თბილისი:
მანჩესტერი:
18-11-2013, 21:50
ავტორი: love united,
ნანახია: 1892,
კომენტარები: 7
ლეგენდა, რომელიც გვიყვარს: შმეიხელი
დღეს "იუნაიტედის" ლეგენდარული მეკარის, პიტერ შმეიხელის დაბადების დღეა...
ლეგენდა, რომელიც გვიყვარს:  შმეიხელი
დღეს პიტერ შმეიხელი თავის 50-ე დაბადების დღეს აღნიშნავს, ამიტომ "იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა და ნათან ტომასმა გადაწყვიტეს გაეხსენებინათ მისი მანჩესტერული კარიერა. მან რვა წელი დაჰყო "წითელ ეშმაკებში" და დაიმკვიდრა ადგილი კლუბის ლეგენდების გვერდით.

რამ გახადა ის ასეთი განსაკუთრებული? სკანდინავიური სული, რომლემაც ის გახადა შეუდარებელი კიპერი "ოლდ ტრაფორდისა". მას მეკარეობის განსაკუთრებული სტილი ჰქონდა. დომინანტად ყოფნა როგორც ფიზიკურად, ისე ვოკალურად(უბრალოდ კითხეთ სტივ ბრიუსსა და გარი პალისტერს, ან მათ ვინც მის წინ თამაშობდნენ) მისი დადებითი მხარე იყო, რის ირგვლივაც ფერგიუსონმა ააშენა მისი პირველი სიძლიერე "იუნაიტედში". პიტერი გახდა წითლების გამარჯვების, შეუვალი სულის სიმბოლო. ხალხი ამბობს- კარგი მეკარე კრიტიკულ სიტუაციებში საჭირო სეივებს აკეთებს. შმეიხელი ამ ყველაფრის კარგი მაგალითი იყო. ქერათმიანი გიგანტი ერთპიროვნულად წყვეტდა მატჩის ბედს. მაგალითად, "სენტ ჯეიმს პარკზე" "ნიუკასლის" წინააღმდეგ. "შესანიშნავმა დანიელმა" იმ მატჩში შეტევის მრავალი ტალღა მოიგერია, რომელიც "კაჭკაჭებმა" განახორციელეს.

სამუდამო დიდება შესანიშნავ ფინალში ის "იუნაიტედის" კაპიტანი იყო. 1999 წლის ფინალში, რომელიც "კამპ ნოუზე" შედა, ინგლისელებმა სწრაფი გოლი მიიღეს საკუთარ კარში. ამის მიუხედავად შმეიხელი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და არაერთხელ იხსნა გუნდი მეორე გოლის გაშვებისგან. შემდეგ რაც მოხდა ყველამ იცის...

ის ამბობს:"მე ვგრძნობდი ნაზავს ორი გრძნობისა: მე ვიყავი ამაყი, ამავდროულად ბედნიერი. გუნდს იმ ადგილზე ვაბრუნებდით, რომელიც მას ეკუთვნოდა: "იუნაიტედი" ევროპის ტოპ-კლუბია."-თქვა პიტერმა 1999 წლის ფინალის შემდეგ.

ისინი ამბობენ:"ის საუკუნის საუკეთესო შენაძენია. არ მჯერა, რომ ოდესმე მასზე უკეთესი მეკარე ყოფილა მოედანზე. შმეიხელი უდიდესი ნაწილია მანჩესტერის ისტორიისა."-სერ ალექს ფერგიუსონი.

ფაქტები:მან 398 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" შემადგენლობაში. დანიელმა შეასრულა "ჰეტ-რიკი"- სამჯერ მოიგო FA Cup-ი(1994, 1996, 1999), ასევე მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი და რათქმაუნდა ევროპული უტოპია-99 წლის ფინალი. მას აქვს მრავალი პირადი ტიტული-უეფას წლის საუკეთესო გოლკიპერი ოთხჯერ, 2003 წელს ინგლისის ფეხბურთის დიდების დარბაზში დაიმკვიდრა ადგილი. ასევე განსაკუთრებული ფაქტია: მან შეძო გოლის გატანა "როტორ ვოლგოგრადის" წინააღმდეგ 1995 წელს.

ფაქტი, რომელის ალბათ არ იცით: შმეიხელი არის ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი. როდესაც ის ახალგაზრდა იყო, მისმა მამამ პიტერი სხვა შვილებთან ერთად პიანინოს გაკვეთილებზე შეიყვანა, შემდეგ მათ ისწავლეს დაკვრა გიტარაზე, ბოლოს კი დასარტყამ ინსტრუმენტებზე.



წყარო:manutd.com
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
18 ნოემბერი 2013 21:56
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ გიო!

უძლიერესი იყო შმეიხელი. ნომერ პირველია ჩემთვის.
0
№2
ავტორი: BERDI
18 ნოემბერი 2013 22:12
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ყოჩაღ ძალიან საინტერესოა. შმაიხელი გენიოსია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: NeymaR
18 ნოემბერი 2013 22:12
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ძალიან ლამაზი სეივები აქვს გაკეთებული :*

გილოცავ პეტერ მრავალს დაესწარი და კიდევ 50 წელი იცოცხლე :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№4
ავტორი: Jubo
18 ნოემბერი 2013 22:21
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ამის შვილი ბოლო ბოლო სიტის აკადემიაშია თუ იუნაიტედის ვეღარ გავიგე :დ
საღოლ გიო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: love united
18 ნოემბერი 2013 22:46
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Jubo
კასპერა? :დ ლესტერშია ეხლა..სიტიში იყო,მერე მოიარა მთელი ჩემპიონშიპი და დაბალი დივიზიონები :დ არადა თავის დროზე კარგი მეკარებ იყო...რატომღაც ვეღარ გაქაჩა,არადა ჯერ 27საა..
0
№6
ავტორი: luka12
18 ნოემბერი 2013 22:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
gilocav piter.

asetive magari gaxdeba de xea
0
№7
ავტორი: red devil
19 ნოემბერი 2013 07:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
love united,
jer xo? :D male degeac eseti gaxdeba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top