თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2013, 21:23
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1695,
კომენტარები: 8
ფილ ჯონსმა ტრავმა მიიღო
ახალგაზრდა მცველი "იუნატედის" სავარჯიშო კომპლექსს ტრავმით დაუბრუნდა.
ფილ ჯონსმა ტრავმა მიიღო
ინგლისისა და ჩილეს ეროვნული ნაკრებების მიერ გამართულ ამხანაგურ მატჩში ფილ ჯონსმა დაზიანება მიიღო საზარდულის არეში. 21 წლის მცველი, რომელიც დაცვის ცენტრში შეწყვილებული იყო გარი კეჰილთან, 57 წუთზე იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. მის ნაცვლად მოედანზე გამოვიდა ასევე "წითელი ეშმაკუნების" ახალგაზრდა მცველი - კრის სმოლინგი. ფილს გამოკვლევა ჩაუტარდა და დაბრუნდა მანჩესტერში, რათა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაზიანებულ არეში.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კი მორიგი განცხადება გააკეთა, რომელიც ასე ჟღერს: "ფილ ჯონსი, ტრავმის გამო ვერ მიიღებს 19 ნოემბერს გასამართ მატჩში მონაწილეობას, სადაც ინგლისისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. "იუნაიტედის" მცველმა ჩილეს ნაკრებთან შეხვედრაში მიიღო დაზიანება და იძულებული გახდა დაბრუნებულიყო მანჩესტერში სამედიცინო დახმარების მისაღებად."

ინგლისის ნაკრების დაცვის ცენტრში, გარი კეჰილის მეწყვილე დიდი ალბათობით ფილ იაგიელკა იქნება. მთავარი მწვრთნელი კი, როი ჰოჯსონი იმედოვნებს, რომ სტივენ ჯერარდი, დანიელ სტარიჯი და რიკი ლამბერტი სრულ მზად ყოფნაში იქნებიან გერმანიის ნაკრებთან გასამართ მატჩში. ასევე მოსალოდნელია ჯო ჰარტის, ეშლი კოულის და ანდროს თაუნსენდის სასტარტო თერთმეტეულში ხილვა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და გერმანიის ნაკრების ამხანაგური შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: NeymaR
16 ნოემბერი 2013 21:54
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ესღA გვაკლია ჩვენ რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№2
ავტორი: Vodafone
16 ნოემბერი 2013 21:59
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
იმედია სანაკრებო შესვენების დასრულებამდე დაბრუინდება
0
№3
ავტორი: GeorgeBest
16 ნოემბერი 2013 22:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესღა გვაკლდა რა
0
№4
ავტორი: captain
16 ნოემბერი 2013 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
ამ იმპოტენტი ინგლისის ნაკრებით შეჭამეს ტვინი, რას დაეთრევიან ნაკრების თამაშებზე მეტი საქმე არა აქვთ? angry
0
№5
ავტორი: VaRdo
16 ნოემბერი 2013 22:42
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამიტომ მეზიზღება ეს სანაკრებო პაუზები რა. დ.შ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Macklemore
17 ნოემბერი 2013 01:32
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კერიკი შობამდე არ იქნება! ეს დაიმტვრა! ფელაინი-კლევერლის იმედზე ვრჩებით ნახევარდაცვის ცენტრში! კლევერლი გუშინ მშვენივრად შემოვიდა მაგრამ რავიცი-რავიცი...
0
№7
ავტორი: red devil
17 ნოემბერი 2013 08:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Cudia esec tramvisken aris midrekili arada ra kai bichia ar axarebs aravis :-(
0
№8
ავტორი: I L C
17 ნოემბერი 2013 10:40
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
აუუუ კერიკიც არ იქნება... მოკლედ რაააა..... areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top