უეინ რუნი თვლის, რომ ესპანეთის ნაკრები არის საუკეთესო მსოფლიოში, ხოლო გერმანია, რომელიც მალე ინგლისელებს დაუპირისპირდება, მათზე დაბლა იმყოფება.
"არ მგონია, რომ გერმანიის დამარცხება მხოლოდ იმისათვის გვჭირდება, რომ საკუთარ ძალებში დავრწმუნდეთ. თუ ეს გვსურს მაშინ უნდა დავამარცხოთ ესპანეთი, რადგან მათ მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები ჰყავთ. თუმცა გერმანია შესანიშნავი გუნდია და მათთან მატჩი დიდი გამოცდილება იქნება ჩვენთვის." - გადმოგვცემს უეინ რუნის სიტყვებს goal.com.
"გამარჯვების შემდეგ ყოველთვის თავდაჯერებულობა გვემატება. მაგრამ გერმანიასთან მატჩი განსაკუთრებულია. როცა ამარცხებ დიდ გუნდებს, იღებ დიდებულ ემოციებს. იგივე სიტუაცია იყო ბრაზილიასთან მატჩში. ჩვენ ძალიან გვსურდა გამარჯვება."