"იუნაიტედის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი სათამაშო დროის უქონლობას არ მიიჩნევს კატასტროფად და განაცხადა, რომ კმაყოფილია კლუბში და მზადაა გამოვიდეს მოედანზე, როდეასც ეს საჭირო იქნება.
"მე მხოლოდ ორჯერ გამოვედი მოედანზე ამ სეზონში და ყოველთვის, როდესაც ვთამაშობ, ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო კლუბისთვის. ძნელია აჩვენო კარგი ფეხბურთი, როდესაც იშვიათად გამოდიხარ მოედანზე." განაცხადა ანდერსონმა Manchester Evening News-თან ინტერვიუში. "თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი არ ვარ. მე სიამოვებას ვიღებ თამაშით და ყოველთვის მზად ვარ სათამაშოდ, როდესაც მწვრთნელი ჩემს სახელს დაასახელებს."
"მე არ მილაპარაკია დევიდ მოიესთან ჩემი სიტუაციის შესახებ, იმიტომ რომ, ჩემს ახალნდელ მდოგომარეობას ცუდს ვერ ვუწოდებ. მე აქ უკვე 6 წელია ვარ და მიყვარს ეს კლუბი. მე მხოლო 25 წლის ვარ და წინ მაქვს დაახოებით 7 წელი კარიერის დამთავრებამდე. ასე რომ მაქვს დროს და ბედნიერი ვარ "ოლდ ტრაფორდზე"
"მე გასულ სეზონში მქონდა ბევრი ტრავმა, თუმცა ახლა დავბრუნდი და მზად ვარ დავეხმარო 'მანჩესტერ იუნაიტედს'. მე დაბრუნება მოვახერხე წინა სასეზონო ტურნეზე და თავს ახლაც კარგად ვგრძნობ. ამ სეზონში ჯერ-ჯერობით ვახერხებ ტრავმებისგან თავის არიდებას."\