თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2013, 15:44
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1596,
კომენტარები: 6
ანდერს ლინდერგაარდის ინტერვიუ
"იუნაიტედის" დანიელმა მეკარემ ინტერვიუ მისცა კლუბის ოფიციალურ საიტს
ანდერს ლინდერგაარდის ინტერვიუ
მიუეხედავად იმისა, რომ ამ სეზონში ანდერს ლინდერგაარდს შეზღუდული დრო აქვს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში, ის მზადაა შთაბეჭდილება მოახდინოს ყველაზე როცა ამის შანსი მიეცემა

დანიელმა მეკარემ თავის პირველ და ერთადერთ მატჩში მოახერხა კარის მშრალად შენახვა და დაეხმარა გუნდს "ნორვიჩ სიტის" დამარცხებაში. მან ვრცელი ინტერვიუ მისცა ოფიციალურ საიტს.

კმაყოფილი ხარ შენი თამაშით "ნორვიჩის" წინააღმდეგ?

ეს კარგი იყო. როგორც აღნიშნეთ ეს იყო ჩემი პირველი მატჩი ამ სეზონში და ვისიამოვნე ყოველი წამით. მე ნასიმოვნები ვიყავი თამაშით და ვფიქრობ ჩვენ გუნდურად კარგად ვითამაშეთ. ეს იყო ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი ახალ მენეჯერთან და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი.

რთულია იყო ამ მატჩის ჩატარება, ამდენი გამოტოვებული პერიოდის შემდეგ?

დიახ, რა თქმა უნდა. ეს იგივე რაც წინ მოთამაშე ფეხბურთელი, რომელსაც დიდი დროის გამოტოვების შემდეგ ბრუნდება. ძალიან რთული უცებ დაუბრუნდე მოედანს და უშეცდომოდ ითამაშო. მეკარისთვის მცირე შეცდომაც კი შეიძლება გუნდისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. შენ არ შეგიძლია გაუშვა გოლი და თქვა 'მე ექვსი თვე არ მითამაშია'. თუმცა მე ვისიამოვნე ამ თამაშით და კარგია, რომ კარი მშრალად შევინახე.

რა გაიფიქრეთ, როცა სნოდგრასი მიწაზე დაეცა?

მე უბრალოდ გავაკეთე რასაც ნებისმიერი ადამიანი იზამდა. არბიტრმა გააჩერა თამაში და მე ბურთი მოედნის გარეთ გადავაგდე, მასთან მივირბინე და ვკითხე როგორ გრძნობდა თავს. მან მე შემომხედა და თვალები დახუჭა. მე ძალიან შეშინებული ვიყავი. გამიგია ბევრი ფეხბურთელი რომელიც მოედანზე დაღუპულა და ენა ჩავარდნია, მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი იმ მომენტში. მე ის ზურგზე გადავაბრუნე და ექიმებს მოვუხმე. ეს მხოლოს ინსტიქტური მოქმედება იყო.

ახლა უკვე მეოთხედფინალში იმყოფებით. ფიქრობთ რომ ამ თასს მოიგებთ?

არა, ჯერ ამის დრო არ არის. ამას არანირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ნახევარფინალში რომ ვყოფილიყავით და პირველი რაუნდი 100-0 მოგვეგო, მეორე რაუნდის დასრულებამდე არ ვიფიქრებდით ფინალზე. ჩვენ ჯერ არც 'სტოკთან' მატჩზე გვიფიქრია. ჩვენ მხოლოდ მომავალ მატჩზე ვკონცენტრირდებით. როცა რომელიმე თამაში ახლოვდება ჩვენ ერთად ვსხდებით და განვიხილიავთ მას.

წყარო: ManUtd.com
სიახლეები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
19 ნოემბერი 2013 15:46
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კაი მეკარეა მაგრამ დე ჰეას ვერ აჯობებს...
0
№2
ავტორი: ლადო
19 ნოემბერი 2013 15:50
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მაგრად მეცოდება ეს კიპერი...არადა არ არის ცუდი, თუ ფორმაშია...
0
№3
ავტორი: luka12
19 ნოემბერი 2013 16:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
სად დე ხეა და სად ეს მაგრამ ამასაც კარგი მომავალი ექნება ალბათ
0
№4
ავტორი: gilmour
19 ნოემბერი 2013 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
სათადარიგო მეკარეა და იუნაიტედში ძირითადის მეკარე ვერასდროს გახდება. დეხეა ყველა თამაშზე უმატებს და უკვე ტოპ კლასის მეკარედ გვევლინება, ასე რომ ლინდერა სკამს უნდა დაჯერდეს:) ზოგჯერ ხო თამაშობს:)
0
№5
ავტორი: UTD-Rule
19 ნოემბერი 2013 17:18
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
დასაფასებელია,რომ მაინც არ ნებდება და ბოლომდე იბრძვის ადგილისთვის,მაგრამ ძნელია დე ხეას ამოგდება... მეორე ხარისხოვან მატჩებში აუცილებლად უნდა ვათამაშოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: I L C
19 ნოემბერი 2013 19:15
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
6 თვე.. არ შეილება ხალხო ეგრე..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top