თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2013, 22:00
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1977,
კომენტარები: 7
ლუის საას ინტერვიუ
"იუანიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ინტერვიუ მისცა ოფიციალურ საიტს
ლუის საას ინტერვიუ
"იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ინტერვიუ მისცა ოფიციალურ საიტს და პასუხი გასცა არაერთ კითხვას.

ამ მომენტისთვის თვენ მუშაობთ სპორტულ ექსპერტად ფრანგულ ტელევიზიაში. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები "იუნაიტედის" სტარტის შესახებ.

"კლუბს ჰქონდა რთული სტარტი, რომელიც გამოწვეული იყო რთული კალენდრით და მენეჯერის შეცვლით. ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც შესაძლოა ერთი-ორი სეზონი გაგრძელდეს, სანამ ფეხბურთელები არ მიეჩვევიან ახალი მენეჯერის იდეებს და ფილოსოფიას. თუმცა "იუანიტედში" ყველაფერი კარგად იქნება, მე ამაში დარწმუნებული ვარ."

ერთ-ერთ ახალი ფეხბურთელი, რომელიც დევიდ მოიესმა აღმოაჩინა, გახდა ადნან იანუზაი.

"დიახ, ის ნამდვილი ტალანტია. როცა მის სახეს უყურებთ, ვერც კი წარმოიდგენთ თუ რაოდენ გამბედავია ის. მას შეუძლია მოედანზე ყველაფრის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, რომ მას დიდი მომავალი აქვს "მანჩესტერ იუნაიტედში".

იანუზაი ჩვეულებრივ ფლანგის ფეხბურთელია, თუმცა მას შეუძლია ფლეიმეიქერად თამაში...

"დევიდ მოიესმა უბრალოდ უნდა გადაწყვიტოს, სად უფრო დიდ სარგებელს მოუტანს ადნანი გუნდს. ასეთივე სიტუაციაშია მარუან ფელაინიც. თუმცა ყველაზე შესანიშნავი ისა, რომ დევიდს ყავს ფანტასტიური ფეხბურთელები და მას შეუძლია ბევრი წარმატების მიღწევა."

ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მოედანზე გასულხარ?

"ზინედინ ზიდანი ყოველთვის იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელთანაც თამაში აღმაფრენას მანიჭებდა. მასთან თამაშისას ერთი აზრი მქონდა თავში: "ფეხბურთი დაიცდის. მე უნდა გავჩერდე და ვუყურო მის თამაშს". თუმცა "იუნაიტედი" იყო ადგილი სადაც თამაშობდნენ ფეხბურთელები სხვა პლანეტიდან. ესეთები იყვნენ რონალდო, რუნი, როი კინი და ბევრი სხვა."

როგორი გრძნობა ჰქონდათ, როცა გამოტოვეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2008 წელს?

"ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასახსენებელი მატჩია ჩემს კარიერაში. მიუხედავად ამისა, მე მთელი გულით ვქომაგობდი ჩემს პარტნიორებს, რომელთაც მოახერხეს გამარჯვება."

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ფეხბურთელებს?

"მე მახსოვს რას გვეუბნებოდა სერ ალექსი ჩვენ: "მე მინდა, რომ თქვენ იყოთ არამარტო კარგი ფეხბურთელები, არამედ შესანიშნავი ადამიანები". იგივე მინდა ვუსურვო ახალგაზრდა ფეხბურთელებს."

წყარო: Redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
17 ნოემბერი 2013 22:03
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რა სტატიების დადების განწყობაზე ხარ დღეს
0
№2
ავტორი: love united
17 ნოემბერი 2013 22:29
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს კარგი ბიჭI გვყავდა,მარა დაგვეჩაგრა.. wink
0
№3
ავტორი: ლადო
17 ნოემბერი 2013 22:30
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მიყვარდა ეს ფეხბურთელი....იანუზაის კიდე დიდ თამაშებშიც უნდა მისცეს ხოლმე შანსი და დრო...
0
№4
ავტორი: NeymaR
17 ნოემბერი 2013 22:54
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ეს მაგარი ფეხბურთელი იყო , არ ვიცოდი რომ კარიერა დაასრულა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№5
ავტორი: red devil
18 ნოემბერი 2013 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Magrad tamashobde es kai fexburteli iyo
0
№6
ავტორი: Macklemore
18 ნოემბერი 2013 14:23
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმდენი ვერ გააკეთა რასაც ელოდნენ ამისგან! მაგრამ ამის რამდენიმე გოლი კარგად მახსენდება! მაინც მევასება, სონიში სუ ამით ვთამაშობდი :დ
0
№7
ავტორი: chaobi
18 ნოემბერი 2013 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
saha <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top