თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2013, 08:53
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1844,
კომენტარები: 5
სოლსკიაირი:"მხოლოდ "ჩელსის" შეუძლია ხელის შეშლა."
"ჩელსი" მთავარი კონკურენტია
სოლსკიაირი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი ოლე გუნაარ სოლსკიაირი თვლის, რომ მხოლოდ "ჩელსის" შეუძლია "წითელი ეშმაკუნებისთვის" ხელის შეშლა პრემიერ-ლიგის ზედიზედ მეორედ აღებაში.

ლეგენდარულმა თავდამსხმელმა "იუნაიტედში" 9 წელი გაატარა, სადაც მოახერხა 91 გოლის გატანა 235 მატჩში. სოლსკიაირი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედმა" შეინარჩუნა ტიტულების მოპოვების ჟინი, იმისდა მიუხედავად, რომ კლუბს ახალი მწვრთნელი ხელმძღვანელობს.

"დევიდმა ნელა დაიწყო მუშაობა, მაგრამ ახლა მექანიზმი ამუშავდა და მეც ნამდვილად მომწონს კლუბის პროგრესი. ყველა "ეშმაკუნების" ცუდ სტარტზე საუბრობს, მაგრამ თუ დავაკვირდებით სხვა კლუბებსაც, არც ისინი არიან შორს."

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" - ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარი პრეტენდენტები არიანი, ჩემი აზრით. "იუნაიტედს" ტიტულების მოპოვება შეუძლია და ამაში არანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. კლუბს ჰყავს მოთამაშეები, რომლებსაც ბევრის გაკეთება შეუძლიათ, კლუბს აქვს უდიდესი ისტორია."

"და ახლა, როცა ის ფეხბურთელებს ბოლომდე გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, რომ თამაშს უფრო გავაუმჯობესებთ. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი! 15 წელიც, რომ გავიდეს ისევ კლუბის ნაწილად მივიჩნევ ჩემს თავს." - განაცხადა სოლსკიაირმა Sky Sports-თან.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
21 ნოემბერი 2013 08:56
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და ჩიჩას სუფთა ამ კაცის ტიპის არის, არა კი არ ვამბობ, რომ იმენა ესარიო, უბრალოდ მაგრად გავს
0
№2
ავტორი: I L C
21 ნოემბერი 2013 11:52
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ციტატა: Lado Ghonghadze
ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და ჩიჩას სუფთა ამ კაცის ტიპის არის, არა კი არ ვამბობ, რომ იმენა ესარიო, უბრალოდ მაგრად გავს


გეთანხმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: chudikone
21 ნოემბერი 2013 12:13
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
Lado Ghonghadze,
გეთანხმები, ყველანაირად ჰგავს, ისიც სულ ზამენაზე იჯდა და ჩეჩაც, მიუხედავად ამისა არცერთს არ მოუთხოვია გუნდიდან წასვლა. ოლე ოქროს ცვლილებად არის მიჩნეული და ჩიჩაც ამართლებს მასთან შედარებებს. რაც არ უნდა იყოს, ფეხბურთელობის მერე ოლე რეზერვებს წვრთნიდა სამი წელი და ეხლა ნორვეგიის გუნდი ჰყავს ჩაბარებული. ძალიან გამიხარდებოდა თუ ეს დაინიშნებოდა მოიესის ნაცვლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: GeorgeBest
21 ნოემბერი 2013 18:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე კიდევ ერთხელ ვიტყვი! 15 წელიც, რომ გავიდეს ისევ კლუბის ნაწილად მივიჩნევ ჩემს თავს.


როგორ მევასება ეს კაცი love
0
№5
ავტორი: buka oboladze
21 ნოემბერი 2013 21:33
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მაგარი კაცია.. მაგრამ ჩემი აზრით არსენალი იქნება წელს კონკურენტი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top