თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2013, 23:15
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2119,
კომენტარები: 8
ჯონსი: მინდა დაცვის ცენტრში ვითამაშო
ფილ ჯონსმა მის წლევანდელ ფორმაზე და ინგლისის ნაკრებში მოხვედრის შანსებზე ისაუბრა.
ჯონსი: მინდა დაცვის ცენტრში ვითამაშო
ფილ ჯონსი დარწმუნებულია, რომ მოხვდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე და გაამართლებს იმ იმედებს, რომელიც ერთ დროს სერ ალექსმა მასზე დაამყარა. ჯონსი 2011 წელს "ბლექბერნიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, თუმცა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ძირითადი გუნდის უცვლელი წევრი გამხდარიყო.

კვირას "არსენალთან" მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" ჯონსმა შესანიშნავად ითამაშა ცენტრალური ნახევარმცველი პოზიციაზე, სადაც მთელი ტაიმის განმავლობაში ითამაშა, ხოლო მეორე ტაიმში ნემანია ვიდიჩის ტრამვის გამო იძულებული იყო უკან დაწეულიყო. ჯონსს კი კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, იმისათვის რომ სერ ალექსის წინასწარმეტყველება აღასრულოს, რომელმაც წინა სეზონის დასასრულს განაცხადა, რომ ფილს შეუძლია "იუნაიტედში" დიდი ფეხბურთელი გახდეს.

"ეს იყო ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო სიტყვები, განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ ამ კლუბის ისტორიაში მოღვაწე ფეხბურთელებს და მათ დამსახურებებს." - გამოტყდა ჯონსი The Sun-თან ინტერვიუში. - "ამ სიტყვებს არასდროს დავივიწყებ. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ძალიან მინდა ეს სიტყვები გამართლდეს, თუმცა თუ მე იმის ნახევარს მაინც მივაღწევ, რაც "იუნაიტედის" ლეგენდებმა შეძლეს, კარიერის დასრულების შემდეგ მშვიდი გულით ვიტყვი, რომ სრულიად კმაყოფილი ვარ."

"მე კმაყოფილი ვარ ჩემი ფორმით" - გააგრძელა ჯონსმა. "ასევე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვითამაშო დაცვის ცენტრში. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა თამაშობ იქ, სადაც თავს კომფორტულად გრძნობ. მე 'ნორვიჩის' წინააღმდეგ ნახევარდაცვაში ვითამაშე, თუმცა შესაძლებლობა მქონდა მეთამაშა ცენტრალური მცველის როლი, სწორედ ამ პოზიციაზე მსურს თამაში. ჩემი მოსვლის დღიდან კლუბს გადაწყვეტილი ჰქონდა მე დაცვის ცენტრში დავეყენებინე და იმედი მაქვს, ამ სეზონში სწორედ ამ პოზიციაზე მომიწევს თამაში. თუ მე მწვრთნელი მენდობა, მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ წარმატებულად ვიასპარეზო."

ჯონსი ასევე რეგულარულად იღებს მოწვევას ინგლისის ნაკრებიდან და იმედოვნებს, რომ ის შედის როი ჰოჯსონის გეგმებში ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

"რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს" - დაამატა ჯონსმა. "აქ ძალიან დიდი კონკურენციაა. გუნდში ძალიან ბევრი კარგი მცველი და ნახევარმცველია. ადვილი არ იქნება ნაკრებში მოხვედრა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მოვახერხებ ბრაზილიის საგზურის მოპოვებას. ინგლისის ნაკრებში ბევრი 'იუნაიტედის' ფეხბურთელია, დაახლოებით ექვსი-შვიდი და გუნდისთვის სასარგებლო იქნება თუ ჩვენ ერთად ვითამაშებთ."

წყარო: ManUtd.ru
სიახლეები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
15 ნოემბერი 2013 23:18
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
რა ევასება ეს დაცვის ცენტრი, ნახევარდაცვაშიც უძლიერესია ჩამშლელად. რაც შეეხება ნაკრებს, თუ ესე გააგრძელა ამ სეზონში ძირითადში უნდა იყოს უეჭველი მუნდიალზე.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
15 ნოემბერი 2013 23:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯონსის ხილვა ახლა უკვე მირჩევნია ნახევარდაცვაში. უფრო დაიხვეწა და მგონია რომ აქ უფრო კარგად თამაშობს
0
№3
ავტორი: gilmour
15 ნოემბერი 2013 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
დავიწვი ამის ცოდვით რამდენი ხანია მაგას იხვეწება:) ბურთის წართმევა იცის და მაგარ ჯანზეა, მაღალიცაა, რაც შეეხება პასს და ტექნიკას მოიკოჭლებს და მე მირჩევნია ამისგან ძალიან მაგარი ცენტრალური მცველი დადგეს ვიდრე საშუალო დონის ჩამშლელი.
0
№4
ავტორი: Beckham 7
15 ნოემბერი 2013 23:34
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
უნამუსო ვიყო ასეთი ინტერვიუ უკვე მეათედ ჩაწერა ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№5
ავტორი: ლადო
16 ნოემბერი 2013 07:55
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
სულ ამას გაიძახის ეს ბიჭი, მაგრამ მე ის უფრო მომწონს ნახევარზეც რო დგას და გუნდს რო დასჭირდება დაცვაში რო დადგება...უნივერსალია და მაგრად ასწორებს...
0
№6
ავტორი: red devil
16 ნოემბერი 2013 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Daayenet es da evansi dacvis centrshi ra gautraket saqme
0
№7
ავტორი: Best 7
16 ნოემბერი 2013 10:23
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
უნდა და რა ქნას
0
№8
ავტორი: I L C
16 ნოემბერი 2013 13:35
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
აშკარად უკეთესია ცენტრში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top