თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2013, 18:13
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1942,
კომენტარები: 8
ჩიჩარიტო: გოლის გატანის ხელოვნება
ჩიჩარიტომ ახსნა მისი საოცარი გოლის გატანის ინსტიქტის საიდუმლო.
ჩიჩარიტო: გოლის გატანის ხელოვნება
ხავიერ ერნანდესმა არაერთხელ დაგვანახა თავისი საოცარი ალღო გოლის გატანისა. ამ სეზონში მან გამარჯვების გოლი გაუტანა "სტოკს", ხოლო "ნორვიჩთან" თამაში ძირითად შემადგელობაში დაიწყო და ორი გოლიც გაიტანა. ამიტომ გადავწყვიტეთ გააგვეგო "წითლების" ყველაზე საშიში თავდამსხმლის საიდუმლო.

ეჭვგარეშეა, ჩიჩარიტოს უყვარს გოლების გატანა. "თავდამსხმლისთვის საუკეთესო გრძნობაა გოლის გატანა" - განაცხადა მან. თუმცა ამის გარდა მას აქვს ისეთი თვისება, რომელიც არც ისე ბევრ ფეხბურთელს აქვს მსოფლიოში და ამ თვისებით ის ნამდვილად გამორჩეულია "იუნაიტედში".

"მე მსიამოვნებს კარგი პასების და საგოლე გადაცემების გაკეთება" - დაამატა მან. "მე ეს საქმე ისევე მსიამოვნებს, როგორც გოლების გატანა. მე არასდროს ვთამაშობ მხოლოდ გოლების გასატანად. მე არ ვბრაზდები, როცა რამდენიმე თამაშში გოლს ვერ ვიტან. არ ვფიქრობ, რომ "შემდეგ თამაშში აუცილებლად უნდა გავიტანო", რადგან ვიცი, რომ ფეხბურთში ასეთი რაღაცეები ხდება. გუნდის გამარჯვება, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. გოლების გატანა თავდამსხმელის ერთ-ერთი მოვალეობაა, მაგრამ მე ვვარჯიშობ და სიამოვნებას ვიღებ ყოველი პასით, დარტყმით, მოძრაობით, ასისტით და გოლით. მე ვცდილობ გამოვცადო ყველაფერი, რაც ფეხბურთს შეუძლია მომცეს."

ალბათ ვერავინ უარყოფს იმას, რომ მას აქვს საოცარი ინსტიქტი და მოძრაობის უნარი. მაგრამ ეს ბუნებრივი ნიჭია, თუ ბევრი ვარჯიშის შედეგია? "ეს რთული კითხვაა" განაცხადა მან. "ზოგიერთი რამ ზოგ ფეხბურთელს უკეთესად გამოსდის ვიდრე დანარჩენებს, მაგრამ ყოველთვის აუცილებელია ვარჯიში და საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესება. მე ყოველთვის ვცდილობდი ბევრი მეშრომა. ეს მხოლოდ იმის დამსახურება არაა, რომ მე ასეთი დავიბადე... მე აქ მოვედი, ვვარჯიშობ, ვთამაშობ და ვცდილობ გოლები გავიტანო. ყველა ფეხბურთელი მსოფლიოში, მათ შორის ფეხბურთელები რომელიც აქ თამაშობენ , მაგალითად უეინი და რობინი, ცდილობენ ბევრი იმუშავონ, რათა თავიანთი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ."

ჩვენ ჩიჩარიტოს დავუსვით კითხვები კონკრეტული მომენტების შესახებ და ვკითხეთ, თუ რას გრძნობდა ის ამ მომენტში.

ერთი-ერთზე. "ჩელსის" წინააღმდეგ. პრემიერ ლიგა, 2011 წლის მაისი.



"ეს ინტუიციის დამსახურებაა. შენ სულაც არ ფიქრობ რას გააკეთებ, ეს უბრალოდ ისნტიქტია, აკეთებ იმას რასაც ინსტიქტი გკარნახობს. როცა ამ გოლის დროს ბურთი მივიღე, არ მიფიქრია 'რა გავაკეთო ამის მერე?'. მე შევხედე ბურთს, შემდეგ მეკარეს და გადავწყვიტე საით დამერტყა. ახლა შეგვიძლია დავჯდეთ და ვთქვათ 'მე ესა თუ ის არჩევანი მქონდა.' მაგრამ იმ მომენტში ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ეს წამზე ნაკლებ დროში ხდება. ეს ძალიან სწრაფი პროცესია. მე ძალიან მომეწონა თამაში - ეს ფენომანულრი იყო ჩემთვის, რადგან ამ გოლით და ამ გამარჯვებით ტიტული გავინაღდეთ."

სტანდარტულები. "ლივერპულის" წინააღმდეგ. ლიგის თასი. 2013 წლის სექტემბერი.



