ჰარი გრეგი, ალექს სტეპნი, პიტერ შმეიხელი და ედვინ ვან დერ სარი იხსენებენ კარიერის საუკეთესო სეივებს
როგორც მოგეხსენებათ, ოფიციალურ საიტზე არის "მეკარეების კვირა", რომელის ფარგლებშიც ინტერვიუზე ჩაიწერა ახლანდელი მეკარეები და გავიხსენეთ ყოფილი მეკარეების საუკეთესო სეივები. ამჯერად შემოგთავაზებთ "იუნაიტედის" ოთხი მეკარის საუკეთესო სეივს.
ჰარი გრეგი
"მე სახლში უამრავი ფოტო მაქვს, სადაც აღბეჭდილია ჩემი სეივები. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მეკარეები ბურთის მოგერიებას იღბალის ხარჯზე ახერეხბენ. ყველაფერი ეს რეფლექსების დონემდე მიდის, ამიტომ ჩემს სამუშაოს არასდროს ვთვლიდი განსაკუთრებულს."
"თუმცა ერთხელ გავაკეთე სეივი, რომელიც კარიერის საუკეთესო მომენტად მიმაჩნია. ეს იყო ინგლისის თასის ნახევარფინალი "ფულემის წინააღმდეგ. ეს იყო პირველი თამაში მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ. იმ შეხვედრაში მოვახერხე ჯიმი ჰილის ძლიერი დარტყმის მოგერიება. ვფიქრობ ეს ეპიზოდი გემრიელი ლუკმა იყო ფოტოკორესპონტენდებისთვის და ოპერატორებისთვის."ალექს სტეპნი
შესაძლოა ეს არის ყველაზე ცნობილი სეივი, რომელიც "იუნაიტედის" მეკარეს როდესმა გაუკეტებია, ალექს სტეპნის საოცარმა სეივმა "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუნარჩუნა შანსი გაეგრძელებინა ბრძოლა ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასის მოსაგებად. ეს მოხდა 1968 წლის "ევროპის თასის" ფინალის ბოლო წუთებზე, როდესაც სტეპნიმ სასწაულებრივად შეძლო ეუსებიოს უძლიერესი დარტყმის გაქვავება და ამისთვის პორტუგალიელისგან შექებაც დაიმსახურა.
"ვერ ვიხსენებ იმაზე უკეთეს სეივს, რომელიც ევროპის თასის ფინალში გავაკეთე უემბლიზე" განაცხადა სტეპნიმ.
"ბენფიკამ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაათანაბრა, მოედანზე საათი არ იყო ამიტომ იმ დროს ვენდობოდით რასაც სათადრიგო სკამიდან გვეუბნებოდნენ. იმ დღეებში უემბლის საფარი არც ისე კარგად გამოიყურებოდა რაც ბურთს მნიშვნელოვნად ანალებდა, ამიტომ ვიცოდი, რომ ის ბურთის თავზე გადაგდებას არ აპირებდა. მე რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან, რაც საშუალებას მომცემდა რეაქცია გამომევლინა ნებისმიერი მიმართულებით დარტყმულ ბურთზე. ხალხი იმან გააკვირვა, რომ მე მოვახერხე ბურთის ხელებში შენარჩუნება. ეუსბიო შესანიშნავი ადამიანი იყო და მან ამ სეივის შემდეგ ტაში დამიკრა. მას ეს გოლი, რომ გაეტანა ჩვენ ცუდ მდოგმარეობაში ჩავვარდებოდით."სტეპნის საოცარმა სეივმა საშუალება მისცა "იუნაიტედს" თამაში დამატებით დროში გადაეყვანა, სადაც თავი გამოიჩინეს ჯორჯ ბესტმა, ბრაიან კიდმა და ბობი ჩარლტონმა და კლუბს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება მოუტანეს.
პიტერ შმეიხელი
"ყოველთვის, ჩემს საუკეთესო სეივად ვაღიარებ ზამორანოს თავურის მოგერიებას ოლდ ტრაფორდზე" განაცხადა დიდმა დანიელმა
მიუხედავად იმისა, რომ პიტერს ამის გარდა უამრავი საოცარი სეივი გაუკეთებია. ის თვლის, რომ ეს სეივი არამარტო ლამაზი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
დუაით იორკის დუბლის შემდეგ "იუნაიტედი" დამაჯერებლად იგებდა, თუმცა მირკეა ლუკესკუს შეგირდებმა მეორე ტაიმში მოახერხეს ძალიან სახიფათო მომენტების შექმნა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ანგარიში შეგვენარჩუნებინა." განაცხადა შმეიხელმა, რომელმაც ხელბურთის მეკარის სტილში მოახერხა ზამორანოს შესანიშნავი თავურის მოგერიება.
"მათ ჰქონდათ ძალიან კარგი შანსი, თუმცა ჩვენ მათ საშუალება არ მივეცით სხვაობა შეემცირებინათ. 2-0 გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამან საშუალება მოგვცა გასვლით მატჩს კარგად შევხვედრილიყავით."ედვინ ვან დერ სარი
ახლა კი ჯერი მიდგა ჰოლანდიელ მეკარეზე ედვინ ვან დერ სარზე. ყოველთვის როცა ჰოლანდიელს ეკითხებოდნენ თავის საუკეთესო სეივს, მისი პასუხი ერთი იყო "ჯერ არ გამიკეთებია."
სწორედ ჰოლანდიელის სეივი გახდა გადამწყვეტი "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში 2008 წელს, როდესაც მან ნიკლოლას ანელკას პენალი აიღო, ამის გარდა მას უამრავი ულამაზესი სეივი შეუსრულებია. საუკეთესოდ კი მან აირჩია სეივი "ჩელსისთან".
"როგორც მახსოვს ეს იყო ფერნანდო ტორესის თავური, ძალიან მნიშვნელოვან მატჩში" განაცხადა ვან დერ სარმა 2010/2011 სეზონის დასასრულს.
ეს იყო "ჩემპიონთა ლიგის" მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე", სადაც "იუნაიტედი" მინიმალური სხვაობით ამარცხებდა ლონდონურ გუნდს. ტორესს შეექმნა ძალიან კარგი შანსი წონასწორობის აღდგენისა, თუმცა ჰოლანდიელმა მეკარემ შესანიშნავი ნახტომით იხსნა საკუთარი გუნდი.
წყარო: ManUtd.com