მატჩიდან 6 თამაში მოაგებინა პირველ სეზონში,სერ ალექს ფერგიუსონის მაჩვენებელი კი ამ მხრივ 4 მატჩის მოგება იყო."მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო მატჩი მიმდინარე ინგლისის პრემიერ ლიგაში "ოლდ ტრაფორდზე" ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ ჩაატარა და რობინ ვან პერსის ერთადერთი გოლის წყალობის "წითელმა ეშმაკებმა" მორიგი 3 ქული ჩაიწერეს აქტივში."მანჩესტერ იუნაიტედმა" 5 გასვლით შეხვედრაში 3 მოგება მოიპოვა ხოლო 2-ჯერ დამარცხდა "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ.ხვალ კი დევიდ მოიესის შეგირდები შეეცდებიან,რომ სტატისტიკა არ გააფუჭონ და მორიგი 3 ქულა ჩაიწერონ აქტივში.

Cardiff VS Manchester United - Preview

ურთიერთშეხვედრები

"კარდიფი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" სულ ერთმანეთს ყველა ტურნირზე 27-ჯერ შეხვდნენ.7 მატჩის მოგება "კარდიფმა" მოახერხა,13-ჯერ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დამაარცხა მეტოქე ხოლო 7 მატჩი ფრედ დასრულდა.ბოლოს "კარდიფმა" "წითელი ეშმაკების" დამარცხება 1960 წლის 26 ნოემბერს მოახერხა 3 ბურთიანი სხვაობით.ბოლო შეხვედრა "კარდიფზე" გაიმართა 1974 წლის 31 აგვისტოს,სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეტოქე დეილის გოლის წყალობით.

01.03.1975 Manchester United 4-0 Cardiff City
31.08.1974 Cardiff City 0-1 Manchester United
03.02.1962 Manchester United 3-0 Cardiff City
16.09.1961 Cardiff City 1-2 Manchester United
29.04.1961 Manchester United 3-3 Cardiff City
26.11.1960 Cardiff City 3-0 Manchester United
27.04.1957 Cardiff City 2-3 Manchester United
26.12.1956 Manchester United 3-1 Cardiff City
10.03.1956 Manchester United 1-1 Cardiff City
29.10.1955 Cardiff City 0-1 Manchester United
26.02.1955 Cardiff City 3-0 Manchester United
09.10.1954 Manchester United 5-2 Cardiff City
03.04.1954 Manchester United 2-3 Cardiff City
14.11.1953 Cardiff City 1-6 Manchester United
04.04.1953 Manchester United 1-4 Cardiff City

დევიდ მოიესი მატჩის წინ

Cardiff VS Manchester United - Preview

"იუნაიტედის" თავდაჯერებულობა გაიზარდა, მას შემდეგ რაც მათ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს "არსენალი" და ცხრილში მეხუთე ადგილზე გადავიდნენ.

"ჩვენ ბოლო დროს რამდენიმე კარგი რეზულტატი დავაფიქსირეთ და გვსურს რაც შეიძლება მალე მოვიდეს მომავალი მატჩები და გავაგრძელოთ წარმატებული სერია." განაცხადა მოიესმა წინა-სამატჩო პრესკონფერნციაზე. "თუმცა სანაკრებო შესვენებას ვერაფერს ვუზამთ. ჩვენ კარგი სერია გვაქვს და ამ მომენტში თავს კარგად ვგრძნობთ. ჩვენ საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ და ასე გაგრძელებას ვაპირებთ."

"ტვინის შერყევის დროს აუცილებელია დასვენება. მან საკმარისად დაისვენა, ის თავს კარგად გრძნობს და მზად არის სათამაშოდ. ეს არ არის სერიოზული ტრავმა - ტვინის შერყევა შეიძლება ზოგჯერ ძალიან სერიოზული აღმოჩნდეს, თუმცა მას საკმარისი დრო ჰქონდა დასასვენებლად და გამოსაჯანმრთელებლად." - მოიესი ნემანია ვიდიჩზე.