"მე მიყვარს ბევრი მოძრაობა, რადგან მე არ ვარ ყველაზე ძლიერი ან მაღალი გუნდში, ამიტომ ვცდილობ გავექცე მცველებს და შესაბამისი პოზიცია ვიპოვო. ასეთი გოლები კარგ კოორდინაციასაც მოითხოვს. როცა ვნახე, რომ ვაზა კუთხურის დასარტყმელად ემზადებოდა, დავიწყე მოძრაობა. საბედნიეროდ ბურთი ჩემამდე მოვიდა და მოვახერხე ბურთი კარში გადამეგზავნა."

იმპროვიზაცია. "სტოკის" წინააღმდეგ. პრემიერ ლიგა, 2010 წლის ოქტომბერი.



"ეს ძალიან საინტერესო გოლი იყო, რადგან ამაზე მეტი ვიფიქრე ვიდრე დანარჩენ ორზე, რომელზეც ახლახანს ვისაუბრეთ. თუ სწორად მახსოვს, ეს კუთხური გავათამაშეთ. შემდეგ იყო ჩაწოდება საჯარიმოში და მახსოვს როგორ მიდიოდა ვიდა შორეული ძელისკენ. როცა ვიდა დავინახე იმ პოზიციისკენ გავემართე სადაც მეგონა, რომ ბურთი გაივლიდა . ის ჩემს უკან გავიდა, მაგრამ ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი იყო, რომ აუცილებლად უნდა შევხებოდი ბურთს. 100 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს გაამართლებდა. მე რამდენიმეჯერმე მივარჯიშია თავურ დარტყმებზე მექსიკაში, სადაც თავით ტენისს ვთამაშობდი. ამ შემთხვევაში მოვახერხე ბურთს შევხებოდი, შემდეგ შემოვტრიალდი და ვნახე, რომ ბურთი კარში იყო. ეს იყო შესანიშნავი მომენტი."

თავურები. ჩელსის წინააღმდეგ, FA თასი, 2013 წლის მარტი.



"მე არ მიფიქრია როგორ დამერტყა ეს ბურთი და საით გადამეგზავნა ის. მე უბრალოდ მახსოვს, რომ ვნახე მეკარე, რომელიც ძალიან ახლოს იყო ჩემთან. ის კარიდან დიდი მანძილით იყო გამოსული და მე მსურდა ბურთი მისთვის გადამეცილებინა. საბედნიეროდ ბურთი კარისკენ წავიდა."

ალღო. "უიგანის" წინააღმდეგ. პრემიერ ლიგა, 2013 წლის იანვარი.



"ზოგჯერ იღბალი მწყალობს და ბურთი ჩემთან მოდის. ამ ორი გოლის შემთხვევაში მე ვიდექი და იმედი მქონდა, რომ ბურთი ჩემთან მოვიდოდა და მე მოვახერხე დარტყმის განხორციელება. ზოგჯერ შენ იცი როდის შეიძლება მოვიდეს ბურთის შენთან. 'ჩელსისთან' გატანილი გოლის დროს [3-2, 2012 წლის ოქტომბერი] მე ბურთისკენ დავიწყე მოძრაობა, რადგან ვიგრძენი სად შეიძლება ბურთი მოხვედრილიყო. მაგრამ 'უიგანის' შემთხვევაში, ორივეჯერ ბურთი მოვიდა ჩემთან. ყველა გოლი განსხვავებულია. ზოგზე ცოტა უფრო მეტს ფიქრობ, დანარჩენებში კი უბრალოდ შენს ინტუიციას ენდობი."

წყარო: ManUtd.com
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
17 ნოემბერი 2013 18:15
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
უძლიერესი ფეხბურთელია. ყოველთვის გამოსადეგია, იმედია გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს. საჭიროა ესეთი ფეხბურთელი გუნდში, რომელსაც შეუძლია თამაშის ბედი გადაწყვიტოს.
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
17 ნოემბერი 2013 18:17
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ჩიიჩა <3 იმედია ხელს მოაწერ და დარჩები ახალ სახლში ...!

საღოლ ავტორ კარგია, მაგრამ ჩიჩას სიტყვები გაამუქე
0
№3
ავტორი: Vodafone
17 ნოემბერი 2013 18:22
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
H E R N A N D E Z 14,
თითქმის მთლიანად ჩიჩას სიტყვებია და რო გავამუქო უშნო იქნება.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
17 ნოემბერი 2013 18:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩიჩა ყველაზე მაგარი კაცია derphappycry
0
№5
ავტორი: luka12
17 ნოემბერი 2013 18:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
am videobshi magari xar magram sosiedadtan ra mogivida
0
№6
ავტორი: BERDI
17 ნოემბერი 2013 18:52
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ კარგი სიახლეა good2 ჩიჩა კიდე მაგარია am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№7
ავტორი: red devil
18 ნოემბერი 2013 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Magrad tamashobs es oxeri imedia gaaxangrdzlivebs
0
№8
ავტორი: chicha_chicha14
18 ნოემბერი 2013 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
პირველივე გოლი ჩელსისთან როა მაგაზე მაგრად არც-ერთი გოლი არ გამხარებია რაც ტელევიზორში მაქვს ნანახი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top