თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2013, 19:55
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1599,
კომენტარები: 6
დე ჰეას ვრცელი ინტერვიუ
დევიდ დე ჰეამ ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალ Inside United-ს
დე ჰეას ვრცელი ინტერვიუ
დევიდ დე ჰეამ ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალ Inside United-ს, სადაც მან თავის ახლანდელ ფორმაზე და ფანების მხარდაჭერაზე ისაუბრა.

რას ფიქრობ შენს ფორმაზე სეზონის ამ ნაწილამდე?

ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ვფიქრობ ჩემს კარიერაში ახლა ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია და ვიმოდოვნებ იგივე განწყობით ვითამაშებ დიდი ხნის განმავლობაში. მე ყოველ დღე უკეთესო ვხდები და დარწმუნებული ვარ, ეს დიდი ხანი გაგრძელდება.

შენ შესანიშნავი სეივი გააკეთე "სანდერლენდის" წინააღმდეგ, რომელიც ბევრმა ექსპერტმა და ყოფილმა ფეხბურთელმა "პრემიერ ლიგის" ერთ-ერთ საუკეთესო სეივად შეაფასა...

როცა ყოფილი ფეხბურთელები ჩემზე რამეს ამბობენ, ეს ძალიან ამაყს მხდის და მაძლევს ძალას, რომ გავუმჯობესდე. ძალია ნასიამოვნები ვიყავი ამ კომენტარებით.

გაგიხარდა, რომ ასეთი სეივის გაკეთება მოახერხე?

მე ძალიან გახარებული ვიყავი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ინსტიქტური რეაქციის შედეგი, უფრო მეტად ის გამიხარდა, რომ ასეთ პერიოდში გუნდს დავეხმარე. რადგან ამ მომენტისთვის ჩვენ 1-0 ვმარცხდებოდით და მეორე გოლი რომ გაგვეშვა, ძალიან რთული იქნებოდა თამაშის შემოტრიალება. მე ვფიქრობ მეკარეებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ის სეივი, როდესაც ისინი ამას გადამწყვეტ მომეტში აკეთებენ და არა ის, რომელიც სანახავად უფრო ლამაზია. ძალიან ნასიამოვნები ვიყავი, რომ იმ დღეს ჩემი წვლილი შევიტანე გუნდის გამარჯვებაში.

ცოტა ხნის წინ, ჩიჩარიტომ თქვენ ძალიან შეგაქოთ...

ჰაჰა! ის ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, ჩვენ ერთად ვთამაშობთ და ყოველდღე ერთად ვვარჯიშობთ, ამიტომ არ ვიცი რამდენად უნდა ენდოთ მის ამ სიტყვებს! მაგრამ რა თქმა უნდა ყოველთვის კარგია, როცა თანაგუნდელებისგან დადებით შეფასებას იღებ. ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია თანაგუნდელების ნდობა და სასიამოვნოა როცა მათგან ასეთ სიტყვებს ისმენ. ეს თავდაჯერებულობას მმატებს.

დევიდ მოიესმაც რამდენიმეჯერ შეგაქოთ...

დიახ, ეს მართალია. ისევ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მენეჯერი შენს შრომას აფასებს და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კარგად თამაში გავაგრძელო და გუნდს დავეხმარო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მენეჯერისგან შექება დავიმსახურე, მაგრამ მე აქ გაჩერებას არ ვაპირებ - მე მინდა კიდევ ბევრჯერ დავიმსახურო შექება ჩემი თამაშით და დავეხმარო გუნდს.

იმ თამაშში პირველი ტაიმის შემდეგ, გულშემატკივრები შენ სახელს სკანდირებდნენ. როგორ გეხმარება ფანების ესეთი მხარდაჭერა?

ეს ფანტასტიურია. მე ვთამაშობ ჩემი თანაგუნდელებისთვის, ჩემი მენეჯერისთვის და რა თქმა უნდა ფანებისთვის. ძალიან საამაყოა როცა ფანებისგან მოწონებას იმსახურებ. ეს არის ხალხი, რომელიც ფულს იხდის იმისათვის, რომ მოვიდეს და ნახოს შენი თამაში ყოველ კვირას. ჩვენ ვალდებულები ვართ მათ გამო კარგად ვითამაშოთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. ამიტომ უზომოდ ბედნიერი ვარ როცა მესმის როგორ მღერიან ფანები ჩემს სახელს.

ყოველთვის მხარს გიჭერდნენ "იუნაიტედის" გულშემატკივრები?

უდავოდ. მოსვლის დღიდან ისინი შესანიშნავები იყვნენ. გულშემატკივრები, რომელთაც ვხვდებოდი ძალიან მამხნევებდნენ და ისინი ყოველთვის მღეროდნენ ჩემს სახელს. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ რაოდენ შესანიშნავი გრძნობაა ეს.

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
20 ნოემბერი 2013 19:57
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მაგრა მევასება დევიდი love

ჰაჰა! ის ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, ჩვენ ერთად ვთამაშობთ და ყოველდღე ერთად ვვარჯიშობთ, ამიტომ არ ვიცი რამდენად უნდა ენდოთ მის ამ სიტყვებს!


ეს და ჩიჩა მაგარი ძმაკაცები არიან wink
0
№2
ავტორი: Beckham 7
20 ნოემბერი 2013 20:02
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ერთხელ არ თქვა იუნაიტედი მიყვარსო :3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: GeorgeBest
20 ნოემბერი 2013 20:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს და ჩიჩა მაგარი ძმები არიან wink სანდერლენდთან მართლა ურთულესი ბურთი აიღო, ძალიან სტაბილური და საიმედო მეკარეა + ამას ყველაფერი წინ აქვს კიდევ. მშვიდად ვარ რომ იუნაიტედს მეკარის პრობლემა ძალიან დიდ ხანს არ შეაწუხებს
0
№4
ავტორი: gilmour
20 ნოემბერი 2013 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ნელ ნელა საერთოდ უშეცდომო ხდება. და რეაქციას რაც შეეხება ალბათ იშვიათად თუ ექნება მოქმედი მეკარეებიდან რომელიმეს მსგავსი რექცია.
0
№5
ავტორი: NUGI
20 ნოემბერი 2013 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
დეხეა 1
კასილას 2
ბუფონ 3
ნოიერ 4
ლინდეგაარდ 5
დიეგო ლოპეზი 6
სერგიო ასენჯო 7

ესენი არიან ყველაზე მაგრები 7 ეულში და პირველზე სეივებში დე ხეაა
0
№6
ავტორი: red devil
21 ნოემბერი 2013 08:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
NUGI,
lindegaardi amoige kacurad.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top