"მალკაიმ შესანიშნავი სამუშაო გასწია, არამარტო ამ სეზონში, არამედ გასულ სეზონებში. ის ძალიან დაეხმარა 'კარდიფს' და უელსელები მადლობელები უნდა იყვნენ, რომ ის ყავთ. მან მოახერხა გუნდის 'პრემიერ ლიგაში' დაბრუნება და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოახერხონ უმაღლეს დივიზიონში დარჩენა. ყველამ ვნახეთ, რომ ის ძალიან ბევრს მუშაობს."

საინტერესო ფაქტები

  • რობინ ვან პერსიმ გუნდის ბოლო 7 საგარეო შეხვედრაში 6 ბურთის გატანა შეძლო.

  • თუ ესლი ფრეიზერ კემბელი გამოვა მოედანზე ხვალინდელ შეხვედრაში ის თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს

  • საერთოდ რობინ ვან პერსიმ გუნდის ბოლო 22 გასვლით შეხვედრაში 16 ბურთის გატანა მოახერხა.

  • რობინ ვან პერსიმ ბოლო 4 შეხვედრაში მოახერხა ბურთის გატანა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით,თუ ის ხვალაც გაიტანს მაშინ მის პირად 2013 წლის იანვრის რეკორდს გაიმეორებს.

LAST 5 MATCHES

Cardiff VS Manchester United - Preview
მატჩის წინ
21 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
23 ნოემბერი 2013 10:59
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ბევრი კლუბი დაკარგავს ამ ტურში ქულებს და იმედია ჩვენ მოვიგებთ უეჭველი რო გავიმყაროთ პოზიციები gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: ლადო
23 ნოემბერი 2013 11:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
UTD-Rule,
საღოოლ დავით...დონე ხარ!!! ამ თამაშში ქულები თუ დავკარგეთ ძალიან მაგრად დაგვერხევა...დღეს ლივერპულმა და არსენალმა ქულები უნდა დაკარგონ უეჭველი...
0
№3
ავტორი: VaRdo
23 ნოემბერი 2013 11:26
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: UTD-Rule
ბევრი კლუბი დაკარგავს ამ ტურში ქულებს და იმედია ჩვენ მოვიგებთ უეჭველი რო გავიმყაროთ პოზიციები


რაღაც ნაკლებად მგონია ბევრმა დაკარგოს ქულები. წინა ტურში უკვე კარგეს და აღარ მგონია კიდე ეგრე განვითარდეს. ლივერპული და სიტი თუ დაკარგავს ეგეც მაქსიმუმ 2 გუნდი.

პრევიუს რაც შეეხება საღოლ დონე ხარ :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: I L C
23 ნოემბერი 2013 12:15
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
საღოლ ავტორ.. manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: MANUTD FAN.
23 ნოემბერი 2013 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ჩვენ უმდა მოვიგოთ და სიტიმ და ჩელსიმ ქულები უნდა დაკარგონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№6
ავტორი: Vodafone
23 ნოემბერი 2013 13:59
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ისეთი ტურია უეჭველი კარგავენ ხუთულის გუნდები ქულებს, აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
0
№7
ავტორი: Macklemore
23 ნოემბერი 2013 14:21
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ამ ტურში თუ სხვები არა საუთჰემფტონი და ლივერპული მაინც დაკარგავენ ქულებს. ლივერპულს სუარეზი არ ყავთ და სტარიჯიც საიჭვოაო! ეგ თამაში X თუ დამთავრდა რაღა გვიჭირს!!!
0
№8
ავტორი: Malboro463
23 ნოემბერი 2013 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
გუნდების ნახევარზე მეტი დაკარგავს ქულებს lol
0
№9
ავტორი: luka12
23 ნოემბერი 2013 20:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
ლივერპულმა ფრე ითამაშა gun2
0
№10
ავტორი: Jubo
23 ნოემბერი 2013 22:30
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
აუცილებლად უნდა მოვიგოთ ხვალ! მეოთხე ადგილი გარანტირებული გვაქვს თუ მოვიგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top