თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2013, 20:07
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1926,
კომენტარები: 8
"წითლები" ნაკრებებში
ნანი ბრაზილიას მიუახლოვდა
ნანის პორტუგალიამ ერთი ნაბიჯი გადაგდა მსოფლიო ჩემპიონატისკენ, მას შემდეგ რაც მათ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს შვედეთი.

"იუნაიტედის" ვინგერმა თავისი როლი ითამაშა გამარჯვებაში და შანსიც ჰქონდა გოლი გაეტანა თუმცა ანდრეას ისაკსონმა მოახერხა ბურთის მოგერიება. არაა გასაკვირი, რომ გადამწყვეტი გოლი ყოფილმა "იუნაიტედის" ფეხბურთელმა, კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. მან გამარჯვების გოლის გატანა თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე მოახერხა.

რაც შეეცხება პატრის ევრას, მისი ნაკრები უკრაინასთან 2-0 დამარცხდა, ორივე გუნდმა თამაში 10 ფეხბურთელით დაასრულა. ანგარიში გახსნა რომან ზოზულიამ, ხოლო ანდრეი იარმოლენკომ ზუსტად შესრულებული პენლით სხვაობა 2-მდე გაზარდა. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში გაძევებული იქნა ლორან კოშელნი და ალექსანდრ კუჩერი.

რაც შეეხება ინგლისს, "სამი ლომი" ანგარიშით 2-0 დამარცხდა ჩილესთან, ორივეჯერ თავი "ბარსელონას" თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა გამოიჩინა. ძირითად შემადგენლობაში იყო ფილ ჯონსი, რომელიც ცენტრალური მცველის პოზიციაზე იდგა, ხოლო 57-ე წუთზე ის შეცვალა კრის სმოლინგმა.

უეინ რუნიმ ითამაშა სრული მატჩი და ერთი კარგი მომენტი შეუქმნა ადამ ლალანას, ხოლო ტომ კლევერლი თამაშში საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე ჩაერთო.

ანტონიო ვალენსიამ უკაპიტნა ეკვადორს არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ, ნიუ ჯერსიში. თამაში უგოლო აღმოჩნდა, თუმცა ანტონიო ვალენსიამ ერთხელ მოახერხა სახიფათო დარტყმის შესრულება და ბურთი ხარიხამ იხსნა.

შინჯი კაგავა მეორე ტაიმში ჩაერთო ჰოანდიასთან მატჩში და გუნდს დაეხმარა 2 გოლიანი სხვაობა აღმოეფხვრა, თამაში საბოლოოდ 2-2 დასრულდა.

ჯონი ევანსმა 90 წუთი ითამაშა თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც მისი გუნდი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა მევლუტ ერდინგის ტაიმის ბოლოს გატანილი გოლის წყალობით.

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
16 ნოემბერი 2013 20:15
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ინგლისმა ნერვები მომიშალა გუშინ rage
საფრანგეთს რა დაემართა, მსოფლიოზე უეჭველი უნდა მოხვდნენ
0
№2
ავტორი: NeymaR
16 ნოემბერი 2013 20:36
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ეჰჰ ინგლისს რა ეშველება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№3
ავტორი: GeorgeBest
16 ნოემბერი 2013 20:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გამიხარდა პორტუგალიის მოგება derphappycry ამ ინგლისს რა ეშველება ნეტა
0
№4
ავტორი: Manchester_M
16 ნოემბერი 2013 20:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ინგლისმა რა ბილეთი წამაგებია ბუბლიკ თავი მოიკლას რა იმ მწვრთვნელმა.
0
№5
ავტორი: chudikone
16 ნოემბერი 2013 20:49
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ინ ჰოჯსონ ვი თრასთ derpgop
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: NUGI
16 ნოემბერი 2013 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
მთავარია მანჩესტერია კარგ ფორმაში

რუნი კლევერლი ჯონსი სმალინგიც კაია ბრავო
0
№7
ავტორი: red devil
17 ნოემბერი 2013 08:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Safrangeti rcheba msoflios gareshe :D
0
№8
ავტორი: buka oboladze
17 ნოემბერი 2013 14:37
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
არ ჭირდებოდა ინგლისს მოგება და არც დააკლეს თავი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top