"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა, "იუნაიტედთან" ახალ 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი კონტრაქტი ახალახან ამოიწურა, მაგრამ მაიკლმა "იუნაიტედში" დარჩენა არჩია. მისი ახალი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში იწურება. ასევე "იუნაიტედს" უფლება აქვს, ინგლისელი დაიტოვოს +12 თვით.
"მე კარგად ვგრძნობ თავს აქ, მე იუნაიტედის მაისურით ბევრი წარმატება მაქვს მიღწეული და იმედი მაქვს კიდევ გავგრძელებ."
შეგახსენებთ, მაიკლმა საბოლოოდ მოიშუშა აქილევსის ტრამვა.