"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა კონტრაქტი გაუხანგრძლივოს გუნდის კაპიტანს ნემანია ვიდიჩს, იტყობინება Manchester Evening News. 32 წლის სერბს ნაკლებად აწუხებს ტრავმები და დევიდ მოიესი ხშირად ენდობა ნემანიას, რომელსაც ძალიან აფასებს.
სეზონის დასაწყისში მოიესმა განაცხადა: "ვიდა - შესაძლოა საუკეთესო მცველია, რომელთანაც მიმუშავია. ის ისევ ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, ასაკი მასზე არ მოქმედებს. ნემანია ყველანაირი ეჭვის გარეშე ტოპ კლასის ფეხბურთელია."
გამოცემა ასევე გვატყობინებს, რომ ვიდიჩს აღარ აწუხებს ტვინის შერყევა, რომელიც "არსენალთან" მატჩში მიიღო და მზადაა გუნდი გამოიყვანოს მოედანზე "კარდიფთან" მატჩში.